საქართველოს პატრიოტული მეგაპორტალი

ერთისთვის ყველა და ყველასათვის ერთი - ჩვენ ვაშენებთ სახლს!

 

თბილისი   მოსკოვი   პარიზი   ლონდონი   ნ.იორკი   პეკინი   ტოკიო

 

 

ჩვენს დაარსების დღიდან 5 ივნისი, 2003 წლის, გავიდა  დღე

  პრობლემები
 
ბაქო-ჯეიჰანი
მტკვარი-არაქსი
შავი ზღვა
გლობალური დათბობა
აუდაბნოება
ჯავახეთის ტყეები
სახიფათო ნარჩენები
სეისმოლოგია
ჰაერის დაბინძურება
ჩერნობილი
  ეკოლოგია
გარემო
ითელი წიგნი
მცენარები
რელიეფი
ფლორა და ფაუნა
ნიადაგები
ბიომრავალფეროვნება
ბუნებრივი რესურსები
ეკოსისტემა
ეკო-კალენდარი
  საქართველო
საბრძოლო ხელოვნება
კანონმდებლობა
არქიტექტურა
კულტურა
ქვეყნის შესახებ
ისტორია
კულტურული მემკვიდრეობა
გეოგრაფია
ხალხური მუსიკა
ხელოვნება
პატრიარქი
არქეოლოგია
ლეგენდები
სამოგზაუროდ
უსაფრთხოების კონცეპცია  
  ჯამრთელობა
რეცეპტები/სამზარეულო
სასარგებლო ლინკი
მედიცინა
ოროსკოპი
დიეტები
დაავადებები

 

 

აქტივობა ფეისბუქში

 

 

1 1
1 1

ჩერნობილი  Share

 

 

 

1986 წელს, 26 აპრილის ღამით, 1:24 საათზე უკრაინაში, ქალაქ პრიპიატის ახლოს, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკი აფეთქდა. ატომური რეაქტორის აფეთქების დროს ადგილზე დაიღუპა სადგურზე მომუშავე ორი ადამიანი, გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილე რამდენიმე ათასმა ადამიანმა დასხივების სასიკვდილო დოზა მიიღო. საბჭოთა მთავრობამ, რომელიც ცდილობდა კატასტროფის შესახებ სიმართლე დაემალა, რადიაქტიურ ზონაში გასაწმენდი სამუშაოების ჩასატარებლად უამრავი ადამიანი ჩაიყვანა. ატმოსფეროში გამოტყორცნილი რადიაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული გარემოს გამო 30-კილომეტრიანი მონაკვეთი ეკოლოგიური კატასტროფის ზონად გამოცხადდა, ხოლო ქალაქ პრიპიატიდან და მიმდებარე სოფლებიდან 200 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ჩერნობილის აფეთქების შედეგები კი, წლების განმავლობაში ახსენებდა ხალხს თავს: ონკოლოგიური დაავადებებით და ახალშობილთა პათოლოგიებით.
ამ მასშტაბის კატასტროფა ატომური ენერგეტიკის ისტორიაში არც მანამდე და აღარც მერე განმეორებულა. მართალია, 1979 წლის 28 მარტს, პენსილვანიაში, ატომურ სადგურზე რადიაქტიური გაზის გაჟონვა მოხდა, მაგრამ მისგან გამოწვეული საფრთხე და გარემოსადმი მიყენებული ზიანი ახლოსაც ვერ მივა ჩერნობილის კატასტროფასთან. რეაქტორის უვნებელყოფა თითქმის მაშინვე მოხდა, 1993 წლისთვის კი მთელი ბირთვული საწვავი, თითქმის 100 ტონამდე, უსაფრთხო ადგილზე გადაიტანეს. ჩერნობილის შემთხვევაში კი, რადიაქტიური ნარჩენების დაშლას, რომლითაც ნიადაგია გაჟღენთილი, რამდენიმე ათასი წელი სჭირდება, რის გამოც ეს ადგილი საცხოვრებლად უვარგისად რჩება. ატმოსფერულმა ნალექებმა რადიაცია დიდ ფართობზე, მათ შორის დასავლეთ საქართველოს სანაპიროზეც გაავრცელა. ხანგრძლივი, თუნდაც მცირე დოზით დასხივება კი სხვადასხვა მძიმე დაავადებებს იწვევს.

სალიკვიდაციო ჯგუფებმა, 1986 წელს რეაქტორში არსებული ბირთვული საწვავის მხოლოდ 3%-ის გამოტანა მოახერხეს. დანარჩენი, დაახლოებით 216 ტონა ურანი და პლუტონიუმი, ისევ იქაა და გვახსენებს, რომ ამ აფეთქებით პრობლემები არ დამთავრებულა. რადგან რადიაქტიური ნარჩენების მოშორების სხვა საშუალება არ არსებობდა, საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა დანგრეული რეაქტორის გარშემო სარკოფაგის აშენება და მათი ამ გზით იზოლირება გარემოსგან. რამდენიმე ათეული ტონა ურანი და პლუტონიუმი, 30 ტონა რადიაქტიური მტვერი და 200 ტონამდე ლავა სარკოფაგში აღმოჩნდა, თუმცა ამით მათგან მომდინარე საფრთხე არ შემცირებულა. გამოსხივება და 200 გრადუსამდე ტემპერატურა სარკოფაგის შიგნით მუდმივად ნარჩუნდება და ისედაც 20-30 წელზე გათვლილ შენობას დანგრევის საფრთხის წინაშე აყენებს. ფონდ Chernobyl Children International-ის საიტზე განთავსებულ წერილში ნათქვამია, რომ შენობა რამდენიმე ადგილზე უკვე დაზიანებულია და მასში თავისუფლად შემავალ-გამომავალი 3 ათას კუბურ მეტრამდე წვიმის წყალი წელიწადში, გარემოს დამატებით აბინძურებს.
1997 წელს, დენვერის G8 სამიტზე შეიქმნა ჩერნობილის რეაბილიტაციის ფონდი. მისი მიზანია ძველი, საბჭოთა სარკოფაგის ადგილზე ახლის აშენება, რომელიც 1997 წლის გათვლებით 768 მილიონი დოლარი ღირდა, 2006 წელს კი მისი ღირებულება 1,2 მილიარდ დოლარად შეფასდა. მართალია, 1998 წელს მოხერხდა რობოტების დახმარებით სარკოფაგის სახურავის შეკეთება, მაგრამ დანამდვილებით იმის თქმა შეუძლებელია, რამდენ ხანს გაძლებს იგი. ჩერნობილის ნანგრევები კიდევ რამდენიმე ასეული ათასი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს რადიაქტივობას, დამცავი ბარიერის აშენება კი საშუალოდ ყოველ ას წელიწადში ერთხელ მაინც იქნება საჭირო. იქ არსებული აქტიური ნივთიერებების რაოდენობა სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ გარემოში მოხვედრის შემთხვევაში არანაკლები მასშტაბის კატასტროფა გამოიწვიოს, ვიდრე ეს საწყისი აფეთქებისას მოხდა.
1986 წელსვე საბჭოთა კავშირში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომლის დასკვნითაც ავარიის მთავარ მიზეზად სადგურის მომსახურე პერსონალის შეცდომა დასახელდა. თუმცა მოგვიანებით, სსრკ-ს დაშლის შემდეგ წინა პლანზე წამოიწია მეორე ვერსიამაც. ამ ვერსიის თანახმად, აფეთქება რეაქტორის არასწორმა კონსტრუქციამ გამოიწვია. სათანადო დონეზე არ იყო გათვლილი მისი ავარიულად გამორთვის შესაძლებლობა, რასაც თან ერთვოდა რამდენიმე ათეული წვრილმანი ნაკლი. ასევე არ არსებობდა სისტემა, რომელიც პერსონალის შესაძლო შეცდომას დააზღვევდა. ამის ფონზე მოგვიანებით საბჭოთა რეაქტორებში შეიტანეს შესწორებები და ნაკლი გამოასწორეს. ჩერნობილის კატასტროფის გავლენა იყო ალბათ ისიც, რომ 2002 წლამდე მთელ მსოფლიოში არც ერთი ახალი ატომური სადგური აღარ აუშენებიათ.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩერნობილი დახურული ზონაა, აქ მსურველებს მაინც შეუძლიათ მოხვედრა. ერთ-ერთი უკრაინული ტურ-ოპერატორი მსურველებს ერთდღიან ტურს ქალაქ პრიპიატში სულ რაღაც 160 დოლარად სთავაზობს. გაზეთ Daily Mail-ის ცნობით, 2009 წელს რვა ათასამდე ტურისტმა მოინახულა ჩერნობილის ნანგრევები, ჟურნალ Forbes-ში კი ის ყველაზე უნიკალურ ტურისტულ ადგილადაა მოხსენიებული.

 

 

მანძილი თბილისიდან

Online წიგნები

ქართული ფილმები

ციხესიმაგრეები

დაცული ტერიტორიები

ცნობილი ქართველები

პოეზია

ფოლკლორი

საეკლესიო კალენდარი

მოგზაურთა ნარკვევი

თანამგზავრული რუქა

ქართული სუფრა

ოკუპაციის მუზეუმი

ტოპოგრაფია

ჩვენი დიალექტები

მულტფილმები

ქართველი მეფეები

პატრიოტული კლიპები

ქართული წიგნები

ვიქეიფოთ ერთად

კონცერტები

ჩანახატები

ქართლის ცხოვრება

ქართული ძეგლები

მარშრუტები

ეროვნული საგანძური

გენეოლოგია

 

 

ჩვენი გვერდი მხარდაჭერილია შემდეგი ბროუზერებით:

 

 

ჩვენი საიტის საყურებლად გადმოწეროთ

Macromedia Flash

3 3

 

  ვალუტის კურსი

 

  ამინდი

 

 

როდესაც სიყვარულის ძალა გადააჭარბებს ძალასადმი სიყვარულს - მსოფლიოში მშვიდობა დაიბატონებს

Skype Me™! დაგვირეკე

გადავარჩინოთ საქართველო

რადიო IRS

სასიყვარულო ფორუმი

დირექტორია

ქართული ინტერნეტი

მე მიყვარს თბილისი

ბმულები

დოკუმენტური ფილმები

ქართული  დოკუმენტალისტიკა

რეკლამა