საქართველოს პატრიოტული მეგაპორტალი

ერთისთვის ყველა და ყველასათვის ერთი - ჩვენ ვაშენებთ სახლს!

 

თბილისი   მოსკოვი   პარიზი   ლონდონი   ნ.იორკი   პეკინი   ტოკიო

 

 

ჩვენს დაარსების დღიდან 5 ივნისი, 2003 წლის, გავიდა  დღე

  პრობლემები
 
ბაქო-ჯეიჰანი
მტკვარი-არაქსი
შავი ზღვა
გლობალური დათბობა
აუდაბნოება
ჯავახეთის ტყეები
სახიფათო ნარჩენები
ჰაერის დაბინძურება
სეისმოლოგია
ჩერნობილი
  ეკოლოგია
გარემო
ითელი წიგნი
მცენარები
რელიეფი
ფლორა და ფაუნა
ნიადაგები
ბიომრავალფეროვნება
ბუნებრივი რესურსები
ეკოსისტემა
ეკო-კალენდარი
  საქართველო
საბრძოლო ხელოვნება
კანონმდებლობა
არქიტექტურა
კულტურა
ქვეყნის შესახებ
ისტორია
კულტურული მემკვიდრეობა
გეოგრაფია
ხალხური მუსიკა
ხელოვნება
პატრიარქი
არქეოლოგია
ლეგენდები
სამოგზაუროდ
უსაფრთხოების კონცეპცია  
  ჯამრთელობა
რეცეპტები/სამზარეულო
სასარგებლო ლინკი
მედიცინა
ოროსკოპი
დიეტები
დაავადებები

 

 

აქტივობა ფეისბუქში

 

 

1 1
1 1

ქართული კულტურა  Share

 

 

 

გადავარჩინოთ ქართული ჩოხა

რამდენიმე საუკუნის წინ ქართველი კაცი ჩოხა-ახალუხის გარეშე არავის წარმოედგინა. განა პლატონ სამანიშვილი, ან თუნდაც სოლომან მორბელაძე ჩვენს წარმოსახვას ჩოხის გარეშე შეუძლია აღიქვას? რომ აღარაფერი ვთქვათ რეალური პიროვნებების შესახებ.
წელს საქართველოში, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით "ქართული ჩოხის გადარჩენის პროექტი" განხორციელდა.
ბატონი არსენ მათიაშვილი ჩოხის ქართული ტრადიციული მეთოდით კერვის ერთადერთი ექსპერტი გახლავთ. იგი უკვე 60 წელიწადია, რაც ქართულ ჩოხებს კერავს.
სამი თვის განმავლობაში (პროექტის ფარგლებში) ახალგაზრდა ქართველი დიზაინერებისთვის მასტერკლასებს სწორედ ბატონი არსენი ატარებდა, რათა თანამედროვე დიზაინერები ჩოხის ტრადიციული ქართული მეთოდით კერვის ოსტატობას დაუფლებოდნენ.
მასტერკლასების მიმდინარეობის დროს ცამეტი ჩოხა შეიკერა, რომლებიც ახალგაზრდა ფოლკლორულ გუნდ გულანს" (ხელმძღვანელი - ანსამბლ "რუსთავის" სოლისტი გიორგი ნატროშვილი) გადაეცემა.
დღეს გაიმართება დასკვნითი ღონისძიება. მას კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრება.

 

  საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლები

 

 
თიხის ქანდაკებები - ხრამის დიდი გორა. ძვ.წ. V ათასწლეული
 
ოქროს ქინძისთავი - ბედენი. ძვ.წ. III ათასწლეული
 
თიხის ჭურჭელი - ახალციხე. ძვ.წ. IV-III ათასწლეული
 
ოქროს ლომი - წნორი. ძვ.წ. III ათასწლეულის ბოლო
 
თიხის პიფოსი - თრიალეთი. ძვ.წ. XVIII ს.
 
ოქროს ყელსაბამი - თრიალეთი. ძვ.წ. XIX ს.
 
ოქროს შტანდარტის ნაწილები - თრიალეთი. ძვ.წ. XVII ს.
 
ვერცხლის თასი ზედ გამოსახული რიტუალური სცენებით - თრიალეთი. ძვ.წ. XVII ს.
 
ოქროს თასი - თრიალეთი. ძვ.წ. XVII ს.
 
კოლხური ცულები - ძვ.წ. VIII-VII სს.
 
ოქროს სამაჯურები - ვანი. ძვ.წ. V ს.
 
ოქროს ყელსაბამი - ვანი. ძვ.წ. V ს.
 
ოქროს დასაკერებელი ფირფიტები - ვანი. ძვ.წ. V ს.
 
ოქროს ყელსაბამი - ვანი. ძვ.წ. V ს.
 
ოქროს საწურეები - ვანი. ძვ.წ. V ს.
 
ოქროს დიადემა - ვანი. ძვ.წ. V ს.
 
ოქროს საკიდი - შიდა ქართლი. ძვ.წ. IV ს.
 
ოქროს საყურეები - ვანი. ძვ.წ. V ს.
 
ოქროს დასაკერებელი ფირფიტა - შიდა ქართლი. ძვ.წ. IV ს.
 
ოქროს ვარდული - შიდა ქართლი. ძვ.წ. IV ს.
 
ოქროს ვარდული - შიდა ქართლი. ძვ.წ. IV ს.
 
ოქროს საყურეები - შიდა ქართლი. ძვ.წ. IV ს.
 
ოქროს ვარდული - ახალგორი. ძვ.წ. IV ს.
 
ოქროს სასაფეთქლეები - ვანი. ძვ.წ. IV ს.
 
ოქროს დიადემა - არმაზი. ძვ.წ. IV ს.
 
ბრინჯაოს ორნამენტი - მტკვრის ხეობა. II ს.
 
ოქროს ბეჭედი და საყურეები - არმაზი. ძვ.წ. IV ს.
 
ოქროს აბზინდა - არმაზი. II ს.
 
ოქროს ყელსაბამი სანელსაცხებლით - არმაზი. II ს.
 
ოქროს ბალთა პიტიახშის და მისი მეუღლის გამოსახულებით - არმაზი. II ს.
 
ოქროს ყელსაბამი - არმაზი II ს.
 
ვერცხლის ფიალა - არმაზი II ს.
 
ოქროს ყელსაბამი (დეტალი) - არმაზი II ს.
 
ვერცხლის ფიალა - არმაზი II ს.
 
ოქროს სამაჯურები - არმაზი. IV ს.
 
ტახტის ვერცხლის ფეხები - ბაგინეთი III ს.
 
ოქროს ყელსაბამი და საყურეები - არმაზი. IV ს.
 
საეპისკოპოსო ჯვარი - მარტვილი IX ს.
 
ოქროს ხატის ფრაგმენტი - საღოლაშენი VII ს.
 
გულსაკიდი, ტიხრული მინანქარი - შემოქმედი. X ს.
 
ოქროს ჯვარცმა - მარტვილი. X ს.
 
გულსაკიდი, ტიხრული მინანქარი - X ს.
 
ჯვარცმა - იშხანი. 973 წ.
 
სიმონ მესვეტის ოქროს ხატი - XI ს.
 
ოქროს ბარძიმი - ბედია 999 წ.
 
წმ. მარიამი - ცაგერი XI ს.
 
ოქროს ჯვარცმა - ბრეთი. XI ს.
 
წმ. მამა - გელათი XI ს.
 
ხახულის ხატი - XII ს.
 
ხატი. ტიხრული მინანქარი - XII ს.
 
ხატი. ტიხრული მინანქარი - XII ს.
 
თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი - XII-XIII სს.
 
წმ. გიორგის ხატი. ტიხრული მინანქარი - XV ს.
 
საკურთხევლის ჯვარი - გორიჯვარი. XV ს.
 
მარიამ ღვთისმშობელი - მარტვილი. XV-XVII სს.
 
 
მარტვილის ხატი - XVII ს.
 

ქართული ნაქარგობა

ხელსაქმეს საქართველოში უძველესი ტრადიცია აქვს. როგორც აკადემიკოსი ივ. ჯავახიშვილი მიიჩნევს, ქსოვამქარგველობა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში იყო განვითარებული. ხალხური ხელსაქმე ტრადიციულ ქართულ ოჯახებს წესად მოსდევდათ. იგი თაობიდან თაობას გადაეცემოდა. რთვა-ჩეჩვა, ქსოვა, ქარგვა ოჯახში ყველა ქალს უნდა სცოდნოდა. პატარძალს თავისი ნაქსოვი, ხურჯინ-ჯეჯიმები და წინდები ქმრის ოჯახისთვის საჩუქრად მიჰქონდა.


ცნობილია, რომ წმინდა მეფე თამარი მოწყალებას მხოლოდ საკუთარი ხელით ნაქსოვ-ნაქარგიდან გასცემდა და არა სამეფო ხაზინიდან.
ბუნებრივი მატყლის ძაფისაგან საქართველოში უძველესი დროიდანვე იქსოვებოდა: შალის ქსოვილები, ხალიჩები, ფარდაგები, ყაჯარ-ჯეჯიმები; ქსოვდნენ ასევე აბრეშუმისა და ბამბის ძაფისაგან. გარდა ამისა, გავრცელებული იყო სელის ძაფისაგან დამზადებული ქსოვილებიც (საინტერესოა ქსენოფონტეს ცნობა იმის შესახებ, რომ ხალიბები იყენებდნენ სელისაგან დაწნულ ჯავშანს). იქსოვებოდა ყდაზე, ყაისნაღით, ჩხირებითა და ასევე სხვა წესებით. ნაქსოვი და შეკერილი სამოსი კი ბოლოს იქარგებოდა.


ასევე იქარგებოდა: სამაჯურები, ლეჩაქები, მანდილები, ქუდები, თავსაკრავები, ყაბალახები, ფაფანაკები, პერანგები, თათები, წინდები, პაჭიჭები, საწვივეები, ქისები, სათამბაქოები, ჩანთები, ბალიშები, მუთაქის პირები და ა. შ. რაც შეეხება საეკლესიო ნაქარგობას, მზადდებოდა: კრეტსაბმელები, გარდამოხსნები, დაფარნები, ოლარები, საბუხარები, ომოფორები, სამღვდელო და სამღვდელმთავრო შესამოსლები და სხვა.

ქარგვის ოსტატები უდიდესი მოწიწებითა და ლოცვით აკეთებდნენ თავიანთ საქმეს.



ქართული ნაქარგობა გამოირჩევა ფერთა ჰარმონიული შეხამებით, დახვეწილი გემოვნებით, დეკორატიული სტილით, მდიდარი ფანტაზიით, უზადო შესრულებით, ტექნიკური ხერხების მრავალფეროვნებით. დახვეწილ ქართულ ხელოვნებაზე უცხოელებიც ხშირად წერდნენ.


ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტე (ქრისტეს შობამდე 485-422 წწ.) გვაუწყებს, რომ იმდროინდელი კავკასიის მთიელები ბრწყინვალედ ქსოვდნენ, ქარგავდნენ და იქვე დასძენს, რომ ეს ნაქარგობა არ ხუნდებოდა.
მწერალი ოლღა ფოში წერს: ქართველმა ქალებმა ნემსი აიყვანეს სახელმოხვეჭილი მხატვრის ფუნჯისა და მოქანდაკის საჭრეთლის სიმაღლეზე.

XIII საუკუნის ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო საქართველოს დედაქალაქის აღწერისას აღნიშნავს: თბილისში ბევრია აბრეშუმი. აქ ამზადებენ აბრეშუმისა და ოქროს ქსოვილებს. ასეთ ლამაზს ვერსად ნახავ!

ისევე როგორც მინანქარი, საეკლესიო ნაქარგობაც ძნელბედობის, განსაკუთრებით კი, კომუნიზმის ჟამს, თანდათან დავიწყებას მიეცა. მისი აღდგენაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ამჟამინდელი საჭეთმპყრობლის სახელს უკავშირდება.

ქართული კულტურა ვითარდებოდა ქვეყნის ისტორიასთან ერთად, ასაზრდოებდა რა მას ქართულ ანბანზე დაფუძნებული უნიკალური ეროვნული კულტურით და ძლიერი დამწერლობითი ტრადიციებით. ეს უზრუნველყოფდა ძლიერ ეროვნულ თვითმყოფადობას, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს განსაკუთრებულობის შენარჩუნებას, მიუხედავად დამპყრობელთა არა ერთგზის ასიმილაციის მცდელობისა.

 

ქართული მუსიკა

 

ქართული მუსიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია ცნობილი. სიმფონიური ორკესტრის არსებობა, მუსიკალური თეატრები სხვადასხვა ქალაქებში,მუსიკალური სკოლები, სახელგანთქმული კომპოზიტორების სკოლები, ეს ყველაფერი ასახავს საქართველოს კულტურას.
აკადემიური მუსიკა ევროპული სტანდარტების მიხედვით, ითვლის რამოდენიმე დეკადას. ფაქტიურად აკადემიური მუსიკა წარმოიშვა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში. ქართულ მუსიკას აქვს დიდი პოტენციალი სწრაფი განვითარებისთვის. ხელნაწერები გვაძლევენ ინფორმაციას, ორიგინალური მუსიკალური რიტუალების შესახებ, რომლებსაც ასრულებდენენ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ტომები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ანტიკური მუსიკალური ინსტრუმენტები: სალამური, ჩანგი და სხვა. კოლხებისა და იბერიელების მუსიკის მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებდნენ ბერძენი ისტორიკოსები: ჰეროდოტე, სტრაბონი და სხვები. ფოლკლორულ მუსიკას, სახელდობრივ საგუნდო მუსიკის ტრადიციებს, სპეციალური ადგილი უკავია კულტურულ ღირებულებაში ქართველი ხალხისთვის. თუ ჩვენ წარმოვიდგენთ მსოფლიო მუსიკის რუკას, დავინახავთ საქართველო არის პოლიფონიური ოაზისი.

მუსიკალური ტრადიციები

 

მრავალხმიანი მუსიკა დაცულია ანტიკური პერიოდიდან დღემდე. საქართველოს ყველა კუთხეს აქვს საკუთარი მუსიკალური ტრადიციები, სპეციალური დიალექტი და წარმოდგენის მანერა. არც ერთ მათგანში არ მეორდება ერთნაირი ინტონაცია და ჰარმონიულობა. ეს არის სტილი , რომელიც სამი ფორმით არის წარმოდგენილი. მრავალხმიანი სიმღერა არის სვანეთში, სადაც ყველა ხმა ერთი და იგივე რიტმში იმღერება. მრავალხმიანი დიალოგი დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსთვის, მონოტონურად ორ ხმაში და სერთოდ კონტრასტული მრავალხმიანი სიმღერაა დამახასიათებელი დასავლეთ საქართველოსთვის. დასავლეთში დომინირებს აჭარული და გურული მრავალხმიანი სიმღერა, რომელსაც მუშაობის დროს მღერიან.
ქართული ფოლკლორული სიმღერები შესდგება სამი ნაწილისგან. ასევე არის მეოთხე ნაწილიც , რომელიც არის დამახასიათებელი ხევსურებისთვის და თუშებისთვის. არის ასევე ერთ ხმიანი სიმღერებისც, რომელიც დროდადრო გვხვდება, როგორც აღმოსავლეთ , ისე დასავლეთ საქართველოში. არის სიმღერები რომელიც იმღერება მუშაობის დროს, აკვანთან, გლოვისას დასაფლავებაზე და სრულურდება ნაციონალურ ინსტრუმენტების თანხლებით.
ბუნებრივია, რომ მდიდარი ტრადიციების მუსიკამ წარმოშვა საეკლესიო მუსიკა, მას შემდეგ რაც საქართველოში ქრისტიანობა გავრცელდა (IVს).
ეს ჟანრი განსაკუთრებით განვითარდა სასულიერო აკადემიებში და სკოლებში (იყალთო, გელათი) და საქართველოს კულტურულ ცენტრებში ( იერუსალიმში, ათონის და სინას მთაზე) VIII-X საუკუნეების ჰიმნების კოლექცია, ( რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანია მიხეილ მოდრეკილის ჰიმნი IX-X), სხვადასხვა სახის ტექსტები და ორიგინალური მუსიკა. ქართველი და უცხოელი მკვლევარები მუშაობენ მათ გაშიფვრაზე.
ყველაფერი ეს ასახავს ქართველი ხალხზე წარმოდგენას, მაღალგანვითარებულ სმენის მგრძნობელობას და კომპლექსურობას. 1977 წელს კოსმოსში გააგზავნეს ქართული მუსიკალური ჩანაწერი ჩაკრულო, ნიშნად იმისა , რომ საქართველო იყო ევროპული კულტურის ნაწილი. XIX საუკუნეში, მიუხედვად რუსეთის მმართველობისა, ქართულმა მუსიკამ მაინც დაიწყო განვითარება.
ევროპულმა ოპერამ მოახდინა ზეგავლენა, რომ საქართველოშიც განვითარებულიყო ეს ჟანრი. წლების განმავლობაში ოპერას ქმინდნენ ზაქარია Fფალიაშვილი, ვიქტორ დოლიძე, დიმიტრი არაყიშვილი. XX საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო სიმფონიური მუსიკის განვითარება. ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფო რელიაგიად გამოცხადდა 326 წელს.
ეკლესიები შენდებოდა საღმრთო მსახურებისთვის და თანდათან ეკლესიაში დაიწყეს გალობა. უცხო ქვეყნებმა მოხდინეს ზეგავლენა საეკლესიო გალობაზე. ერთი მხრივ ეს იყო პალესტინა და სირია, მეორე მხრივ ბიზანტია, მაგრამ ორიგნალური ჰიმნოგრაფიული ნიმუშები იქმნებოდა V საუკუნიდან. საეკელსიო გალობა დაიწყო VII საუკუნიდან და ამ დროს უკვე იგრძნობოდა უცხო ქვეყნების ზეგავლენა.
მრავალხმიანი სიმღერა წარმოიშვა საეკლესიო გალობიდან, რამაც გამოიწვია ნაციონალური მუსიკის განვითარება. ამ პროცესში უხვად იყო ფოლკლორული მუსიკის ელემენტები, რომელიც შემდეგ საუკუნეებშიც გაგრძელდა.

 

ქართული თეატრი და კინო

 

ქართულ თეატრს აქვს გრძელი ისტორია. თეატრის უძველესი სახეობა იყო "სახიობა" (ძვ.წთ. III საუკუნდან ახ. წთ. XVII საუკუნემდე). ქართული ნაციონალური თეატრი დაარსდა 1791 თბილისში, მწერილის, დრამატურგის და დიპლომატის გიორგი ავალიშვილის მიერ (1769-1850). XX საუკუნეში რუსთაველის თეატრში იდგმებოდა უილიამ შექსპირის და გერმანელი დრამატურგის ბერტოლტ ბრეჩტის საერთაშორისო წარმოდგენები.
პირველი კინო საქართველოში დაარსდა თბილისში, 1886 წლის 16 ნოემბერს. პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი (აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში) გადაიღო ვასილ ამაშუკელმა 1912წ. ამის შემდეგ, ალექსანდრე წუწუნავამ 1916 წელს გადაიღო მხატრული ფილმი "ქრიტინე".
ომის შემდგომ პერიოდში ქართულ თეატრს და კინოს ჰქონდა კარგი რეპუტაცია მთელ საბჭოთა კავშირში. ამ პერიოდში ბევრმა ქართველმა რეჟისორმა მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. უნდა აიღნიშნოს, რომ პირველი თეატრი დაარსდა საქართველოში, გორში, სოფელ უფლისციხეში. უფლისციხე არის უძველესი კლდეში ნაკვეთი ქალაქი. ჩვენს წელთაღრიცვამდე II საუკუნის ბოლოს. უფლისციხე იყო განვითარებული ქალაქი, რომელიც მდებარეობდა აბრეშუმის დიდ სავაჭრო გზაზე.
სტუმრებს ეხლაც შეუძლიათ იარონ ანტიკურ ქუჩებზე, ნახონ კლდეში გამოკვეთილი თეატრი, სამეფო დარბაზები და აფთიაქები. ბეღელის ნარჩენები, ყურძნის შესანახი ჭურჭლის ნაწილები გვაძლევენ საშუალებას ვიქონიოთ წარმოდგენა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
რუსთაველის ეროვნული თეატრი, ტატიშევს და არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის დიზაინით არის აშენებული. ისაი პიტოევმა დაიწყო თეატრის რეკონსტრუქცია და თეატრი ამავდროულად გადააკეთა სავაჭრო სახლად. თეატრის შენობის აღდგენა დაიწყო 1998 წლის 18 თებერვალს.
1901 წლის 7 თებერვალს გაზეთი "ივერია" წერდა: "6 თებერვალს, დღის ორ საათზე, ქართველ ხელოვანთა საზოგადოების შენობა აკურთხეს გოლოვინის მოედანზე.
შიმკევიჩის და ტატიჩევის გამოყენებული აქვთ როკოკოსა და ბაროკოს სტილის ფორმები. პირველად შენობა ფუნქციონირებდა როგორც ხელოვანთა საზოგადოების კლუბი და ასევე გამოყენებული იყო სხვადასხვა მიზნებისთვის.
პირველ სართულზე იყო მაყურებელთა ჰოლი, ხოლო მეორე სართულზე იმართებოდა კონცერტები. რესტორანი "ანონა" იყო ნახევრად სარდაფში, რომელიც შემდეგ გადაკეთდა კაფე-რესტორნად "ქიმერიონად" და ეს იყო ცისფერყანწელების რესტორანი. (ქართველ პოეტთა კავშირი). ცისფერყანწელთა თხოვნით, სარდაფის კედლებს დეკორაციები გაუკეთა სერგეი სუდეიკინმა. მათთან ერთად მუშაობდა სახელგანთქმული მხატვარი ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, კირილე ზდანიევიჩი და ზიგმუნდ ვალიშევსკი. მათ მოგვიანებით შეუერთდა ირაკლი კაკაბაძე, რომლის სახელი მნიშვნელოვანია ქართული კულტურისთვის.
საბჭოთა პერიოდში მათი შედევრები იკრძალებოდა და სამწუხაროდ ჩვენამდე ძალიან ცოტამ მოაღწია. მიხეილ ვორონცოვის დახმარებით დაიწყო ძველი ოპერის თეატრის მშენებლობა 1847 წელს და გაგრძელდა 4 წელი. თეატრის დიზაინი ეკუთვნის იტალიელ არქიტექტორს ანტონიო სკუდიერს. თეატრის შენობა მთელს კავკასიაში იყო ყველაზე დიდი, რომელიც განკუთვნილი იყო 800 ადამიანისთვის. ძველი ოპერა მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. შემდეგ აშენდა ახალი ოპერა რუსთაველის გამზირზე, შრეტერის დიზაინით. ეს თაეტრი ცნობილია როგორც "საგანძურის თეატრი", განკუთვნიალია 1200 ადამიანისთვის და ფუნქციონირებს დღესაც. ოპერის თეატრი გაიხსნა 1896 წლის 3 ნოემბერს , მიხაილ გლინკას ოპერით "ივან სუსანინი". შენობა მორთულია მაურიტული სტილით, ვიწრო სვეტებით და ლამაზი ორნამეტებით. წინა შესასვლელში არის მაურიტული სტილის ჭერი.
შენობის რეკონსტრუქცია დაიწყო 1982-1987 წლებში. აღდგენით სამუშაოებს ხელმძღვანელბდა არქიტექტორი ოთარ ნახუცრიშვილი, რომელმაც თეატრის ფასადებს დაუბრუნა თანამედროვე სახე. ამირან გოგოლაძემ აღადგინა "ქიმერიონის" ფრესკა. თეატრს აქვს სამი სცენა, რომელიც შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. მთავარი სცენა (783 ადგილით), საშუალო სცენა (300 ადგილით) და ექსპერიმენტალური სცენა (182 ადგილით). თეატრი საამაყოა იმითაც, რომ არის დარბაზები კონფერეციებისთვის, საშუალო ზომის ვესტიბიული დ პატარა ოთახი სტუმრებისთვის. 1949 წლის 9 იანვარს ოპერა მთლიანად დაიწვა. გადარჩა მხოლოდ გარეთა ფასადი. შენობა აღადგინეს ფოტოების მიხედვით.
ქართული თეატრის ისტორია წარმოუდგენელია "მარჯანიშვილის თეატრის" გარეშე. თეატრი დაარსდა კოტე მარჯანიშვილის მიერ 1928 წელს ქუთაისში. თეატრმა ეს სახელწოდება მიიღო კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ 1933 წელს. ანტიკური, თანამედროვე და კლასიკური დრამები ამჟამადაც იდგმება თეატრის სცენაზე. ყველა ეს წარმოდგენა არის არის უნიკალური და თეატრის სიამაყე. მარჯანიშვილის თეატრი საზღვარგარეთ ხშირად მიდიოდა გასტროლებზე. წარმატებული გასტროლები კვალს ტოვებდა ქართულ ნაციონალურ კულტურაში. ქართველი მაყურებელი არის პრიორიტეტი მარჯანიშვილის თეატრისთვის.

 

ქართული ნაციონალური ბალეტი

 

"კაცობრიობის ყველა დაავადება, ტრაგიკული ისტორიები, რომლითაც სავსეა ისტორიის წიგნები, ყველა პოლიტიკური შეცდომა, ლიდერთა ყველა მარცხი წარმოშობილია ცეკვაში გამოუცდელობის გამო" წერდა მოლიერი.
ჰეივლოქ ელიზი აღნიშავდა, რომ " ცეკვა ეს არის ყველაზე ამაღელვებელი, აქტიური და ყველაზე მშვენიერი ხელოვნება, იმიტომ ეს არ არის უბრალოდ აბსტრაქცია, "ეს არის ცხოვრება".
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ " ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება ცეკვით". ეს შეიძლება ცოტა გადაჭარბებულად ჟღერდეს, მაგარმ ნამდვილ ცეკვას მოაქვს ბედნიერება და სულის სიმშვიდე, სულ ცოტა წარმოდგენის განმავლობაში.
თქვენ ალბათ გაგიკივირდებათ, რატომ არის ასეთი შეხედულება ცეკვაზე. ქართველი ხალხისთვის ცეკვა არ არის მხოლოდ კულტურის ნაწილი, ეს მათი ცხოვრებაა. უცხოელ სტუმრებს ხშირად უკვირთ, როცა ისინი საქართველოში ჩამოდიან, რადგან ეს არის სრულიად განსხვავებული ქვეყანა. ისინი სრულიად განსხვავებულ კულტურას ეცნობიან. ორიგინალური ქართული ცეკვები ასახავენ საქართველოს ცხოვრების სხვადსხვა ასპექტს. ცეკვები იყოფა მათი წარმოშობის მიხედვით და შეიცავენ სხვადასხვა რიტუალებს და ცერემონიებს. მთაში შემორჩენილი კერპთაყვანისმცემლობა ზეგავლენას ახდენს ქართულ ნაციონალურ ცეკვებზე.
ქართული ცეკვები იყობა სოლოდ, წყვილებად და ჯგუფურ ცეკვებად. ყველა მოცეკვავე უნდა დაემორჩილოს მოთხოვნის საერთო წესებს და ასახოს ეს ცეკვაში. ამავე დროს მოცეკვავემ არ უნდა დაკარგოს ინდივიდუალურობა. ზოგიერთი ცეკვა მოითხოვს პარტნიორებს შორის სიმარდეში, ძალაში, მოძრაობებში. ახალ ქართულ ფოლკლორულ ცეკვებში, რომელიც იქმნებოდა ბოლო 20, 30 წლის მანძილზე, შეინიშნება ცვლილებები ქალთა ცეკვებში. ეს ცეკვები მოითხოვს უფრო მეტ ენერგიას, აქტიურობას, მოძრაობებს, მაგრამ მაინც არ უნდა დაიკარგოს ტრადიციული შტრიხები. კაცთა ცეკვებიც საამაყოა და გამოირჩევა მაღალი ტექნიკით, მსოფლიოს სხვა ცეკვებისგან განსხვავებით. ისინი ცეკვავენ ფეხის წვერებზე, სპეციალური ფეხსაცმლის გარეშე.
ქალების როლი ცეკვაში საინტერესოა. ქალი არასოდეს ცდილობს ღიად მიიზიდოს პარტნიორი ცეკვის დროს, რადგან მას არ სურს შეამჩნიოს პარტნიორმა. პარტნიორი ინარჩუნებს დისტანცეს ცეკვის დროს და პატივს სცემს მის სილამაზეს. ჩვენი სურვილია გაეცნოთ ქართულ ფოლკლორულ ცეკვებს. ეს გასაოცარი და მშვენიერი ცეკვები წარმოადგენენ საქართველოს ისტორიას, ტრადიციებს და კულტურას.
ქართული ფოლკლორული ცეკვები არ არის ცნობილი მსოფლიოში, მაგრამ მაინც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. ქართული ცეკვის ანსაბლები , პროფესიონალებიც და მოყვარულების, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებენ მთელს მსოფლიოში. დახვეწილი მოძრაობები არა მარტო მაყურებელთა აღფრთოვანება იწვევს, არამედ მოცეკვავეებსაც სიამოვნებას ანიჭებს.
სანამ ჩვენ თითოეულ ცეკვას სათითაოდ აგიღწერთ, გადავხედოთ ზოგადად მთელს ცეკვებს. ყველა ცეკვა წარმოადგენს თავის მხარეს. მთის ცეკვები , როგორიცაა: მთიულური, ხევსურული, ყაზბეგური, მკვეთრად განსხვავდება სხვა ცეკვებისგან. მაგალითად აჭარული, დავლური ცეკვებისგან. ყველა ცეკვას აქვს თავის კოსტიუმი საქართველოს კუთხეების მიხედვით. ყველა ცეკვა იდგმება სასცენო წარმოდგენისთვის. ბევრი ცეკვა ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის მიერ არის დადგმული (ქართული ნაციონალური ცეკვების დამაარსებლები).

 

ქართული ენა და დამწერლობა


ქართული დამწერლობა მიეკუთვნება იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფს. სულ ქართულ ენაში არსებობს სამი დიალექტი: ქართველური, სვანური და მეგრული (იგივე ლაზური).
აღსანიშნავია, რომ ქართული დამწერლობა არის ერთ-ერთი მსოფლიოს 14 დამწერლობათა შორის. ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ ქართული დამწერლობა დამკვიდრებულია სემიტური ანბანის ნიადაგზე, დაახლოებით ჩვ. წ. აღ.-მდე VI V სს.
დამწერლობა საუკუნეების განმავლობაში თავისთავად იცვალა იერსახე, მაგრამ მას მაინც შენარჩუნებული აქვს პირვანდელი ელემენტები. ერთ-ერთი ქართველი ისტორიკოსი გვამცნობს, რომ ქართული ანბანი შეიქმნა III საუკუნეში და მის ფუძემდებლად მიჩნეულია ერთიანი საქართველოს პირველი მეფე ფარნავაზი.
პირველი მოზაიკური წარწერა აღმოჩენილია პალესტინის უდაბნოში და მიჩნეულია, როგორც ქართულ უძველეს წარწერად და იგი თარიღდება ჩვ.წ.აღ.-ით 433 წ. ბოლნისის სიონის ტაძარი, რომელიც მდებარეობს სამხრეთით თბილისიდან. გვაკვირვებს ასევე უძველესი ქართული წარწერით, რომელიც თარიღდება ჩვ.წ.აღ.-ით 493 წ. ხოლო რაც შეეხება პირველ ხელნაწერს, იგი თარიღდება ჩვ.წ.აღ-ით 864 წ. და ინახება წმ. ეკატერინეს მონასტერში ქ. სინაი, პენესუელა.
ქართულ ლიტერატურას გააჩნია ანტიკური და გამორჩეული ისტორია. უძველესი ლიტერატურული ნაწარმოები შუშანიკის წამება დაწერილია ჩვ.წ.აღ-ით 476 483 წწ. იაკობ ცურტაველის მიერ.
იგი წარმოადგენს პირველ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებს. ვეფხისტყაოსანი შუა საუკუნეების ცნობილი პოემა ვეფხისტყაოსანი დაწერილია ცნობილი მწერლის შოთა რუსთაველის მიერ. პოემა თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. იგი წარმოადგენს უნიკალურ შედევრს ქართული ლიტერატურის ისტორიაში.

 

მანძილი თბილისიდან

Online წიგნები

ქართული ფილმები

ციხესიმაგრეები

დაცული ტერიტორიები

ცნობილი ქართველები

პოეზია

ფოლკლორი

საეკლესიო კალენდარი

მოგზაურთა ნარკვევი

თანამგზავრული რუქა

ქართული სუფრა

ოკუპაციის მუზეუმი

ტოპოგრაფია

ჩვენი დიალექტები

მულტფილმები

ქართველი მეფეები

პატრიოტული კლიპები

ქართული წიგნები

ვიქეიფოთ ერთად

კონცერტები

ჩანახატები

ქართლის ცხოვრება

ქართული ძეგლები

მარშრუტები

ეროვნული საგანძური

გენეოლოგია

 

ჩვენი გვერდი მხარდაჭერილია შემდეგი ბროუზერებით:

 

 

ჩვენი საიტის საყურებლად გადმოწეროთ

Macromedia Flash

3 3

 

  ვალუტის კურსი

 

  ამინდი

 

 

როდესაც სიყვარულის ძალა გადააჭარბებს ძალასადმი სიყვარულს - მსოფლიოში მშვიდობა დაიბატონებს

Skype Me™! დაგვირეკე

გადავარჩინოთ საქართველო

რადიო IRS

სასიყვარულო ფორუმი

დირექტორია

ქართული ინტერნეტი

მე მიყვარს თბილისი

ბმულები

დოკუმენტური ფილმები

ქართული  დოკუმენტალისტიკა

რეკლამა