საქართველოს პატრიოტული მეგაპორტალი

ერთისთვის ყველა და ყველასათვის ერთი - ჩვენ ვაშენებთ სახლს!

 

თბილისი   მოსკოვი   პარიზი   ლონდონი   ნ.იორკი   პეკინი   ტოკიო

 

 

ჩვენს დაარსების დღიდან 5 ივნისი, 2003 წლის, გავიდა  დღე

  პრობლემები
 
ბაქო-ჯეიჰანი
მტკვარი-არაქსი
შავი ზღვა
გლობალური დათბობა
აუდაბნოება
ჯავახეთის ტყეები
სახიფათო ნარჩენები
ჰაერის დაბინძურება
სეისმოლოგია
ჩერნობილი
  ეკოლოგია
გარემო
ითელი წიგნი
მცენარები
რელიეფი
ფლორა და ფაუნა
ნიადაგები
ბიომრავალფეროვნება
ბუნებრივი რესურსები
ეკოსისტემა
ეკო-კალენდარი
  საქართველო
საბრძოლო ხელოვნება
კანონმდებლობა
არქიტექტურა
კულტურა
ქვეყნის შესახებ
ისტორია
კულტურული მემკვიდრეობა
გეოგრაფია
ხალხური მუსიკა
ხელოვნება
პატრიარქი
არქეოლოგია
ლეგენდები
სამოგზაუროდ
უსაფრთხოების კონცეპცია  
  ჯამრთელობა
რეცეპტები/სამზარეულო
სასარგებლო ლინკი
მედიცინა
ხოროსკოპი
დიეტები
დაავადებები

 

 

აქტივობა ფეისბუქში

 

 

1 1
1 1

საქართველოს შესახებ  Share

 

საქართველოს რეგიონები
¹

რეგიონი

რუქა
1 სვანეთი
2 სამეგრელოს და ზემო სვანეთის
3 გურია
4 აჭარა
5 რაჭა-ლეჩხუმის
და ქვემო სვანეთი
6 იმერეთი
7 სამცხე-ჯავახეთი
8 შიდა ქართლი
9 მცხეთა-მთიანეთი
10 ქვემო ქართლი
11 კახეთი
12 თბილისი

 

სასულიერო დღესასწაულები

7 იანვარი - შობა
19 იანვარი - ნათლისღება
აპრილი/მაისი (კვირა და ორშაბათი) - აღდგომა
19 აგვისტო - ფერისცვალება
28 აგვისტო - მარიამობა
14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა
23 ნოემბერი - გიორგობა

საერო დღესასწაულები

1/2 იანვარი - ახალი წელი
3 მარტი - დედის დღე
8 მარტი - ქალთა დღე
9 აპრილი -მამულისათვის დაღუპულთა ხსოვნის დღე
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

 

 

დროშა გერბი

 

ჰიმნის ნოტები ქვეყანა საქართველო ტექსტის ავტორი დავით მაღრაძე მუსიკის ავტორი ზაქარია ფალიაშვილი შემუღებულ იქნა 2004 წელს

 

ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
განათებული მთა-ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა.
თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას,
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
ამოდის და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება!

ჰიმნი: თავისუფლება
ჰიმნის მოსმენა

 

აქტები

ამოუკიდებლობის დეკლარაცია დამოუკიდებლობსი აღდგენის დეკლარაცია

ეროვნული ფული

1 ლარი  
2 ლარი  
5 ლარი  
10 ლარი  
20 ლარი  
50 ლარი  
100 ლარი  
200 ლარი  

 

 

ხიმნის ისტორია

ახალი სახელმწიფო ჰიმნი საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2004 წლის 20 მაისს, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომიდან ზუსტად 5 თვის შემდეგ. მანამდე კანონი განხილულ იქნა 22 აპრილს, 2004 წელს, საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის პირველსავე პლენარულ სხდომაზე. კანონპროექტი „სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა წარმოადგინა და დეპუტატებს ჰიმნის მიღების წინა ისტორია გააცნო. მისი ინფორმაციით, ჰიმნზე მუშაობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად მუსიკა შეირჩა, შემდეგ, ტექსტთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდა. ამის შემდეგ დეპუტატებისთვის გაიჟღერა ჰიმნის მუსიკამ.

პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ჰიმნის თაობაზე, აზრთა სხვადასხვაობა გამოითქვა. ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატთა ერთი ნაწილი საბოლოო სრულყოფისათვის ჰიმნის მიღების გადადებას მოითხოვდა. საკითხის განხილვის დასასრულს, დეპუტატთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ორგანომ 131 მომხრით 14-ის წინააღმდეგ სახელმწიფო ჰიმნი „თავისუფლება“ პირველი მოსმენით მიიღო.

ჰიმნის ტექსტი და მუსიკა დამტიცებულია კანონით, ხოლო მისი ოფიციალური შესრულების წესი განისაზღვრება პრეზიდენტის ბრძანებულებით

დევიზი: ძალა ერთობაშია
დედაქალაქი თბილისი
41°43′N 44°47′E
უდიდესი ქალაქი თბილისი
ოფიც. ენები ქართული
მთავრობა ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა
პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
პრ.-მინისტრი ნ. გილაური
ფართობი
 საერთო
 
69,700 კმ²(121-ე)
მოსახლეობა
 2008 სავ.
 სიმჭიდროვე
 
4,630,8412 (119-ე)
66 ად./კმ² (132-ე)
მშპ (ppp)
 საერთო

 ერთ მოსახლეზე
2009მიახლ.
$ 21,4 მლრდ (109-ე)

$ 5000 
აგი (2007)  0.778 (საშუალო) (89-ე)
ვალუტა ლარი (GEL)
დროის სარტყელი CET+0400
ქვეყნის კოდი GEO
ccTLD .ge
სატელეფონო კოდი +995

საქართველო — ქვეყანა ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.
თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისდა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული III საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო სანამ XVI საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801—1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918—21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.
საქართველომ დამოუკიდებლობა კვლავ 1991 წელს მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსის პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს მომხდარი ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებმა ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.
საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული როგორც უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს, ევროპის საბჭოს, სუამის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. საქართველო ასევე მიისწრაფვის ევროპის კავშირში ინტეგრაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.

სახელწოდება

ქვეყნის სახელწოდება „საქართველო“ მომდინარეობს „ქართ“ ძირისაგან, რაც უძველეს სატომო სახელს „ქართუ, კარდუ, ხალდუ“-ს უკავშირდება. 1918—1921 წლებში იწოდებოდა „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად“, 1990—1995 წლებში — „საქართველოს რესპუბლიკა“-დ. ქვეყნის საერთაშორისო კოდია — GE.

საქართველოს დემოგრაფია

მოსახლეობის რაოდენობის დადგენა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საშუალებით ხდება. XX საუკუნეში საქართველოში 6 ასეთი აღწერა ჩატარდა (პირველი - 1926 წელ, უკანასკნელი 1989 წელს). დამოუკიდებელ საქართველოში მოსახლეობის პირველი აღწერა 2002 წლის იანვარს ჩატარდა.

1989 წლის აღწერით საქართველოს მოსახლეობა 5,443,000 კაცი იყო, 2002 წლისათვის კი 4,601,500. როგორც ჩანს, 13 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ერთი მეხუთედით შემცირდა. ბოლო პერიოდში საქართველოში მომხდარმა რთულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია საქართველოს მოსახლეობის საგრძნობი ნაწილის გასვლა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამასთან მკვეთრად იკლო შობადომამ, იმატა სიკვდილიანობამ და საბოლოოდ ქვეყანა მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რაც შეეხება საკუთრივ ქართველებს, მათი რაოდენობა საქართველოში 1989 წელს 3,787,000 კაცს უდრიდა, რაც მთელი საქართველოს მოსახლეობის 70,1%-ს შეადგენდა. 2002 წელს კი ქართევლების რაოდენობა 3,661,000 უდრიდა, ანუ მთელი მოსახლეობის 83,8% იყო. ქართველების რაოდენობა 1989 წლიდან 2002 წლამდე მხოლოდ 4%-ით შემცირდა ანუ საქართველოს მოსახლეობის კლება ძირითადად სხვა ეროვნებების ხარჯზე მოხდა. 2002 წლის შემდეგ მგომარეობა შედარებით გამოსწორდა და მოსახლეობის მატება დაიწყო. 2006 წლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობა დაახლ. 4.661.473-ს შეადგენს. მოსახლეობის ზრდის ტემპი შეადგენს 0,74%-ს.

ეთნიკური შემადგენლობა (საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): ქართველები — 83,8 %, აზერბაიჯანელები — 6,5 %, სომხები — 5,7 %, რუსები — 1,5 %, ოსები — 0.9 %, იეზიდები — 0.4 %, ბერძნები — 0.3 %, ქისტები — 0.2 %, უკრაინელები — 0.2 %, აფხაზები — 0,1 %;


რელიგიური შემადგენლობა (ძირითადად საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): მართლმადიდებელი ქრისტიანები — 84.00 %, მუსლიმანები — 9.9 %, სომეხი გრიგორიანელები — 3.9 %, კათოლიკეები — 0.8 %, იეზიდები – 0.4%, იუდეველები — 0,1 %, ნესტერიანელები – 0.1% და სხვები.

 


 

ქალაქების მოსახლეობა


1 თბილისი თბილისი 1,470,800

2 ქუთაისი იმერეთი 186,300

3 ბათუმი აჭარა 121,806

4 რუსთავი ქვემო ქართლი 116,384

5 ზუგდიდი სამეგრელო-ზემო სვანეთი 75,550

6 გორი შიდა ქართლი 49,500

7 ფოთი სამეგრელო-ზემო სვანეთი 47,150

8 სოხუმი აფხაზეთი 43,700

9 სამტრედია იმერეთი 29,700

10 ხაშური შიდა ქართლი 28.560

11 სენაკი სამეგრელო-ზემო სვანეთი 28,082

12 ზესტაფონი იმერეთი 24.200

13 თელავი კახეთი 21.800

14 მარნეული ქვემო ქართლი 20.100

15 ოზურგეთი გურია 18.700

16 ქობულეთი აჭარა 18.600

17 ახალციხე სამცხე-ჯავახეთი 18.500

18 წყალტუბო იმერეთი 16.800

ეკონომიკა

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე გრძელდება საბაზრო რეფორმები. ეკონომიკის მთავარი დარგებია სოფლის მეურნეობა (ჩაი, ციტრუსი, ხილი, თამბაქო, ღვინო), მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ჰიდრორესურსები. დიდი ყურადღება ეთმობა საკურორტო-ტურისტული კომპლექსის აღდგენას, რომელიც ადრე ყოველწლიურად 2 მლნ ადამიანს ემსახურებოდა. სოფლის მეურნეობის პროდუქცია (ყურძენი, ჩაი, ციტრუსები); მთავარი სავაჭრო პარტნიორებია რუსეთი (18 %), თურქეთი (14 %), აზერბაიჯანი (12 %) და აშშ (6 %). • ერთობლივი ეროვნული პროდუქტი: სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა 32; 1 სულ მოსახლეზე — 860 $. • ვალუტა — ქართული ლარი (GEL).

შეიარაღებული ძალები

საქართველოს შეიარაღებული ძალები.
2007 წლის მონაცემებით ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა 37000 მდე სამხედრო მოსამსახურე. სახმელეთო ჯარები (35000), სამხედრო-საჰაერო ძალები (1300), სამხედრო-საზღვაო ძალები (400). რეზერვში ირიცხებოდა 60000 ადამიანი. შეიარაღებაში იმყოფებოდა 235-მდე ტანკი, 250-მდე საბრძოლო შეჯავშნული მანქანა, 240-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და ნაღმსატყორცნი, 80-მდე საზენიტო რაკეტო კომპლექსი, 15 თვითმფრინავი და 50 შვეულმფრენი,(ასევე 40 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი), 25 საპატრულო კატარღა და მცირე ხომალდი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხდება შერეული პრინციპით-სავალდებულო გაწვევით და კონტრაქტის საფუძველზე. 2007 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოეყო დაახლოებით 1 მლრდ. დოლარი.
 

 

 

 ფილმები ბუნებაზე

ეროვნული საგანძური

მანძილი თბილისიდან

თბილისი IV საუკუნე

       

ელეკტრონული წიგნები

ქართული ფილმები

დაცული ტერიტორიები

ძველი თბილისი

       

ვირტუალური ტური

მსოფლიო დრო

საქართველოს ციხეები

ცნობილი ქართველები

ჩანახატები

პოეზია 

ოლკლორი

გალერეა

       

კულტურული რუქა

Online რუქები

ქართული სუფრა

ვარდების რევოლუცია

       

ოკუპაციის მუზეუმი

ტოპო რუქები

ქართული დიალექტები

ქართული მეგზური

       

რაიონული კოდები

ქართული ფონტები

საქართველოს მეფეები

პატრიოტული კლიპები

 

ჩვენი გვერდი მხარდაჭერილია შემდეგი ბროუზერებით:

 

 

ჩვენი საიტის საყურებლად გადმოწეროთ

Macromedia Flash

3 3

  ვალუტის კურსი

 

  ამინდი

 

 

როდესაც სიყვარულის ძალა გადააჭარბებს ძალასადმი სიყვარულს - მსოფლიოში მშვიდობა დაიბატონებს

Skype Me™! დაგვირეკე

გადავარჩინოთ საქართველო

რადიო IRS

სასიყვარულო ფორუმი

მე მიყვარს თბილისი

ბმულები

დოკუმენტური ფილმები

ქართული  დოკუმენტალისტიკა

რეკლამა