საქართველოს პატრიოტული მეგაპორტალი

ერთისთვის ყველა და ყველასათვის ერთი - ჩვენ ვაშენებთ სახლს!

 

თბილისი   მოსკოვი   პარიზი   ლონდონი   ნ.იორკი   პეკინი   ტოკიო

 

 

ჩვენს დაარსების დღიდან 5 ივნისი, 2003 წლის, გავიდა  დღე

  პრობლემები
 
ბაქო-ჯეიჰანი
მტკვარი-არაქსი
შავი ზღვა
გლობალური დათბობა
აუდაბნოება
ჯავახეთის ტყეები
სახიფათო ნარჩენები
ჰაერის დაბინძურება
სეისმოლოგია
ჩერნობილი
  ეკოლოგია
გარემო
ითელი წიგნი
მცენარები
რელიეფი
ფლორა და ფაუნა
ნიადაგები
ბიომრავალფეროვნება
ბუნებრივი რესურსები
ეკოსისტემა
ეკო-კალენდარი
  საქართველო
საბრძოლო ხელოვნება
კანონმდებლობა
არქიტექტურა
კულტურა
ქვეყნის შესახებ
ისტორია
კულტურული მემკვიდრეობა
გეოგრაფია
ხალხური მუსიკა
ხელოვნება
პატრიარქი
არქეოლოგია
ლეგენდები
სამოგზაუროდ
უსაფრთხოების კონცეპცია  
  ჯამრთელობა
რეცეპტები/სამზარეულო
სასარგებლო ლინკი
მედიცინა
ოროსკოპი
დიეტები
დაავადებები

 

 

აქტივობა ფეისბუქში

 

 

1 1
1 1

გაუდაბნოება  Share

 

 

გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მთელი მსოფლიო წელს ოცდამეექვსედ აღნიშნავს. 17 ივნისი გაუდაბნოებასთან ბრძოლის დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1994 წელს გამოაცხადა. 1999 წლიდან საქართველო გახდა პარიზში გაეროს მიერ მიღებული გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის მხარე. ყოველწლიურად 17 ივნისი სხვადასხვა სლოგანით აღინიშნება. წლევანდელი წლის სლოგანია - "მიწების გაძლიერება, ყველგან ახანგრძლივებს სიცოცხლეს."
გაეროს გადაწყვეტილებით 2010 წელი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო წლად არის გამოცხადებული. გაუდაბნოებასთან ბრძოლის დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იმ ფატზე, რომ მიწის დეგრადაცია და გვალვა კატასტროფულად მოქმედებს ბიომრავალფეროვნების დაცვაზე.
სპეციალისტების მოკვლევით, საქართველოში დედოფლისწყაროს რაიონში და ქვემო ქართლში გაუდაბნოების ყველაზე დიდი საფრთხე არსებობს. კახეთის რეგიონში არსებული ქარსაცავი ზოლები წლების წინ სრულიად განადგურდა, რამაც კლიმატის ცვლილება და მიწის გაუდაბნოება გამოიწვია. თითქმის 30% სასოფლო-სამეურნეო მიწების უნაყოფო გახდა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობით დედოფლისწყაროს რაიონში გაუდაბნოების პროცესთან საბრძოლველად სხვადასხვა პროექტები მიმდინარეობს.„კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი დეგრადირებული ლანდშაფტების აღდგენა საქართველოში" პროექტის ფარგლებში უკვე დაიწყო ქარსაფარი ზოლების აღდგენა, ტყის კორომების გაშენება, რამდენიმე წყალსაცავის რეაბილიტაცია და სარწყავი სისტემების აღდგენა. ეს პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით, გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროს
(BMU) დაფინანსებით, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
გაუდაბნოებასთან საბრძოლველად და სასოფლო-სამეურნეო მიწების მოსავლიანობის გაზრდის მიზნით გარემოს დაცვის სამინისტროს, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასა (GTZ) და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. დედოფლისწყაროს რაიონში დაწყებული ქარსაცავი ზოლების აღდგენა ერთ წელში დასრულდება.
გაუდაბნოება და ნიადაგის დეგრადაცია დედამიწის ზედაპირის ერთ მესამედს ემუქრება, რაც დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანს ტოვებს შემოსავლის წყაროს და საცხოვრებელი პირობების გარეშე. დღეს მსოფლიოში გაუდაბნოების შედეგად უკვე 24 მილიონი ეკო-მიგრანტია. სტატისტიკური გათვლებით, 2050 წლისთვის მათმა რაოდენობამ შეიძლება 200 მილიონს მიაღწიოს.
გაუდაბნოება და გვალვა გლობალური მასშტაბის პრობლემას წარმოადგენს. ისინი აზარალებენ მსოფლიოს ყველა რეგიონს და მათთან ბრძოლა საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივ მოქმედებას საჭიროებს.

დედოფლისწყაროს გაუდაბნოება ემუქრება. ამის შესახებ სპეციალისტები უკვე ხმამაღლა საუბრობენ. ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ 90-იანი წლების შემდეგ კახეთისა და ქვემო ქართლის ტერიტორიებზე ტემპერატურამ 0,6 გრადუსით მოიმატა, მოსალოდნელია ნალექების 15 პროცენტით კლებაც. მეცნიერებათა დოქტორი ბაკურ ბერიტაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფომ საქართველოს უმნიშვნელოვანესი ტერიტორიების გაუდაბნოების თავიდან ასაცილებლად კონკრეტული ღონისძიებები უნდა გაატაროს. ბერიტაშვილი ამბობს, რომ საჭიროა ქარსაცავი ზონების აგება და საირიგაციო სისტემის მშენებლობა.
კახეთის რეგიონში მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ გარკვეული ღონისძიებები უკვე დაიწყო. კლიმატის კონტროლის კონვენციის ფარგლებში სპეციალისტებმა რამდენიმე პროექტი უკვე განახორციელეს. კლიმატის ცვლილებების რეგიონული პროექტის ხელმძღვანელი მარინა შვანგირაძე აცხადებს, რომ დედოფლისწყაროში მიწის დაბზარვისა და ნიადაგის გამოფიტვის გამო მზესუმზირის კულტურის წარმოება შეჩერებულია. შვანგირაძის თქმით, ტერიტორიების გაუდაბნოებას საძოვრების არასწორმა მენეჯმენტმაც შეუწყო ხელი.
ტერიტორიების გაუდაბნოების თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები ახლო მომავალში მზის ენერგეტიკის განვითარებასაც ფიქრობენ. მათი აზრით თუ პროექტი დამტკიცდება შირაქისა და ელდარის საძოვრებს, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, სიღნაღს და გარდაბნის რამდენიმე სოფელს გაუდაბნოება აღარ დაემუქრება.

 

 

 

 ფილმები ბუნებაზე

ეროვნული საგანძური

მანძილი თბილისიდან

თბილისი IV საუკუნე

       

ელეკტრონული წიგნები

ქართული ფილმები

დაცული ტერიტორიები

ძველი თბილისი

       

ვირტუალური ტური

მსოფლიო დრო

საქართველოს ციხეები

ცნობილი ქართველები

ჩანახატები

პოეზია 

ოლკლორი

გალერეა

       

კულტურული რუქა

Online რუქები

ქართული სუფრა

ვარდების რევოლუცია

       

ოკუპაციის მუზეუმი

ტოპო რუქები

ქართული დიალექტები

ქართული მეგზური

       

რაიონული კოდები

ქართული ფონტები

საქართველოს მეფეები

პატრიოტული კლიპები

 

ჩვენი გვერდი მხარდაჭერილია შემდეგი ბროუზერებით:

 

 

ჩვენი საიტის საყურებლად გადმოწეროთ

Macromedia Flash

3 3

  ვალუტის კურსი

 

  ამინდი

 

 

როდესაც სიყვარულის ძალა გადააჭარბებს ძალასადმი სიყვარულს - მსოფლიოში მშვიდობა დაიბატონებს

Skype Me™! დაგვირეკე

გადავარჩინოთ საქართველო

რადიო IRS

სასიყვარულო ფორუმი

მე მიყვარს თბილისი

ბმულები

დოკუმენტური ფილმები

ქართული  დოკუმენტალისტიკა

რეკლამა