|
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი Share

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი იმ ობიექტების ნუსხაშია, რომელსაც
აშშ თავისი ეროვნული უსაფრთხოებისთვის ”საციცოცხლო” მნიშვნელობის
მქონედ განიხილავს.
ასეთი ობიექტების სიას შეიცავს სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო
დოკუმენტი, რომელიც WikiLeaks-მა ამერიკის სხვა კონფიდენციალურ
დიპლომატიურ ტელეგრამებთან ერთად გამოაქვეყნა.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი არის საქართველოში არსებული
ერთადერთი ობიექტი, რომელიც ნუსხაში მოხვდა. სიაში შედის მსოფლიო ს
სხვადასხვა კუთხეში არსებული ასობით ნავთობსადენი, საკომუნიკაციო
კაბელი და სხვადასხვა ტიპის ქარხანა.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გადის სამ ქვეყანაზე
კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე.
1768 კმ. სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენი ახალი
ათასწლეულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინჟინრო მიღწევაა.
მისი სიგრძე 443 კილომეტრია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი
საქართველოს ტერიტორიაზე და 1076 კილომეტრი თურქეთში ჯეიჰანის საზღვაო
ტერმინალამდე.
მილსადენი მთელ სიგრძეზე მიწაშია ჩამარხული. უმაღლეს წერტილში, სადაც
იგი კავკასიის მთებს კვეთს მილსადენი ზღვის დონიდან 2800 მეტრის
სიმაღლეს აღწევს. მას დღეში ერთი მილიონი ბარელი ნავთობის გატარება
შეუძლია და აზერი-შირაგი-გუნაშლის საბადოს სრული განვითარების
საექსპორტო მოთხოვნებს პასუხობს.
BTC არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მილსადენი მსოფლიოში. მისი
მშენებლობა საქართველოში 2005 წელს დასრულდა.
BTC მილსადენი სრულ ექსპლუატაციაში 2006 წელს იქნა გაშვებული.
მილსადენში გატარებული ნავთობის ნაკადი სტაბილურად იზრდებოდა და გასულ
წელს იგი დღეში დაახლოებით 800 000 ბარელ ნავთობს აწვდიდა მსოფლიო
ბაზრებს. აღდგენითი და ლანშაფტური სამუშაოები მილსადენის მარშრუტის
გასწვრივ მაღალი სტანდარტების შესაბამისად შესრულდა.
2006 წელს ასევე დაიწყო დამატებითი ობიექტების მშენებლობა კოდიანას
მთიან მონკვეთზე მილსადენის ეკოლოგიური და ტექნიკური უსაფრთხოებისათვის.
უსაფრთხოების ბაზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, იგი მუდმივი
ობიექტის ფუნქციას ასრულებს, სადაც საცხოვრებელი ოთახები, ოფისები,
ტექნილური უზრუნველყოფის ობიექტები, ენერგოწარმოების, კანალიზაციისა და
სასმელი წყლის სისტემები მოეწყო და ექსპლუატაციიათვის საქართველოს
სამთავრობო სტრუქტურას - სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს
გადაეცა (SPPD).
დასრულდა აგრეთვე ნავთობის ავარიული ჩამოსაცლელის (EDDF) მშენებლობა.
ეს ობიექტი 8 500 კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუარია, რომელიც
მოთავსდა კიდევ ერთ ბეტონის მიწისქვეშა რეზერვუარში, სადაც ავარიის
შემთხვევაში, კოდიანას მონაკვეთის ნებისმიერი ადგილიდან BTC
მილსადენიდან დაღვრილი ნავთობი ჩაიცლება და შეინახება.
2006 წელს შეიქმნა მეორადი შემაკავებელი ობიექტების სისტემის პროექტები
მილსადენის დაზიანების ნაკლებად სავარაუდო შემთხვევაში ნავთობის
უსაფრთხოდ შესაკავებლად. თითოეული მეორადი შემაკავებელი ობიექტი
მდინარის კალაპოტის ირგვლივ აშენებული დამბითა და შლუზებით აღჭურვილი
სალექარი საგუბრებისაგან შედგება. ავარიის შემთხვევაში შლუზები
დაიკეტება და შეაჩერებს ნავთობს იქამდე, სანამ ნავთობის დაღვრაზე
რეაგირების ჯგუფი ნავთობის უსაფრთხოდ ლოკალიზაციას არ მოახდენს.
BTC მილსადენის დამხმარე საშუალებები მოიცავს რვა ნავთობსაქაჩ სადგურს
(ორი აზერბაიჯანში, ორი საქართველოში, ოთხი თურქეთში); თურქეთის
ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე მდებარე ჯეიჰანის საზღვაო ტერმინალს; ორ
შუალედურ დგუშის გამტარ სადგურს; ერთ წნევის მარეგულირებელ სადგურს და
101 მცირე ჩამკეტი სარქველის სადგურს.
მილსადენის მშენებლობა განახორციელა პროექტის გაერთიანებულმა ჯგუფმა,
რომლის ხელმძღვანელობით ნავთობსადენის პარალელურად სამხრეთ კავკასიური
მილსადენიც აშენდა. მილსადენების სამშენებლო საქმიანობის ყველაზე
ინტენსიურ ეტაპზე პროექტებში დაახლოებით 22 000 ადამიანი დასაქმდა,
აქედან 6 000 საქართველოში. თურქეთში BTC მილსადენი BTC Co.-სახელით და
ერთჯერადი ანაზრაურების ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია BOTAS-მა
ააშენა.
BTC-ის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების 70%-ს მესამე მხარეები
აფინანსებენ. BTC-თან დაკავშირებულ სესხებს, საექსპორტო კრედიტებს და
რისკის დაზღვევას უზრუნველყოფს ევროპის რეკონსტრუქციისა და
განვითარების ბანკი (EBRD) და მსოფლიო ბანკის კერძო ქვეგანაყოფი
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), შვიდი ქვეყნის საექსპორტო
საკრედიტო ორგანიზაციები და 15 კომერციული ბანკის სინდიკატი.
დაფინანსების ხელშეკრულებები საბოლოო სახით 2004 წლის თებერვალში
პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ორწლიანი
კვლევისა და მონიტორინგის და საჯარო კონსულტაციების საფუძველზე
ჩამოყალიბდა. კრედიტორების მონაწილეობა აუმჯობესებს პროექტის
გამჭირვალობას, საშუალებას აძლევს მათ ჩაერიონ პროექტების
განხორციელების პროცესში და დახმარება გაგვიწიონ პროექტების
განხორციელების პოტენციალის განვითარების საქმეში.
ჩაკეტილი კასპიის ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის დამაკავშირებელი პირველი
BTC პროექტის მშენებლობა ეკონომიურად დადებითად იმოქმედებს რეგიონზე და
გვერდს აუვლის თურქეთის სრუტეებში არსებულ ტრანსპორტის ინტენსიურ
მოძრაობას.
პ ო
რ ტ
ა ლ
ი
|
ფილმები ბუნებაზე |
ეროვნული საგანძური |
მანძილი თბილისიდან |
თბილისი IV
საუკუნე |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ელეკტრონული წიგნები |
ქართული ფილმები |
დაცული ტერიტორიები |
ძველი თბილისი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ვირტუალური ტური |
მსოფლიო დრო |
საქართველოს
ციხეები |
ცნობილი ქართველები |
|
|
|
|
|
|
ჩანახატები |
პოეზია |
ფოლკლორი |
გალერეა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
კულტურული რუქა |
Online
რუქები |
ქართული სუფრა |
ვარდების რევოლუცია |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ოკუპაციის მუზეუმი |
ტოპო რუქები |
ქართული დიალექტები |
ქართული მეგზური |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
რაიონული კოდები |
ქართული ფონტები |
საქართველოს
მეფეები |
პატრიოტული კლიპები |
|
|
|
|
|

ჩვენი საიტის საყურებლად გადმოწეროთ

|