საქართველოს პატრიოტული მეგაპორტალი

ერთისთვის ყველა და ყველასათვის ერთი - ჩვენ ვაშენებთ სახლს!

 

თბილისი   მოსკოვი   პარიზი   ლონდონი   ნ.იორკი   პეკინი   ტოკიო

 

 

ჩვენს დაარსების დღიდან 5 ივნისი, 2003 წლის, გავიდა  დღე

  პრობლემები
 
ბაქო-ჯეიჰანი
მტკვარი-არაქსი
შავი ზღვა
გლობალური დათბობა
აუდაბნოება
ჯავახეთის ტყეები
სახიფათო ნარჩენები
ჰაერის დაბინძურება
სეისმოლოგია
ჩერნობილი
  ეკოლოგია
გარემო
ითელი წიგნი
მცენარები
რელიეფი
ფლორა და ფაუნა
ნიადაგები
ბიომრავალფეროვნება
ბუნებრივი რესურსები
ეკოსისტემა
ეკო-კალენდარი
  საქართველო
საბრძოლო ხელოვნება
კანონმდებლობა
არქიტექტურა
კულტურა
ქვეყნის შესახებ
ისტორია
კულტურული მემკვიდრეობა
გეოგრაფია
ხალხური მუსიკა
ხელოვნება
პატრიარქი
არქეოლოგია
ლეგენდები
სამოგზაუროდ
უსაფრთხოების კონცეპცია  
  ჯამრთელობა
რეცეპტები/სამზარეულო
სასარგებლო ლინკი
მედიცინა
ჰოროსკოპი
დიეტები
დაავადებები

 

 

აქტივობა ფეისბუქში

 

 

1 1
1 1

ნიადაგები  Share

 

 

დ ა ს ა ვ ლ ე თ    ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს  

ნ ი ა დ ა გ ე ბ ი ს    ო ლ ქ ი

მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროდან ლიხის ქედამდე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ლიხის ქედამდე. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მას საზღვრავს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, დასავლეთიდან შავი ზღვა, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მცირე კავკასიონის მესხეთის ქედი. ოლქში გამოიყოფა დაბლობის ჭაობიანი და ეწერი, გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთის წითელმიწა და ყვითელმიწა, მთა-ტყის და მთა-მდელოს ნიადაგების ზონები.
კოლხეთის დაბლობის სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობის გამო დასავლეთის დადაბლებულ ნაწილში გამოიყოფა ჭაობიანი, ხოლო აღმოსავლეთის შემაღლებულ მხარეში ეწერი ნიადაგები. დაბლობის ჭაობიან ნიადაგებს შორის მეტი ფართობი ჭაობის ტორფიან და და ჭაობის ლამიან ნიადაგებს უჭირავს. ტორფის შედგენილობაში ძირითადად მონაწილეობს ბალახეული მცენარეულობა. ხავსიანი ჭაობები ნაკლებადაა გავრცელებული. ცალკეულ ადგილებში გვხვდება 607 მეტრის სისქის ტორფის ფენა. ჭაობის ლამიანი ნიადაგებისათვის დამახასიათებელია თიხიანი და მძიმიე თიხიანი მექანიკური შედგენილობა, ხშირ შემთხვევაში - მცირე სისქის ტორფის ფენა (5-6 სმ) და ძლიერი გალეპება ზედაპირიდანვე. ჰუმუსიან ფენას აქვს მუქი ფერი და დიდი რაოდენობით შეიცავს ნახევრად დაშლილ მცენარეულ ნარჩენებს. ამ ნიადაგების მცირე ნაწილს იყენებენ სიმინდის, ბოსტნეულისა და სხვა კულტურებისათვის. დაშრობის შემდეგ კი პერსპექტიულია სუბტროპიკული და სხვა ძვირფასი კულტურებისათვის.
დაბლობის შემაღლებული ნაწილისაკენ (გარდამავალ ზოლში) ეწერ-ლებიანი ნიადაგებია, რომლებიც დაჭაობებულია შუა და ქვედა ფენებში, ხოლო ზედა ფენებში გაეწრების მკაფიო ნიშნები აქვს. აგროსაწარმოო მაჩვენებლებით ეს ნიადაგები უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ჭაობის ლამიანი ნიადაგები და მეტადაც არის გამოყენებული სოფლის მეურნეობაში. დაბლობის შემაღლებულ ნაწილში ფართოდაა გავრცელებული სუბტროპიკული ეწერი ტიპის ნიადაგები, ხოლო მდინარეთა ქვედა ტერასებზე - ალუვიური ნიადაგები. გაეწრების ხარისხის მიხედვით სუბტროპიკულ ეწერ ნიადაგებს შორის გამოიყოფა ძლიერი, საშუალო და სუსტი ეწრები. სუბტროპიკულ ეწერ ნიადაგებს ახასიათებთ სუსტად გამოხატული ეწერი ჰორიზონტი, რკინისა და ალუმინის ჟანგების შედარებით დიდი შემცველობა და ამასთან დაკავშირებით ქვედა ფენებში ორტშტაინის თვალსაჩინო ფენა. ამ ნიადაგებს უმეტესად იყენებენ ჩაის, ნაკლებად - ციტრუსების, ტამბაქოსა და სხვა კულტურებისათვის. მათი ნაყოფიერების ამაღლების მიზნით დიდი მნიშვნელობა აქვს მინერალური და ორგანული სასუქების გამოყენებას.
წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებს უკავიათ დასავლეთ საქართველოს გორაკ-ბორცვიანი ზონა. ამ ზონიდან ნიადაგის მთავარი ტიპი წითელმიწებია. მათი ძირითადი თვისებები დაკავშირებულია ქანების ძლიერ გამოფიტვასთან. შედარებით ნაკლებად დაქანებულ ფერდობებსა და გორაკების ფართო თხემებზე გვხვდება გაეწრებული წითელმიწები. კონგლომერატებსა და თიხაფიქლებზე გავრცელებულია ყვითელმიწა ნიადაგები, რომლებსაც უმთავრესად ვხვდებით აფხაზეთში, ოკრიბასა და ვანის რაიონში. წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებზე გაშენებულია ჩაი და სხვადასხვა სუბტროპიკული კულტურები. მთა-ტყის ზონაში კირქვების, კირქვის კონგლომერატების, მერგელებისა და სხვა კარბონატული ქანების გავრცელების ადგილებში ვითარდება კორდიან-კარბონატული ნიადაგები (რენძინები), რომლებიც შედგენილობითა და თვისებებით დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამჟამად მათ უმთავრესად ვაზის, თამბაქოს, დაფნის და ნაწილობრივ ციტრუსოვანი კულტურებისათვის იყენებენ.
დასავლეთ საქართველოს მთა-ტყის ზონა მოიცავს დიდ ტერიტორიას საშუალმთიან სარტყელში. მთა-ნიადაგების ძირითადი ტიპი ყომრალი ნოადაგია. ამ ზონის ზედა, უმეტესად წიწვიანი ტყის სარტელში განვითარებულია გაეწრებული ყომრალი ნიადაგები. ყომრალი ნიადაგებისათვის უმთავრესად დამახასიათებელია საშუალო ან მცირე სისქე, ხირხატიანობა, ზედაპირზე მკვდარი საფარი, სუსტად დიფერენცირებული პროფილი, ჰუმუსის ფულვატური ბუნება. გაეწრებული ყომრალი ნიადაგები კი გამოირჩევა მორფოლოგიურად ნათლად გამოხატული გარდამავალი ჰორიზონტით, სიღრმისაკენ კოლოიდური ნაწილაკების გადანაცვლებით. გაეწრებული ყომრალი ნიადაგები უმეტესად გავრცელებულია ტყის წმინდა კორომებში (ნაძვნარი, წიფლნარი), შერეულ ტყეში იშვიათია. სისქის, გაეწრების ხარისხის, ხირხატიანობისა და სხვა მაჩვენებლებით ყომრალი ნიადაგები იყოფა სხვადასხვა სახეობად. ამ ნიადაგების უმეტესი ფართობი დაფარულია ტყით. გავრცელების დაბალ სარტყელში იყენებენ მიწათმოქმედებისათვის.
დასავლეთ საქართველოს ზონა მთა-მდელოთა ნიადაგების ზონა მოიცავს სუბალპური და ალპურ მდელოებს. მას დიდი ტერიტორია უკავიათ აფხაზეთში, სამეგრელოში, სვამეთსა და ზემო იმერეთში; შედარებით ნაკლები - მესხეთის ქედზე და კიდევ უფრო ნაკლები - შავშეთის და არსიანის ქედებზე. ამ ზონაში გამოიყოფა სუბალპური და ალპური სარტყლები. აქ ყველაზე მეტად გავრცელებულია მთა-მდელოთა კორდიანი ნიადაგები, რომელთა შექმნაში მონაწილეობს მთა-მდელოთა მდელოს ბალახოვანი მცენარეულობა. ამ ნიადაგებისათვის დამახასიათებელია საშუალო ან მცირე სისქე, ძლიერი ხირხატიანობა და ზედა ფენის საშუალო ან ძლიერი კორდიანობა. უფრო დაბლა (ტყისაკენ გარდამავალ ზონაში) დიდი ადგილი უჭირავს მეორადი წარმოშობის მთა-მდელოს გაეწრებულ ნიადაგებს. მთა-მდელოს ზონის უფრო მაღალ ნაწილში, სადაც კლიმატური პირობები მკაცრია და ალპური მდელოების სქელი ბალახოვანი საფარია, გავრცელებულია მთა-მდელოს კორდიან-ტორფიანი ნიადაგები, რომლებსაც კორდიან ნიადაგებთან შედარებით ნაკლები სისქე, მეტი ხირხატიანობა და ზედა ფენებში სუსტად დაშლილი ორგანული ნივთიერებების დაგროვება ახასიათებს. ორგანული ნივთიერებების (ტორფიანი მასის სახით) დიდი რაოდენობით დაგროვება დამახასიათებელია მთა-მდელოს ტორფიანი ნიადაგებისათვის, რომლებიც კავკასიონისა და და სამხრეთ მთიანეთის სუბალპური ზონის დეკიანებში გვხვდება. კავკასიონის ალპური მდელოების ზონის ზედა ნაწილში და კლდოვან ქვეზონაში დიდი ადგილი უჭირავს მთა-მდელოს პრიმიტიულ ნიადაგებს, რომლებიც სუსტადაა განვითარებული და ძლიერ ხირხატიანია

 

  ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ    ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს   

ნ ი ა დ ა გ ე ბ ის    ო ლ ქ ი.

მოიცავს ვაკეების, მთისწინეთისა და მთების მხარეს ლიხის ქედიდან აღმოსავლეთისაკენ. ამ ოლქში შედის შიდა და ქვემო ქართლის ბარი (ტირიფონის და მუხრან-საგურამოს ვაკეები, მარნეულისა და გარდაბნის ველები და სხ.). ივრის ზეგანი (ტარიბანის, შირაქისა და სამგორის ველები და სხვ.), ალაზნის ვაკე და კავკასიონის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილისა და თრიალეთისა და ლოქის ქედების მთა-ტყისა და მთა-მდელოს ზონები. წაბლა და შავმიწა ნიადაგებს უკავია ველების ზონა. მურა ნიადაგები გავრცელებულია ელდარის ნახევარუდაბმოსა და და ზოგან ივრის ზეგნის სამხრეთ ნაწილში. მათ ახასიათებთ სუსტად განვითარებული პროფილი, მსუბუქი მექანიკური შედგენილობა, ხირხატიანობა, ზედაპირიდანვე დიდი რაოდენობით ნახშირნჟავა კირი, უფრო ღრმად თაბაშირი და ხშირად ადვილად ხსნადი მარილები. განვიტარების ხარისხის, მექანიკური შედგენილობის, დამლაშების, ბიცობიანობისა და სხვ. მიხედვით მურა და ღია მურა ნიადაგებს ყოფენ სხვადასხვა სახედ და სახესხვაობად. ამ ნიადაგების ათვისების მთავარი პირობაა მორწყვა, სასუქების გამოყენება, მრავალწლოვანი ბალახების თესვა და სხვ.
წაბლა (რუხ-ყავისფერი) ნიადაგები გავრცელებულია გარდაბნის, მარნეულის, სამგორის ველებზე და ივრის ზეგნის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ, ტარიბანისა და ნატბეურის ველებზე. განასხვავებენ მუქ წაბლა, წაბლა (საშუალო) და ღია წაბლა ნიადაგებს. უმეტესად გავრცელებულია წაბლა და მუქი წაბლა ნიადაგები. ზოგან მლაშე გრუნტისა და ჩამონადენი წყლების ზეგავლენით ვითარდება სუსტად დამლაშებული და სუსტად ბიცობიანი წაბლა ნიადაგები, აგრთვე მლაშობი და ბიცობი ნიადაგები. წაბლა ნიადაგებს იყენებენ უმთავრესად პურეულისათვის, ბოსტნეული კულტურებისა და ბალახთესვისათვის, ხეხილისა და ვენახისათვის. წაბლა ნიადაგების ნაყოფიერების გადიდებისათვის მოწყვა აუცილებელია. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგების გამდიდრებას ორგანული ნივთიერებებით, მისი სტრუქტურის გაუმჯობესებას ბალახების თესვითა და სხვ.
შავმიწა ნიადაგებს უკავია ივრის ზეგნის უმეტესად შემაღლებული ნაწილი, კერძოდ, სამგორის, გარეჯის, აზამბურის და განსაკუთრებით შირაქის ველზე. შავმიწებისათვის დამახასიათებელია სქელი ჰუმუსიანი ფენა, ჰუმუსის დიდი შემცველობა. მაგრამ ჰუმუსიანი ფენის სისქე და ნახშირმჟავა კირის შემცველობა მერყეობს ზედაპირის ხასიათის, ნიადაგის ტენიანობის რეჟიმისა და მცენარეული საფარის განვითარების მიხედვით. ყველაზე მეტად გავრცელებულია საშუალო და მცირე სისქის საშუალო ჰუმუსიანი შავმიწები. დიდი სისქის საშუალო ჰუმუსიანი შავმიწები ყველაზე მეტად გვხვდება შირაქის ველზე, აგრეთვე სამგორის და სხვა ველების შედარებით დადაბლებულ და ტენიან ადგილებში. მცირე სისქის ხირხატიანი შავმიწები ზოგან ძლიერ ჩამორეცხილია და შემაღლებულ ადგილებში დიდ ფართობებზე გვხვდება. მცირე სისქის, მცირე ჰუმუსიანი ძლიერი ხირხატი შავმიწები გავრცელებულია სამგორის ველზე, ვაზიანი, სართიჭალის და სხვა მიდამოებში. შავმიწებისათვის დამახასიათებელია შთანთქმის დიდი ტევადობა, ძირითადად კალციუმის მეშვეობით. ეს უკანასკნელი განსაზღვრავს შავმიწების კარგად გამოსახულ მტკიცე სტრუქტურასა და მიკროაგრეგატულობას. შავმიწები უმეტესად გამოყენებულია მარცვლეული კულტურებისათვის, კერძოდ, საშემოდგომო ხორბლისა და სიმინდისათვის. ამ ნიადაგების ნაყოფიერების გასადიდებლად დიდი მნიშვნელობა აქვს ბალახთესვას, სასუქებს, წყლის რეჟიმის რეგულირებას და სხვ.
ნეშომპალა სულფატურ (გაჯიან) ნიადაგებს დიდი ფართობი უჭირავს აღმოსავლეთ საქართველოს ველიან ზონაში, შავმიწა და წაბლა ნიადაგებს შორის სამგორის, შირაქის, კრწანისის ველებზე, მარნეულის რაიონში და სხვ. მათთვის დამახასიათებელია ზედაპირთან ახლომდებარე თაბაშირით მდიდარი ფენა. ჰუმუსის ფენის სისქის მიხედვით განირჩევა მცირე სისქის, ალაგ-ალაგ ხირხატი და საშუალო სისქის ნიადაგები.
დამლაშებული ნიადაგები გვხვდება ტარიბანა-ნატბეურის, მარნეულის, გარდაბნის ველებზე, ალაზნის ვაკეზე, ელდარის ნახევარუდაბნოში და სხვა. წაბლა, მურა და შავმიწა ნიადაგებს შორის დიდი ფართობი უკავია მლაშობებსა და ბიცობებს. აღნიშნული ნიადაგების დამლაშება გამოწვეულია მინერალიზებული გრუნტის წყლების და მოსაზღვრე ფერდობებიდან მარილების შემცველი ნაფენების ზეგავლენით. დამლაშებას ხელს უწყობს გრუნტის მძიმე მექანიკური შედგენილობა და წყლის დაგროვება დადაბლებულ ადგილებში. ნიადაგის დამლაშებასთან ერთად თავს იჩენს ზედა და მომდევნო ფენების ბიცობიანობა, რაც ხშირად იწვევს მეორე ფენის გამკვრივებას, მის ბელტოვან ან მსხვილსვეტისებრ სტრუქტურას და მშთანთქავ კომპლექსში ნატრიუმის არსებობას. ეს ნიადაგები ძირითადად ზამთრის საძოვრებადაა გამოყენებული და მათი გაუმჯობესება მოითხოვს აგრომელიორაციულ და აგროტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელებას.
აღმოსავლეთ საქართველოს ვაკეებისა და მთისწინეთის გარდამავალი ტყე-ველისა და ტყის ნიადაგების ზონა მოიცავს ქართლისა და ალაზნის ვაკეებს და ივრის ზეგანს. აქ გავრცელებულია მდელოს ყავისფერი, შავმიწისებრი, მდელოს ალუვიური, ალუვიურ-დაჭაობებული, მდელოს ჭაობიანი, ყავისფერი და სხვა ნიადაგები. უმეტესი ადგილი უჭირავს ალუვიურ (მდელოს) კარბონატულ ლამიან ნიადაგებს; შემაღლებულ ზონაში, ძველი ტერასების არეში გავრცელებულია მდელოს ყავისფერი, ზოგან შავმიწისებრი ნიადაგები. მდელოს ალუვიური ლამიანი ნიადაგებისათვის დამახასიათებელია კარბონატების დიდი შემცველობა და მტვრიან-ლამიანი შედგენილობა. მთისწინეთისა და დაბალმთიანი ზოლის უმეტესი ნაწილის ფერდობები უპირატესად ყავისფერი ნიადაგებითაა წარმოდგენილი. ისინი ძირითადად ვითარდებიან კარბონატულ ქანებზე და მათი გამოფიტვის პროდუქტებზე; დიდი ადგილი უკავია აგრეთვე ლიოსისებრ ნაფენებს. ყომრალი ნიადაგებისაგან განხვავებით ამ ნიადაგებს ახასიათებს პროფილში ჰუმუსის თანაბარი განაწილება, შთანთქმის დიდი ტევადობა, კარგი სტრუქტურა და ქვედა ფენებში, ჩვეულებრივ, კირის გადიდებული შემცველობა. აღნიშნულ ნიადაგებზე კარგად ხარობს ვაზი, რომელიც საუკეთესო ხარისხის პროდუქციას იძლევა. გარდა ამისა, დიდი ფართობი უჭირავს მარცვლეულ და ბოსტნეულ კულტურებს. ამ ნიადაგების ნაყოფიერების ასამაღლებლად დიდი მნიშვნელობა აქვს ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთა-ტყის ზონას დიდი ფართობი უკავია კავკასიონის, თრიალეთისა და სომხითის ქედებზე. ზონის ქვედა ნაწილში გავრცელებულია ყავისფერი, ხოლო მთის შუა და ზედა ნაწილში ძირითადად ყომრალი ნიადაგები. მათთვის დამახასიათებელია ზედა ფენებში ჰუმუსის შედარებით მაღალი შემცველობა, უმეტესად მცირე სისქე და ხირხატიანობა. ამავე ზონაში განვითარებულია კორდიან-კარბონატული ნიადაგებიც.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი ზონის ალპურ და სუბალპურ სარტყლებში მნიშვნელოვანი ფართობი უკავიათ მთა-მდელოთა ნიადაგებს. ისე, როგორც დასავლეთ საქართველოში, ამ ზონაშიც წარმოდგენილია მთა-მდელოს კორდიანი, კორდიან-ტორფიანი, ტორფიანი და პრიმიტიული ნიადაგები.

 

ს ა მ ხ რ ე თ    ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს   

ნ ი ა დ ა გ ე ბ ი ს    ო ლ ქ ი

 მოიცავს ჯავახეთის, წალკა-დმანისის, ერუშეთის მთიანეთებს და ნიალისყურის ქედის ფერდობებს, ახალციხის ქვაბულს და სხვ. ამ ოლქში უმეტესად გავრცელებულია მთის შავმიწები, რომლებიც 1500-2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობენ, და მდელოს შავმიწისებრი ნიადაგები, რომელთაც დიდი ფართობი უკავიათ ჯავახეთის, წალკის, გომარეთისა და და დმანისის ზეგნებსა და ვაკეებზე; უფრო მაღლა მათ ცვლის მთა-მდელოთა ნიადაგები. ოლქის დასავლეთ ნაწილში, ახალციხის ქვაბულის ფარგლებში, გავრცელებულია ალუვიური კარბონატული, რუხი ყავისფერი და მდელოს ყავისფერი ნიადაგები, რომელთა შორის დიდი ადგილი უკავია სუსტად განვითარებულ, მცირე სისქის და ზოგან ძლიერ ჩამორეცხილ სახესხვაობებს. ახალციხის ქვაბული და მისი მიმდებარე ტერიტორია განვითარებული მიწათმოქმედების რაიონია. დიდი ადგილი უკავია მარცვლეულს, კარტოფილს, საკვებ ბალახებს, ბოსტნეულ კულტურებს და ხეხილს. ვითარდება მევენახეობაც, რომელიც წარსულში ხელვნურ ტერასებზე განვითარებული დარგი იყო. ნიადაგის ნაყოფიერების ასამაღლებლად საჭიროა ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლა, მორწყვა და სასუქების სისტემატური გამოყენება.
ოლქის მთა-ტყის ზონის ფარგლებში გავრცელებულია ყომრალი ნიადაგები. ჩრილოეთ ფერდობებზე (ნაძვნარში) უმეტესი ფარობი მუქ ყომრალ ნიადაგებს უჭირავს, ციცაბო ფერდობებზე (ფიჭვნარში) - სუსტად განვითარებულ, ძლიერ ხირხატიან და მცირე სისქის ყომრალ ნიადაგებს, ხოლო ჭობარეთის ქედის ფარგლებში - კორდიან-კარბონატულ ნიადაგებს.
სამხრეთ საქართველოს ბუნებრივი პირობების თავისებურებამ გარკვეული კვალი დაამჩნია მისი ვულკანური ზეგნების, მთის ველებისა და და მთის მდელოების ზონებს. ნიადაგების ძირითადი ტიპი აქ წარმოდგენილია მთის შავმიწებით. ამ ნიადაგებს უფრო მაღლა მთა-მდელოთა შავმიწისებრი ნიადაგები ენაცვლება. მთის შავმიწებს შორის ყველაზე გავრცელებულია საშუალო და დიდი სისქის გამოტუტვილი ნიადაგები. დადაბლებულ ადგილებში ვხვდებით დაჭაობებულ და და ზოგან დაიდულ ნიადაგებს. მთის შავმიწების მტკიცე სტრუქტურა განპირობებულია ჰუმუსის დიდი შემცველობით და შთანთქმის მაღალი უნარიანობით. ჯავახეთისა და წალკა-დმანისის მთა-ველიან ზონაში დიდი ფართობები უკავია სათიბებსა და საძოვრებს, რამაც განაპიორბა მეცხოველეობის განვითარება. გარდა ამისა, მთის შავმიწებზე მოჰყავთ მარცლეული, კარტოფილი და საკვები კულტურები.

 

მანძილი თბილისიდან

Online წიგნები

ქართული ფილმები

ციხესიმაგრეები

დაცული ტერიტორიები

ცნობილი ქართველები

პოეზია

ფოლკლორი

საეკლესიო კალენდარი

მოგზაურთა ნარკვევი

თანამგზავრული რუქა

ქართული სუფრა

ოკუპაციის მუზეუმი

ტოპოგრაფია

ჩვენი დიალექტები

მულტფილმები

ქართველი მეფეები

პატრიოტული კლიპები

ქართული წიგნები

ვიქეიფოთ ერთად

კონცერტები

ჩანახატები

ქართლის ცხოვრება

ქართული ძეგლები

მარშრუტები

ეროვნული საგანძური

გენეოლოგია

 

 

ჩვენი გვერდი მხარდაჭერილია შემდეგი ბროუზერებით:

 

 

ჩვენი საიტის საყურებლად გადმოწეროთ

Macromedia Flash

3 3

 

  ვალუტის კურსი

 

  ამინდი

 

 

როდესაც სიყვარულის ძალა გადააჭარბებს ძალასადმი სიყვარულს - მსოფლიოში მშვიდობა დაიბატონებს

Skype Me™! დაგვირეკე

გადავარჩინოთ საქართველო

რადიო IRS

სასიყვარულო ფორუმი

დირექტორია

ქართული ინტერნეტი

მე მიყვარს თბილისი

ბმულები

დოკუმენტური ფილმები

ქართული  დოკუმენტალისტიკა

რეკლამა