საქართველოს პატრიოტული მეგაპორტალი

ერთისთვის ყველა და ყველასათვის ერთი - ჩვენ ვაშენებთ სახლს!

 

თბილისი   მოსკოვი   პარიზი   ლონდონი   ნ.იორკი   პეკინი   ტოკიო

 

 

ჩვენს დაარსების დღიდან 5 ივნისი, 2003 წლის, გავიდა  დღე

  პრობლემები
 
ბაქო-ჯეიჰანი
მტკვარი-არაქსი
შავი ზღვა
გლობალური დათბობა
აუდაბნოება
ჯავახეთის ტყეები
სახიფათო ნარჩენები
ჰაერის დაბინძურება
სეისმოლოგია
ჩერნობილი
  ეკოლოგია
გარემო
ითელი წიგნი
მცენარები
რელიეფი
ფლორა და ფაუნა
ნიადაგები
ბიომრავალფეროვნება
ბუნებრივი რესურსები
ეკოსისტემა
ეკო-კალენდარი
  საქართველო
საბრძოლო ხელოვნება
კანონმდებლობა
არქიტექტურა
კულტურა
ქვეყნის შესახებ
ისტორია
კულტურული მემკვიდრეობა
გეოგრაფია
ხალხური მუსიკა
ხელოვნება
პატრიარქი
არქეოლოგია
ლეგენდები
სამოგზაუროდ
უსაფრთხოების კონცეპცია  
  ჯამრთელობა
რეცეპტები/სამზარეულო
სასარგებლო ლინკი
მედიცინა
ოროსკოპი
დიეტები
დაავადებები

 

 

აქტივობა ფეისბუქში

 

 

1 1
1 1

ჩვენი გარემო  Share

 

 

 

ზოგადი დახასიათება

 

აქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა მისი ბუნების მრავალფეროვნება. იგი მდებარეობს სუბტროპიკული ზონის ჩრდილოეთ პერიფერიაზე, ალპური დანაოჭების სარტყელში. საქართველოს რელიეფი წარმოდგენილია მაღალი, საშუალო და დაბალი მთების, ზეგნებისა და ვაკეების ერთობლიობით. მკვეთრად არის გამოხატული მთავარი ოროგრაფიული ერთეულები:

კავკასიონი, მთიანეთშორისი ბარი, რომელიც ლიხის ქედით იყოფა კოლხეთისა და და ივერიის ბარად. მესხეთისა და თრიალეთის ქედები (მცირე კავკასიონის მთიანეთის ნაწილი) და სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთი. ისინი გეოტექტონიკურად შეესაბამებიან კავკასიო ნის მთავარი ქედის ანტიკლინორიუმს, კავკასიონის სამხრეთი ფერდის ნაოჭა სისტემას, საქართველოს ბელტს, აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემას, ართვინ-ბოლნისის ბელტს, ლოქ-ყარაბაღის სუსტად დანაოჭებულ ზონას.

მთავარ ოროგრაფიულ ერთეულებს აქვთ მეტნაკლები სიდიდის განშტოებები. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ზოგიერთი მწვერვალი საქართველოს ფარგლებში 5000 მეტრზე მეტი სიმაღლისაა, დაფარულია მარადი თოვლითა და მყინვარებით. მისი სამხრეთი კალთამდინარეთა ხეობებით დანაწევრებულია დამოუკიდებელ გვერდით ქედებად. მთიანეთშორის დადაბლებაში მდებარეობს ვაკეები (კოლხეთის, შიდა ქვემო ქართლის, ალაზნის), პლატოები (იმერეთის და სხვ.), ქედები (ლიხის, კვერნაქის, საგურამო-იალნოს, გომბორის), ზეგნები (ივრის). ლიხის ქედი კავკასიონს აკავშირებს მესხეთის ქედთან. ამასთან, იგი გადამწყვეტ როლს ასრულებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს კონტრასტული ლანდშაფტების ჩამოყალიბებაში. მესხეთისა და თრიალეთის ქედები უმთავრესად საშუალო სიმაღლისაა. სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთი შედგება ვულკანური ქედების, ქვაბულებისა და პლატოებისაგან. საქართველოს ჰავაც მრავალფეროვანია, რაც განაპირობა მისმა მდებარეობამ სუბტროპიკულ ზონაში, არალკასპიის არიდული ოლქისა და წინა აზიის კონტინენტური ზეგნების საზღვარ ზე. დასავლეთ საქართველოში (კოლხეთში) გაბატონებულია ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, აღმოსავლეთში კი - მშრალი და ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული. სამხრეთ საქართველოს ჰავა კონტინენტურია. კლიმატური პირობების შესაბამისად მდინარეთა ქსელი და ჩამონადენი უთანაბროდ არის განაწილებული. დასავლეთ საქართველოში მდინარეთა ქსელი ხშირია, ჩამონადენი დიდი, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში.
განსხვავება კიდევ უფრო თვალსაჩინოა ნიადაგ-მცენარეულ საფარში. მისმრავალფეროვან სპექტრში წარმოდგენილია: პოლიდომინანტური კოლხური ტყე წითელმიწებსა და ყვითელმიწებზე; ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეები ტყის ყომრალ და ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე; კავკასიონისა და მესხეთ-თრიალეთის ქედის კალთებზე; მარადი თოვლი და მყინვარები კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე; ტყესტეპისა და და სტეპის ლანდშაფტები აღმოსავლეთ საქართველოში და მთის სტეპები შავმიწებით სამხრეთ საქართველოს მთიანეთში.
საქართველოს ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსები მეტნაკლებად გარდაქმნილია ადამიანის სამეურნეო საქმიანობისშედეგად.

 

სტრატიგრაფია


კავკასიონის მთავარი ქედის ანტიკლინორიუმში, საქართველოს ბელტის ცენტრალურ ნაწილში (ძირულის მასივში), ართვინ-ბოლნისის ბელტის ჩრდილოეთ ნაწილში (ხრამის მასივში) და ლოქ-ყარაბაღის ზონის ჩრდილოეთ ნაწილში (ლოქის მასივში) შიშვლდება უძველესი (კამბრიულისწინა ?) ქანები - სხვადასხვა კრისტალური ფიქლები და გნაისები. ისინი ყველგან შეიცავენ პერცინული ასაკის სხვადასხვაგვარი გრანიტოიდების დიდ სხეულებს და ფუძე ინტრუზივებს. ძირულის მასივში ცნობილია ფილიტების სერია, რომელიც არქეოციათებიან მარმარილოებს შეიცავს (მათი ასაკი კამბრიულია). საკუთრივ კრისტალური ფიქლები აქ შესაძლებელია კამბრიულისწინა დროისა იყოს. კავკასიონზე კრისტალურ ფიქლებში მოქცეულ მარმარილოში ნაპოვნია შუაპალეოზოური კრინოიდეები. სხვა გამოსავლებში ნამარხი ორგანიზმები ნაპოვნი არ არის. ამ ქანებს უთანხმოდ ადევს ზედა-პალეოზოური წარმონაქმნები. კავკასიონზე, უშბის მიდამოებში, კრისტალურ ქანებზე განლაგებულია სუსტად მეტამორფიზებული ქვიშაქვები და თიხები ზედაკარბონულ-ქვედაპერმული ზღვიური ფაუნის ნაშთებით. ძირულის მასივზე, ჭიათურასთან, ცნობილია კონტინენტური კვარცპორფირები. ისინიც უთანხმოდაა განლაგებული;მათი ასაკი პირობითად ზედაპალეოზოურია. ხრამის მასივზე ასეთივე პირობებში არის კვარცპროფირული შედგენილობის ვულკანოგენურ-დანალექი წყება, რომელშიც ნაპოვნია ქვედა- და შუაკარბონული მარჯნები, აგრეთვე ხმელეთის ფლორა. სხვაგვარი სურათია კავკასიონის სამხრეთი ფერდის ნაოჭა სისტემის ჩხალთა-ლალილის ზონაში. აქ, სვანეთის ქედზე, ორი დიდი ანტიკლინორიუმის გულში შიშვლდება სუსტად მეტამორფიზებული ტერუგენული ქანების სქელი დიზის სერია (მისი ხილული სისქე 3,5 კილომეტრამდეა). ეს სერია სხვადასხვა დონეზე შეიცავს დევონურ, კარბონულ და პერმულ ფაუნებს, ხოლო ქვევით ჭრილში რჩება ადგილი სილურულისათვის და ზევით - ტრიასულისთვის. ამ პალეოზოურ-ტრიასულ ტიპურ გეოსინკლინურ სერიასა და იურულ ნალექებს შორის უთანხმოება შედარებით სუსტია და და დანაოჭება თანხმობითია, რაც მოწმობს, რომ ამ ზოლში პალეოზოური დროის მოძრაობები პრაქტიკულად არ ყოფილა. ამის საწინააღმდეგოდ სხვა გამოსავლებში ქანების ძლიერი მეტამორფიზმი, ძლიერი დანაოჭება და ზედაპალეოზოური ნალექების უთანხმო განლაგება მიუთითებს ბაიკალურ (?)-კალედონიური და ჰერცინული დანაოჭების პროცესების მძლავრ გამოვლინებაზე. ჰერცინული ოროგენიის დამადასტურებელია აგრეთვე დიდი გრანიტოიდული ინტრუზივების არსებობა, რომელთა არგონული მეთოდით განსაზღვრული ასაკი ჰერცინული დანაოჭების დროს შეესაბამება.
პალეოზოური დანაოჭების შედეგად შეიქმნა 2 ფილაქნური ტიპის გეოტექტონიკური ერთეული: ჩრდილოეთით - სკვითური ფილაქანი, რომლის ნაწილსაც კავკასიონის მთავარი ქედის ანტიკლინორიუმიც წარმოადგენს (თუმცა მან ძლიერი გადამუშავება განიცადა ალპური ოროგენეზისის დროს), და სამხრეთით - ამიერკავკასიის ფილაქანი (შუალედი მასივი), რომელიც მოიცავს საქართველოს ბელტს და ლოქ-ყარაბაღის ზონას. ამ ორ ფილაქანს ერთმანეთისაგან ყოფდა კავკასიონის სამხრეთი ფერდის გეოსინკლინი.ასეთ ვითარებაში დაიწყო ალპური ციკლი. საქართველოს ტერიტორიული ტრიასული სისტემა ფაქტობრივად ცნობილი არ არის, თუ არ ჩავთვლით სვანეთის დიზის სერიის ზედა ნაწილს. ამიტომ ალპური ციკლი იწყება იურულის საყოველთაო ტრანსგრესიით, იურული სისტემის ქვედა და შუა სექციებს შორის კავკასიონის სამხრეთი ფერდის გეოსინკლინის ჩრდილოეთ ნაწილში შეადგენს თიხაფიქლების სქელი (5 კმ) გეოსინკლინური სერია; სამხრეთ ნაწილში - ქვედაიურულ ფიქლებს თავზე ადევს ზღვიური ორგანიზმების ნამარხების შემცველი ბიოსური ასაკის სქელი (3 კმ) პორფირიტული წყება. ბათური სართული ლოკალურადაა წარმოდგენილი რეგრესიული ნახშირიანი წყებით (ტყვარჩელი, მაგანა, ბზიფი); აქ ამ დროს მოხდა დანაოჭება. საქართველოს ბელტზე ქვედაიურული ნალექები მხოლოდ ძირულის მასივის კიდეებზე შიშვლდება (ქვედაიურული ხმელეთის ფლორის შემცველი კვარეპორფირული წყება, ტერიგენული წყება და მდიდარი ზღვიური ფაუნიანი წითელი მარმარილოსებრი კირქვები). ზევით კუთხური უთანხმოებით განლაგებულია ბაიოსური პორფირიტული წყება, რომელიც ძლიერ გავრცელებულია მასივის ჩრდილოეთით (ოკრიბა, ხრეითი, ჯავა). ბათურ სართულს შეადგენს ნახშირიანი ტერიგენული ნალექები (ტყიბული, გელათი), რაც რეგრესიასა და დანაოჭებას მოწმობს. სამხრეთით, ხრამისა და ლოქის მასივებზე, ქვედაიურული ტერიგენული ქანები უმეტესად თიხაფიქლებია. ლოქის მასივზე მათ უთანხმოდ ადევს შუაიურული პორფირიტული წყება, რომელიც შეიცავს ბაიოსურ და ბათურ ნამარხ ფაუნას. ბათურ დანაოჭებას უკავშირდება ძლიერი გრანიტოიდული ენტრუზიული მოქმედება, რომელიც ვლინდება კავკასიონის სამხრეთი ფერდის გეოსინკლინში (კელასურის, გორაფისმ სანცარო-კარდივაჩის ინტრუზივები და სხვ.), ძირულის მასივში (ფოლადაურის ინტრუზივი). ზედაიურულ ნალექებს, რომლებიც კავკასიოის სამხრეთი ფერდის გეოსინკლინის ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თანხმობით განაგრძობენ ფიქლების სერიას, შეადგენს კარბონატული ფლიში (კირქვები, მერგელები, თიხაფიქლები). დანარჩენ ტერიტორიაზე ისინი ტრანსგრესიულად და უთანხმოდ არიან განლაგებულნი. გეოსინკლინის სამხრეთ-და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ზღვიური ზედაიურული ნალექები ცნობილია დასავლეთ აფხაზეთში, ზემო რაჭასა და სამხრეთ ოსეთში. კალოვიურ-ქვედაოქსფორდული ნალექები წამოდგენილია ტერიგენული წყებით, რომლის ძირში ფუძის კონგლომერატებია, ხოლო ზედაოქსფორდული-კიმერიჯული (აფხაზეთში - ტიტონურიც) - კირქვებით. მათ შორის გამოირჩევა ზედაოქსფორდული (ლუზიტანიური) რიფული კირქვები. ზედაიურულ ნალექებში გვხვდება მდიდარი ზღვიური ფაუნა (ამონიტები, მარჯნები და სხვ.). ამ რეგიონის დანარჩენ ტერიტორიაზე და საქართველოს ბელტზე გავრცელებულია თაბაშირიანი კონტინენტურ-ლაგუნური წყება, რომლის სტრატიგრაფიული დიაპაზონი ზუსტად არ არის დადგენილი. ზედაიურული კირქვების პატარა გამოსავალი შერჩენილია ხრამის მასივის დასავლეთ კიდეზეც, რაც მოწმობს, რომ ამ დროს ზღვა საქართველოს სამხრეთ ნაწილსაც იკავებდა.
ცარცული სისტემების ნალექები მეტად მრავალფეროვანია. კავკასიონის სამხრეთ ფერდზე ქვედაცარცული ნალექები განვითარებულია კარბონატული და ტერიგენული (ქვიშაქვები, ფიქლები) ფლიშის სახით, რომლებიც თანხმობით მიჰყვება ზედაიურულ ფლიშს; ზედაცარცულ ნალექებში ჭარბობს ტერიგენულ-კარბონატული ფლიში. ასევე დასავლეთ აფხაზეთში ზედაიურული კირქვები შეუმჩნევლად გადადიან ქვედაცარცულ კირქვებში. უმთავრესად კი კავკასიონის სამხრეთი ფერდის ქვედაცარცული ქანები ტრანსგრესიულად ადევს ძველ წარმონაქმნებს ძირულის მასივის კრისტალური ქანების ჩათვლით. ამ რაიონებში განვითარებულია კირქვიანი ქანები. მხოლოდ ჭრილის შუა ნაწილში ჩნდება მერგელოვანი თიხები (ალპური სართული) და გლაუკონიტიანი ქვიშაქვები (სენომანური სართული); ქვედაცარცულში გამოირჩევა ურგონული ფაციესის მასიური რიფული კირქვები (ჰოტრივული სართული) და ამონიტიანი კირქვები (ბარემული და აპტური სართულები). ზედაცარცული კირქვები ქუთაის-წყალტუბო-ცხაკაიას რეგიონში შენაცვლებულია ტუტე ხასიათის ვულკანოგენური ფაციესით.
ცარცულ პერიოდში მოხდა ამიერკავკასიის ერთიანი ფილაქნის გაყოფა ორ ბელტად: მესხეთისა და თრიალეთის ქედების ზოლში ჩაისახა აჭარა-თრიალეთის გეოსინკლინი რიფტის ან სირღმული რღვევების მეშვეობით. გეოსინკლინის (ახლანდელი აჭარა-თრიალეთის ზონის) ჩრდილოეთით ჩამოყალიბდა საქართველოს ბელტი, სამხრეთით -ართვინ-ბოლნისის ბელტი, აჭარა-თრიალეთის გეოსინკლინში ცარცულ ქანებზე ძველი ქანები არა გვაქვს. გაშიშვლებულია ალპურ-სენომანურ-ქვედატურონული ასაკის ფუძე ვულკანოგენური სერია, რასაც მოჰყვება ტურონულ-სენონური ასაკის კირქვები. ართვინ-ბოლნისის ბელტზე ქვდაცარცული კირქვების პატარა ნაშთია ცნობილი ხრამის მასივის დასავლეთ კიდეზე, უმთავრესად კი გავრცელებულია ტრანსგრესიული ზედაცარცული ნალექები, რომელიც 3 ნაწილად იყოფა. ქვედასენომანური ასაკის ვულკანოგენურ-კარბონატული სერია უშუალოდ ხრამისა და ლოქის მასივებზე და იურულ ქანებზეა განლაგებული. მას სქელი მჟავე ვულკანოგენური სერია მოსდევს (ზედასენომანურ-ქვედაკამპანური ასაკის), რომელიც დიდ ფართობზეა გავრცელებული. ხრამის მასივის მიდამოებში მას ზედაკამპანურ-დანიური ასაკის კირქვები მოჰყვება.
მრავალფეროვანია პალეოგენური სისტემის ნალექები. კავკასიონის სამხრეთ ფერდზე ცარცულ ფლიშს ხან ტრანსგრესიულად, ხან თანხმობით ადევს ტერიგენული ფლიშოიდური ნალექები, რომლებშიც მიკროფაუნისტური მეთოდით დადგენილია პალეოცენური და ეოცენური ასაკის ნალექები. სამხრეთის მიმართულებით დადგენილია ზედა ეოცენის ძლიერი უთანხმოება. საქართველოს ბელტზე პალეოცენი და და ეოცენი უმთავრესად მერგელოვანია და ცარცულს ხან თანხმობით, ხან უთანხმოდ მოჰყვება. შუა ნაწილში გამოიყოფა თევზებიანი (ლიროლეპისიანი) მერგელები, რომლებითაც იწყება ზედა ეოცენი. ოლიგოცენური ნალექები (ძირითადად მაიკოპური სერიის თიხები) მეტწილად ადევს ეოცენურ ნალექებს. მაიკოპური სერია ეოცენის ნაწილსაც მოიცავს. აჭარა-თრიალეთის გეოსინკლინში პალეოგენურ პერიოდში დაძირვის მაქსიმუმი აღინიშნება. პალეოცენურ-ქვედაეოცენური ტერიგენული (ე. წ. ბორჯომის) ფლიში ტრანსგრესიულად ფარავს ცარცულ ნალექებს. ზევით ფლიშს მოსდევს სქელი, ანდეზიტური შედგენილობის ვლკანოგენური წყება, რომელიც შუაეოცენური ასაკის ნუმულიტებს შეიცავს. აჭარაში ნაწილობრივ მას ტუტე ბაზალტურ-ტრაქიტული ფაციები ენაცვლება. გეოსინკლინში შუა ეოცენის ბოლოს დანაოჭება მოხდა, რასაც უკავშირდება სიენიტური და გაბრო-დიორიტული ინტრუზივები. დანაოჭების გამო ზედა ეოცენი უთანხმოდაა განლაგებული. ზედაეოცენური ზღვა შერჩა მხოლოდ თბილისის, გურიისა და ახალციხე-ადიგენის აუზებში. თბილისის მიდამოებში ზედაეოცენური ასაკისაა ნემულიტებით მდიდარი ქვიშაქვები თაბაშირის შუაშრეებით და თიხები; ეს ქანები ნაწილობრივ ოლიგოცენსაც მოიცავენ. გურიაში გავრცელებულია მერგელები და ბიოტიტიანი ტუფები. ახალციხეში მოლუსკებით მდიდარი ქვიშაქვები და თიხები გვხვდება, რომლებსაც ადიგენის მიმართულებით ენაცვლებიან ტრაქი-ანდეზიტური ვულკანოგენური ქანები.
ახალციხის დეპერესიაში ოლიგოცენური ნალექები მრავალფეროვნებთ ხასიათდება: ზედა ეოცენს თანხმობით მიჰყვება ისეთივე ტერიგენული ქანები ზღვიური მოლუსკებით, შემდეგ მტკნარი წყლის მურანახშირიანი ტერიგენული ნალექებია. დაბოლოს, მათ უთანხმოდ ადევს ფერადი ტუფოგენური ქანები ოლიგოცენური ძუძუმწოვრების ფაუნით.
ართვინ-ბოლნისის ბელტზე გავრცელებულია ტრანსგრესიული შუაეოცენური ვულკანოგენური წყება, რომელიც განლაგებულია ცარცულ, იურულ და ლოქის კრისტალურ ქანებზე.
ნეოგენური სისტემის ნალექები გვხვდება მხოლოდ ბელტებზე. საქართველოს ბელტზე მაიკოპური სერიის ზედა ნაწილში ფაუნისტურად გამოირჩევა საყარაულოს (ქვედამიოცენური), კოწახურის და თარხნული (შუაეოცენური) ჰორიზონტები. შემდეგ ტრანსგრესიულად მოდის ჩოკრაკული, ყარაღანული და კონკური (შუამიოცენური) ჰორიზონტები. ზევით განლაგებულია სარმატული (ზედამიოცენური) სართული. სარმატულის ზედა ნაწილს ქართლში ფერადი კონტინენტური ნალექები შეადგენენ, ზღვიური ფაციები გარეკახეთში და (ნაკლებად) დასავლეთ საქართველოშია ცნობილი. ჩამოთვლილი ნალექები ქვიშაქვებისა და თიხებისაგან შედგება. მხოლოდ სარმატულის ზედა ნაწილში გამოერევა კონგლომერატები. პლიოცენის ჭრილი ცვალებადია. ქართლსა და გარეკახეთში (ართვინ-ბოლნისის ბელტის გაგრძელებაზე) სარმატულს მოსდევს სქელი ქვედაპლიოცენური (მეოტურ-პონტური), ხმელეთის ძუძუმწოვრების ფაუნით დათარიღებული კონგლომერატები, წარმოქმნილი კავკასიონის ქანების გადარეცხვის ხარჯზე (დუშეთის წყება). კახეთისა და გომბორის ქედების ფარგლებში მათ მკაფიო უთანხმოებით ადევს მსგავსივე კონგლომერატები (ალაზნის წყება), რომლებიც მიმართების გასწვრივ აქჩაგილ-აფშერონულ ზღვიურ ქვიშაქვებსა და თიხებში გადადიან. უკანასკნელები ასევე მკაფიო უთანხმოებით ფარავენ ქვედაპლიოცენურ კონგლომერატებს. ამრიგად, შუაპლიოცენური ნალექები ჭრილიდან გამოვარდნილია. დასავლეთ საქართველოს პლიოცენი ზღვიურია. მეიოტური სართული პონტურთან ერთად უთანხმოდაა განლაგებული მიოცენზე. ისინი აგებულია ძირითადად კონგლომერატებით. ზევით ჭრილში მათ მოსდევს კიმერიული (შუა პლიოცენი), კუიალნიკური და გურიის (ზედა პლიოცენი) სართულების თიხები და ქვიშები.
ართვინ-ბოლნისის ბელტზე (გარეკახეთის გარდა) ნეოგენი კონტინენტური ვულკანოგენებითაა წარმოდგენილი. მიოცენს მიეკუთვნება ტუფოგენური წყება (გოდერძ-ქისათიბის), რომელიც ხმელეთის მდიდარ ფლორას შეიცავს. მას უთანხმოდ ადევს კეჩუთის ქედის ანდეზიტ-დაციტური ლავები (ქვედა პლიოცენი). ძლიერ უთანხმოდაა განლაგებული ბაზალტურ-დოლერიტული და ანდეზიტ-ბაზალტური ლავები (თეთრი წყაროს, წალკის, ახალქალაქის) ზედა-პოლიოცენური ძუძუმწოვრების ფაუნით.

 

ტექტონიკა


საქართველოს ტექტონიკური აგებულების თავისებურებას განსაზღვრავს კვაზისტაბილური (მთათაშუა ბელტები) და მობილური ერთეულების მორიგეობა. კვაზისტაბილური ერთეულებია საქართველოს და ართვინ-ბოლნისის ბელტები, მობილური - კავკასიონი, აჭარა-თრიალეთი და ლოქ-ყარაბაღის ზონა.
კავკასიონი მთლიანად წარმოადგენს ერთ დიდ მეგაანტიკლინორიუმს, რომელიც განვითარდა სამხრეთი ფერდის გეოსინკლინიდან და ალპური მოძრაობებით გადამუშავებული სკვითური ბაქნის უკიდურესი სამხრეთ კიდიდან. მთავარი ქედის ანტიკლინორიუმი ამ უკანასნელის ნაწილია. აქ გაშიშვლებული კრისტალური ქანები ქვედაიურულში გეოსინკლინურ დაძირვაში იყო ჩათრეული, ხოლო შუაიურულმა ოროგენიულმა ფაზისმა დიდი გრაბენ-სინკლინები და ჰორსტ-ანტიკლინები შექმნა, რომლებიც დღეს ანტიკლინორიუმის მთავარი სტრუქტურული ერთეულებია. შუაიურულის შემდეგ, ანტიკლინორიუმს აზევების ტენდენცია აქვს, რაც განსაკუთრებით მკვეთრად გამოიხატა ნეოგენ-მეოთხეულში.
ანტიკლინორიუმი სამხრეთი ფერდის გეოსინკლინისაგან გამოყოფილი იყო დიდი სიღრმული რღვევით, რომლისგანაც განვითარდა კავკასიონის კრისტალური გულის შეცოცება სამხრეთი ფერდის ნაოჭა სისტემაზე. უკანასკნელის ფარგლებში ალპური ციკლის, განსაკუთრებით მისი ოროგენული ეტაპის განმავლობაში ჩამოყალიბდა სამხრეთისაკენ გადახრილი ძლიერ შეკუმშული ნაოჭები და სამხრეთისაკენ მიმართული შესხლეტვები, შეცოცებები და შარიაჟები. მათი ხასიათის, აგრეთვე განვითარების ისტორიის მიხედვით გაირჩევა 4 ტექტონიკური ზონა: 1. ყაზბეგ-ლაგოდეხის, აგებული ყირაზე მდგარი ან სამხრეთისაკენ გადაბრუნებული ფიქლებით; 2. მესტია-თიანეთის, ფლიშის რთული, სამხრეთის ვერგენციის სინკლინორიუმი, რომლის სამხრეთის ფრთამ შუა პლიოცენში შარიაჟული გადაადგილებები განიცადა; 3. ჩხალთა-ლაილის (სვანეთის) ანტიკლინორიუმი (გულში დიზის სერიის ქანებით), რომელიც მესტია-თიანეთის ზონის დასავლეთ ნაწილს ესაზღვრება, და 4. გაგრა-ჯავის ზონა, აგებული უმთავრესად ბაიოსური პორფირიტული წყებით. ეს ზონა ნაწილობრივ ბელტის კიდეზეცაა განვითარებული და ამიტომ რამდენადმე უფრო სუსტადაა დანაოჭებული. აღმოსავლეთისაკენ იგი გადაფარულია ფლიშის შარიაჟებით.
საქართველოს ბელტის ჩრდილოეთ საზღვარს დასავლეთ ნაწილში ქმნის ფლექსურების მიმდევრობა (აფხაზეთ-სამეგრელო-რაჭაში), რომლებიც სიღრმულ ღრვევაზეა განვითარებული; აღმოსავლეთ ნაწილში - შარიაჟები. ბელტზე 4 ზონა გამოიყოფა: 1. ძირულის აზევებული ზონა კრისტალური სუბსტრატის შვერილით, თხელი მეზოკაიონოზური დანალექის საფრით; 2. დაძირვის დასავლეთი ზონა, სადაც კრისტალური სუბსტრატი შავი ზღვის მიმართულებით 9 კმ სიღრმემდე იძირება. ზედაპირზე უმთავრესად მეოთხეული და ნეოგენური ასაკის ქანებია განვითარებული, ხოლო მეზოზოური ასაკის ქანები შიშვლდება ჩრდილოეთ ნაწილში, ანტიკლინის გულებში. დანაოჭების ხარისხი სუსტია; 3. დაძირვის აღმოსავლეთი ზონა, რომელიც წარმოადგენს მოლასურ სინკლინორიუმს, ამოვსებულს მძლავრი ნეოგენური ნალექებით, და 4. ოკრიბა-ხრეითის ზონა, რომელიც უშუალოდ ძირულის ზონის ჩრდილოეთით მდებარეობდა, სადაც ზედაპირზე სქელი იურული და ცარცული ნალექები შიშვლდება. ამ ზონაში დისლოკაცია შედარებით ინტენსიურია (ოკრიბა-ხრეოთის ანტიკლინორიუმი, რაჭა-ლეჩხუმის სინკლინორიუმი, ასხის ბლოკური აზევება).
აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემა სიღრმული რღვევებითაა გამოყოფილი მეზობელი ბელტებისაგან და წარმოადგენს ასიმეტრიულ მარაოსებრ ანტიკლინორიუმს, უფრო მეტად ჩრდილოეთისაკენ გადახრილს და შეცოცებულს საქართველოს ბელტზე.
ართვინ-ბოლნისის ბელტზე 2 ზონა გამოიყოფა: 1. ბოლნისისა (კრისტალური სუბსტრატის შვერილით ხრამის მასივში), რომელიც სტრუქტურულად ხრამის და ლოქის მასივებს შუა მოთავსებული გაშლილი სინკლინორიუმია და გართულებულია დამრეცი ბრაქინაოჭებით; 2. ჯავახეთისა, ნეოგენ-მეოთხეული ვულკანური წარმონაქმნებით აგებული. ზონას ახასიათებს სეისმურად აქტიური მერიდიანული სიღრმული რღვევები, რომელთა გასწვრივ ახალგარზდა ვულკანთა მწკრივებია განლაგებული.

ლოქ-ყარაბაღის სუსტად დანაოჭებული ზონა საქართველოს ფარგლებში შემოდის ლოქის კრისტალური მასივის და გოქთეფის ქედის ზოლში.

 

 

 

 ფილმები ბუნებაზე

ეროვნული საგანძური

მანძილი თბილისიდან

თბილისი IV საუკუნე

       

ელეკტრონული წიგნები

ქართული ფილმები

დაცული ტერიტორიები

ძველი თბილისი

       

ვირტუალური ტური

მსოფლიო დრო

საქართველოს ციხეები

ცნობილი ქართველები

ჩანახატები

პოეზია 

ოლკლორი

გალერეა

       

კულტურული რუქა

Online რუქები

ქართული სუფრა

ვარდების რევოლუცია

       

ოკუპაციის მუზეუმი

ტოპო რუქები

ქართული დიალექტები

ქართული მეგზური

       

რაიონული კოდები

ქართული ფონტები

საქართველოს მეფეები

პატრიოტული კლიპები

 

ჩვენი გვერდი მხარდაჭერილია შემდეგი ბროუზერებით:

 

 

ჩვენი საიტის საყურებლად გადმოწეროთ

Macromedia Flash

3 3

  ვალუტის კურსი

 

  ამინდი

 

 

როდესაც სიყვარულის ძალა გადააჭარბებს ძალასადმი სიყვარულს - მსოფლიოში მშვიდობა დაიბატონებს

Skype Me™! დაგვირეკე

გადავარჩინოთ საქართველო

რადიო IRS

სასიყვარულო ფორუმი

მე მიყვარს თბილისი

ბმულები

დოკუმენტური ფილმები

ქართული  დოკუმენტალისტიკა

რეკლამა