არც ერთი ქმედება გვაძლევს გარანტიას ჯანსაღ სამოქალაქო ინიციატივაზე.
მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მოგცეთ გარანტია ადგილის სამოქალაქო
ინიციატივაზე ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ უფრო დიდი
და დადებითი სამოქალაქო აქტები. ჩვენ ამ მიზანს ვემსახურებით!
ჩვენი მისია
ჩვენი მისია არის გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება განათლების გზით,
ხელი შევუწყოთ კომპანიებს სწორად გადაწყვიტონ ეკოლოგიური პრობლემები.
ჩვენი მიზნები
ჩვენი ძირითადი მიზანია ხელი შევუწყოთ აქტიური და მრავალფეროვანი
არასამეწარმეო სექტორის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს გარემოს და
საგანმანათლებლო პროგრამებს.
თავის საქმიანობაში, SEU
ხელმძღვანელობს გამჭირვალეობის პრინციპს, რაც მოიცავს გახსნილობასა და
ანგარიშვალდებულებას.
ჩვენი საერთაშორისო მიზნები
ამჟამად საქართველოს აქვს უამრავი სოციალური და ეკოლოგიური პრობლემები,
თუმცა ჩვენი კავშირი მზად არის აღკვეცოს ყველა არსებული პრობლემა და
ასევე მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს სხვა ინიციატივებს.
ოკუპაციისგან დაზარალებული
მოსახლეობის დახმარება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა
- დევნილთა მიმართ სამართლიანობის აღდგენა
საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეების მიმართ რუსეთის მიერ
განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და ადამიანის უფლებების სხვა უხეში
დარღვევების გამოაშკარავება და აღკვეთა
იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა ქონებრივი უფლებების აღდგენა
ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ პირთა უფლებების დაცვა
იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა უსაფრთხო, უპირობო, ღირსეული და
ნებაყოფლობითი დაბრუნების პროცესის ხელშეწყობა
იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ გაერო-ს სახელმძღვანელო
პრინციპების საფუძველზე და ადამიანის პოლიტიკური და სამოქალაქო
უფლებების საერთაშორისო ნორმებით აღიარებული და გარანტირებული
საკუთრების და მემკვიდრეობის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის
ყოვლისმომცველი ღონისძიებების გატარება
საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება-მობილიზება საქართველოს
ტერიტორიებზე მოქალაქეების მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული
ეთნიკური წმენდისა და ადამიანის უფლებების სხვა უხეში დარღვევების
გამოაშკარავებისა და აღკვეთის მიზნით
საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდაცია
იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა უფლებების დაცვისა და
ადვოკატირებისათვის ყველა შესაძლო დონეზე.