|
შავი ზღვის
პრობლემები Share
მე-20
საუკუნის 60-იანი წლებიდან შავი ზღვის ეკოსისტემაში ადამიანის
ინტენსიურმა ჩარევამ, კერძოდ შავი ზღვის რესურსების გადაჭარბებულმა
გამოყენებამ, სანაპირო ზონებში დაუგეგმავმა ურბანიზაციამ, ბალასტური
წყლების გზით რიგი ეგზოტიკური და პათოგენური ორგანიზმების შემოჭრამ,
მრავალ მდინარეზე კაშხლების მშენებლობამ, სანაპიროების დასაცავად
აგებულმა უამრავმა კონსტრუქციამ, არაშესაბამისად გაწმენდილი ნარჩენი
წყლების ჩაღვრამ (გემები, მრეწველობა და სანაპირო ზონების დასახლებები
და მათი არამართებული მოვლა), თევზრეწვის განუკითხავმა ზრდამ და
მრავალმა სხვა მიზეზმა შავი ზღვის ეკოსისტემა სრულ დეგრადაციამდე
მიიყვანა. შავი ზღვის ბუნებრი თავისებურებები კი ამ პროცესს კიდევ უფრო
ამძიმებს. შავი ზღვის ხმელთაშუა ზღვასთან წყლის გაცვლა უკიდურესად ნელა
მიმდინარეობს. მისი მარილიანობა 20 პრომილეზე ნაკლებია. შავ ზღვაში,
სხვა ზღვებისაგან განსხვავებით (მაგალითად ბალტიის ზღვა) არ არის
მოქცევები და უკუქცევები. ამის შედეგად მასში ძლიან ცოტა ჟანგბადია,
ხოლო დამაბინძურებლები უხვადა გროვდება. წყალი ფაქტობრივად გაჩერებულია,
რის გამოც ჟანგბადი მხოლოდ წყლის ზედა ფენებშია. ჯანსაღ ზღვას კი
ჟანგბადი ესაჭიროება. და არა მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმებისათვის, არამედ
ასევე მკვდარი მცენარეებისა და ცხოველების გახრწნისათვის.
შავი ზღვა მსოფლიოში ყველაზე დიდი ანოქსიური (უჟანგბადო) აუზია. ამის
გამო შავი ზღვა უნიკალურია. შავი ზღვა და მისი რესურსები უდიდესი
საფრთხის წინაშე დგას. ის თითქმის მთლიანად ჩაკეტილი ზღვაა და ალბათ
ყველაზე მეტად დაბინძურებული მსოფლიოში იმის გამო, რომ მისი აუზი
ბევრად სცდება ექვსი ქვეყნის ფარგლებს რომლებიც უშუალოდ ესაზღვრება
ზღვას და 17 ქვეყანა მონაწილეობს მის დაბინძურებაში. ზღვას კი მსოფლიო
ოკეანესთან ერთადერთი ვიწრო ბოსფორის სრუტე გააჩნია დამაკავშირებლად.
ამავე დროს ის ღებულობს ჩამდინარე წყლებს, ბიოგენებს და სხვა
დამბინძურებლებს ისეთი დიდი მდინარეებიდან როგორებიცაა დუნაი, დნეპრი,
და დონი, ასევე მრავალი სხვა უფრო მცირე მდინარეებიდან. ამიტომ
გასაგებია, რომ შავი ზღვის დაცვა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითა და
საერთაშორისო დახმარებების გზითაა შესაძლებელი.
ამჟამად, შავი ზღვისთან დაკავშირებით შემდეგი ძირითადი პრობლემები
პრობლემები დგას მწვავედ:
აზოტისა და ფოსფორის ნაერთები
კანალიზაციის წყალი
ნავთობით დაბინძურება
ტოქსიკური ნივთიერებები
რადიოაქტიური ნივთიერებები
უცხო სახეობები
მყარი ნარჩენები
შავი ზღვის სიღრმე საშუალოდ 220
მეტრია.ამჟამად მისი მხოლოდ ზედა 100 მეტრიანი ფენაა ჟანგბადის
შემცველი და მაშასადამე სიცოცხლის მატარებელიც.ქვედა ფენა კი ფაქტიურად
მკვდარია-მოწამლულია გოგირდწყალბადით.1980-ანი წლებიდან ყოველწლიურად
გოგირდწყალბადის დონე ზღვაში იწევს ზევით ორი მეტრით,თანაც რაც უფრო
იზრდება მისი დონე,მით უფრო ჩქარდება ეს პროცესი.ამასთანავე არ მოჩანს
ამ საბედისწერო პროცესის ბუნებრივი გაწონასწორების პერსპექტივა,თუ არ
შეწყდა გოგირდწყალბადის გამოყოფა ზღვაში.
მიზეზი:
საქმე ის გახლავთ,რომ შავ ზღვას აქვს ერთობ ვიწრო და მეჩეჩიანი
ყელი-ბოფორის სრუტე(სიგრძე-30 კმ. სიგანე-3700-750მ,სიღრმე 27,5-121
მეტრი)რომელშიც ორი დინება შეინიშნება:ზედა-შავი ზღვიდან მარმარილოს
ზღვისაკენ და ქვედა-მარმარილოს ზღვიდან შავი ზღვისკენ.ზედა დინებას
გააქვს წელიწადში 325 მ3 წყალი მარმარილოს ზღვაში.ქვედას შემოაქვს 173
კმ.კუბი წყალი.ზედა დინებას გადააქვს შავი ზღვის წყალი ზედა
ფენიდან,რომელიც არ არის (ჯერ-ჯერობით)მოწამლული გოგირდწყალბადით.
სავალალო შედეგი:
თუ არ მოხდება ზემოთხსენებულ საბედისწერო პროცესში ხელოვნური
ჩარევა,რამდენიმე ათეულ წელიწადში არნახული ეკოლოგიური კატასტროფის
მომსწრენი გავხდებით.შავი ზღვა მოიწამლება გოგირდწყალბადით და მასში
სიცოცხლე შეწყდება.ზღვის სიკვდილი კი თავისთავად ეკოლოგიური
კატაკლიზმია,ხოლო თუ ამას ზედ დაერთო კიდევ გოგირდწყალბადის
აფეთქებაც(რაც შესაძლოა მოყვეს ძლიერ მიწისძვრას)მაშინ ატომური
აფეთქების მაგვარი უბედურება დაგვატყდება თავს.ამ დროს წარმოიშვება ცად
ატყორცნილი უდიდესი მასა გოგირდ მჟავასი,რომელიც მერე მომაკვდინებელ
წვიმად მოევლინება დედამიწას
ისტორიის ფურცლებიდან:
1996 წლის 31 ოქტომბერს ბულგარეთის,რუმინეთის,რუსეთის,საქართველოსა და
უკრაინის გარემოს დაცვის მინისტრები ერთმანეთს სტამბულში
შეხვდნენ,სადაც ხელი მოეწერა შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ სამოქმედო
გეგმას,ყველაზე უფრო ყოვლისმომცველ პროგრამას,რომელიც მსოფლიოს
ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ზღვის გადასარჩენად ოდესმე შექმნილა.
შავი ზღვის გარემოსდაცვითი პროგრამის (BSEP) მიერ ჩატარებულმა
გამოკვლევებმა კიდევ ერთხელ ცხადყო,რომ შავი ზღვის გარემო სავალალო
მდგომარეობაშია,მაგრამ თან დაგვანახა,რომ სიტუაცია სულ მთლად უიმედო არ
არის-შავი ზღვის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.დოკუმენტი,რომელსაც
ხელი მოეწერა,უბრალო შეშფოთების განცხადება არ არის.ამ დოკუმენტში ის
ღონისძიებებია გათვალისწინებული,რომლებიცდაბინძურების წყაროებს
კონტროლს გაუწევს.
სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია.ზღვის
დაბინძურება საერთაშორისო საზღვრებს არაფრად აგდებს.ზღვის
დაბინძურებაში რეგიონის არცერთი ქვეყანა არ არის უდანაშაულო.აგრეთვე
სახელმწიფო თავს ვერ დაიცავს დაბინძურების უარყოფითი შედეგების
ზეგავლენებისაგან ქვეყნის ეკონომიკაზე თუ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
შტრატეგიულ გეგმაზე ხელის მოწერით ქვეყნებმა მიიღეს ისტორიული
გადაწყვეტილება-იმუშაონ მთელს რეგიონში 160 მილიონი ადამიანის
კეთილდღეობისათვის.
ამ მოვლენის აღსანიშნავად 31 ოქტომბერი გამოცხადდა “შავი ზღვის
საერთაშორისო დღედ"

პ ო
რ ტ
ა ლ
ი
|
ფილმები ბუნებაზე |
ეროვნული საგანძური |
მანძილი თბილისიდან |
თბილისი IV
საუკუნე |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ელეკტრონული წიგნები |
ქართული ფილმები |
დაცული ტერიტორიები |
ძველი თბილისი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ვირტუალური ტური |
მსოფლიო დრო |
საქართველოს
ციხეები |
ცნობილი ქართველები |
|
|
|
|
|
|
ჩანახატები |
პოეზია |
ფოლკლორი |
გალერეა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
კულტურული რუქა |
Online
რუქები |
ქართული სუფრა |
ვარდების რევოლუცია |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ოკუპაციის მუზეუმი |
ტოპო რუქები |
ქართული დიალექტები |
ქართული მეგზური |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
რაიონული კოდები |
ქართული ფონტები |
საქართველოს
მეფეები |
პატრიოტული კლიპები |
|
|
|
|
|

ჩვენი საიტის საყურებლად გადმოწეროთ

|