საქართველოს პატრიოტული მეგაპორტალი

ერთისთვის ყველა და ყველასათვის ერთი - ჩვენ ვაშენებთ სახლს!

 

თბილისი   მოსკოვი   პარიზი   ლონდონი   ნ.იორკი   პეკინი   ტოკიო

 

 

ჩვენს დაარსების დღიდან 5 ივნისი, 2003 წლის, გავიდა  დღე

  პრობლემები
 
ბაქო-ჯეიჰანი
მტკვარი-არაქსი
შავი ზღვა
გლობალური დათბობა
აუდაბნოება
ჯავახეთის ტყეები
სახიფათო ნარჩენები
ჰაერის დაბინძურება
სეისმოლოგია
ჩერნობილი
  ეკოლოგია
გარემო
ითელი წიგნი
მცენარები
რელიეფი
ფლორა და ფაუნა
ნიადაგები
ბიომრავალფეროვნება
ბუნებრივი რესურსები
ეკოსისტემა
ეკო-კალენდარი
  საქართველო
საბრძოლო ხელოვნება
კანონმდებლობა
არქიტექტურა
კულტურა
ქვეყნის შესახებ
ისტორია
კულტურული მემკვიდრეობა
გეოგრაფია
ხალხური მუსიკა
ხელოვნება
პატრიარქი
არქეოლოგია
ლეგენდები
სამოგზაუროდ
უსაფრთხოების კონცეპცია  
  ჯამრთელობა
რეცეპტები/სამზარეულო
სასარგებლო ლინკი
მედიცინა
ოროსკოპი
დიეტები
დაავადებები

 

 

აქტივობა ფეისბუქში

 

 

1 1
1 1

არქიტექტურა  Share

 

 

ბათუმი 3D

 

ეროვნული ბიბლიოთეკის I კორპუსი

1931 წელს ყოფილი სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის შენობა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა. ამჟამად ეს შენობა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხოლოდ პირველი კორპუსია. მთლიანად ბიბლიოთეკა კი ხუთ შენობაშია განთავსებული და მათგან სამი ხუროთმოძღვრული ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს.
ყოფილი სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი ანუ ქართული ბანკი, ამჟამად კი საქართელოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი (ლ. გუდიაშვილისა და ნ. ვაჩნაძის ქუჩების კუთხე). 1913-1916 წლებში აშენდა.
1912 წელს ბანკის შენობის ასაგებად გამართული კონკურსის პირობაში მითითებული იყო, რომ ნაგებობა "ქართული სტილისა" უნდა ყოფილიყო. ამ მოთხოვნის გათვალისწინებით პირველი პრემია მიენიჭა არქიტექტორ ანატოლი კალგინისა და მხატვარ ჰენრიხ ჰრინევსკის პროექტს. ორივე კონკურსანტი კარგად იცნობდა ქართულ შუასაუკუნოვან ხუროთმოძღვრებას. ( ანატოლი კალგინს ამ დროისთვის უკვე შესრულებული ჰქონდა ბოლნისის სიონისა და ტაო-კლარჯეთის რიგი ძეგლების ანაზომები, ასევე - ბანას რეკონსტრუქციის პროექტი; ჰენრიხ ჰრინევსკი კი კარგად იცნობდა ქართული ტაძრების მორთულობას. მან პირველმა დაასურათა ილია ჭავჭავაძის თხზულებები). ბიბლიოთეკის საფასადე დეკორი ნასესხებია X-XIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრული ძეგლების ფასადთა შემკულობიდან. ხოლო ჩუქურთმების არაჩვეულებრივი კვეთა ეკუთვნის ნეოფიტე, ვლადიმერ და ლავრენტი აგლაძეებს.
მრავალ ბურჯზე დაყრდნობილი ღრმა გალერეა-ლოჯია გუდიაშვილის ქუჩის მხარეს, ისევე როგორც გვერდითი გალერეა და კუთხეში აღმართული კოშკი, მოჩუქურთმებული სარკმლები და ორნამენტული რომბები, ნაგებობის ხასიათს განაპირობებს. აღსანიშნავია ინტერიერიც, ვესტიბიულისა და ყოფილი საოპერაციო დარმაზის (დღეს სამკითხველო დარბაზი) კამარათა მოხატულობა, ქვის მოაჯირის მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი დენადი ფორმები და სხვ. ნაგებობა ძველი ქართული ხუროთმოძღვრული მოტივების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნიმუშია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მომდევნო პერიოდის ქართული არქიტექტურის განვითარებაში.
ბიბლიოთეკის მჩუქურთმებული კარის ავტორია ბოტკოველი. ბიბლიოთეკის პირველ და მესამე კორპუსში ხის სამუშაოები შეასრულა ილია მამაცაშვილმა.

 

 

ეროვნული ბიბლიოთეკის II კორპუსი

ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსის შენობა გუდიაშვილის და ფურცელაძის ქუჩათა გადაკვეთაზე პირველი კორპუსის თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენს. ეს არის ყოფილი ვოლგა–კამის ბანკის განყოფილების შენობა, რომელიც 1915 წელს არქიტექტორ გ. კოსიაკოვმა ააშენა.
იმდროინდელი პრესა წერს: "ვოლგა-კამის ბანკის ტფ. განყოფილება 12 ივნისს საკუთარ შენობაში გადავიდა. განყოფილებამ ტფილისში მოქმედება დაიწყო 1908 წელს და ერთი წლის შემდეგ სააგენტოები გახსნა ერევანსა და განჯაში. ამ ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც მდებარეობს ბარონისა და ლორის-მელიქოვის ქუჩების კუთხეში, 1914 წელს დაიწყო ხუროთმოძღვრების აკადემიკოსის გ.ა. კოსიაკოვის პროექტით. მიწა შეძენილ იქნა გრაფინია მელიქოვისაგან და ამ მიწის ნახევარი, დაახლოებით 300 ოთკუთხა საჟენი, ბანკმა დაუთმო ტფ. სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკს, რომელიც აგრეთვე აშენებს ლამაზ შენობას თავის საჭიროებისთვის. ვოლგა კამის შენობა ფართო და ლამაზია. შეიცავს 30 ოთახს, მშვენიერ საწყობებს და მოსამსახურეთა და მეარტელეთა ბინებს. შენობაში ცენტრალური გათბობაა." ("სახალხო ფურცელი", 1916 წელი, N598, გვ.2).
ბიბლიოთეკის მეორე კორპუსის შენობა ნეოკლასიცისტური სტილის გამოძახილად უნდა მივიჩნიოთ. მთავარი ფასადის პირველი სართულის მძიმე რუსტიკა მეორე და მესამე სართულთა სადა სიბრტყესთან კონტრასტს ქმნის. ფასადზე ფართო რიზალიტი გამოიყოფა, რომელშიც გიგანტური თაღოვანი პორტალია გაჭრილი.

 

ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი

ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი, ყოფილი სახელმწიფო ბანკის კანტორა 1910 წელს (ლ. გუდიაშვილის ქ. 7) მიხეილ ოჰანჯანოვის და რ. გოლენიშჩევის პროექტით აშენდა. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თბილისის მოდერნის სტილით ნაგებ შენობათა შორის.
მოდერნის სტილზე მეტყველებს ფასადის განაპირას მოქცეული პორტალის მორთულობა - გიგანტური რუსტირებული კოლონების ფიგურული კაპიტელები, ტალღოვანი ზღუდარის სკულპტურული დეკორი, ტალღოვანი ფრონტონი არწივის ჰორელიეფური გამოსახულებით და სხვ. მოდერნის ნიშნებს ატარებს ინტერიერიც, არქიტექტურული ელემენტების დენადი ფორმები, ვიტრაჟული გადახურვა. გუდიაშვილის და ფურცელაძის ქუჩათა გადაკვეთაზე შენობა სიმრგვალეს შემოწერს, რომელსაც ქვის აივანი მიუყვება. მოდერნის სტილი ინტერიერშიც გამოკვეთილად ჩანს.
თბილისის სახელმწიფო ბანკის კანტორის შენობის ვიდეო. 1910 წელი. (უნიკალური ვიდეომასალა, რომელის 2009 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა საჩუქრად გადასცა ეროვნულ ბიბლიოთეკას.)

 

 

ეროვნული ბიბლიოთეკის V კორპუსი

1971 წელს სახელმწიფო წიგნის პალატისთვის აიგო თეთრი ბაზალტის ქვით ნაშენი სვეტებიანი ოთხსართულიანი შენობა (არქიტექტორი თ. ჩოგოვაძე). შენობას მიდგმული აქვს ექვსსართულიანი ვრცელი საცავი, რომელშიც თავმოყრილია ქართული ბეჭვდითი სიტყვის პროდუქციის უდიდესი საგანძური. 2006 წელს სახელმწიფო წიგნის პალატა ფონდებით და შენობით გადაეცა ეროვნულ ბიბლიოთეკას.

 

 

თბილისის დაძმობილი ქალაქები:
ლუბლიანა, სლოვენია (1979წ.)
ბრისტოლი, დიდი ბრიტანეთი (1988წ.)
საარბრუკენ, გერმანია (1975წ.)
ნანტეს, საფრანგეთი (1979წ.)
ინსბრუკი, ავსტრია (1982წ.)
ატლანტა, აშშ (1987წ.)
პალერმო, იტალია (1987წ.)
ბილბაო, ესპანეთი (1989წ.)
ანკარა, თურქეთი (1998წ.)
კიევი, უკრაინა (1999წ.)
ასტანა, კაზახეთი (2005 წ.)

 

 

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია

 

სამების ტაძარი

 

თბილისი მეტრო

 

პლაზა

 

სახალხო ბანკი

 

აეროპორტის სარკინიგზო სადგური

 

თბილისი აეროპორტი

 

სასტუმრო რადისონ მედეა

 

სასტუმრო ჰოლიდეი ინ

 

ბოტანიკური ბაღი

 

ყინულიანი კოშკი

 

სიყვარულის ხიდი

 

შერატონ ბათუმი

 

თეთრი მაგნოლია

 

თბილისის ტელეანძა

 

მირზაშაჰი

 

ბათუმის თეატრი

 

იუსტიციის სამინისტრო

 

გმირთა მოედანი

 

საქართველოს პარლამენტი

 

თბილისი ცენტრალი

 

მსოფლიო სავაჭრო ცენტრი

 

აჭარის შუქურა

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

თავისუფლების ჩირაღდანი

 

ბორჯომის ხიდი

 

ენგურჰესი

 

გიგანტური ბორბალი

 

ღამის კოშკი

 

სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია

 

 

 

 ფილმები ბუნებაზე

ეროვნული საგანძური

მანძილი თბილისიდან

თბილისი IV საუკუნე

       

ელეკტრონული წიგნები

ქართული ფილმები

დაცული ტერიტორიები

ძველი თბილისი

       

ვირტუალური ტური

მსოფლიო დრო

საქართველოს ციხეები

ცნობილი ქართველები

ჩანახატები

პოეზია 

ოლკლორი

გალერეა

       

კულტურული რუქა

Online რუქები

ქართული სუფრა

ვარდების რევოლუცია

       

ოკუპაციის მუზეუმი

ტოპო რუქები

ქართული დიალექტები

ქართული მეგზური

       

რაიონული კოდები

ქართული ფონტები

საქართველოს მეფეები

პატრიოტული კლიპები

 

 

ჩვენი გვერდი მხარდაჭერილია შემდეგი ბროუზერებით:

 

 

ჩვენი საიტის საყურებლად გადმოწეროთ

Macromedia Flash

3 3

  ვალუტის კურსი

 

  ამინდი

 

 

როდესაც სიყვარულის ძალა გადააჭარბებს ძალასადმი სიყვარულს - მსოფლიოში მშვიდობა დაიბატონებს

Skype Me™! დაგვირეკე

გადავარჩინოთ საქართველო

რადიო IRS

სასიყვარულო ფორუმი

მე მიყვარს თბილისი

ბმულები

დოკუმენტური ფილმები

ქართული  დოკუმენტალისტიკა

რეკლამა