საქართველოს პატრიოტული მეგაპორტალი

ერთისთვის ყველა და ყველასათვის ერთი - ჩვენ ვაშენებთ სახლს!

 

თბილისი   მოსკოვი   პარიზი   ლონდონი   ნ.იორკი   პეკინი   ტოკიო

 

 

ჩვენს დაარსების დღიდან 5 ივნისი, 2003 წლის, გავიდა  დღე

  პრობლემები
 
ბაქო-ჯეიჰანი
მტკვარი-არაქსი
შავი ზღვა
გლობალური დათბობა
აუდაბნოება
ჯავახეთის ტყეები
სახიფათო ნარჩენები
ჰაერის დაბინძურება
სეისმოლოგია
ჩერნობილი
  ეკოლოგია
გარემო
ითელი წიგნი
მცენარები
რელიეფი
ფლორა და ფაუნა
ნიადაგები
ბიომრავალფეროვნება
ბუნებრივი რესურსები
ეკოსისტემა
ეკო-კალენდარი
  საქართველო
საბრძოლო ხელოვნება
კანონმდებლობა
არქიტექტურა
კულტურა
ქვეყნის შესახებ
ისტორია
კულტურული მემკვიდრეობა
გეოგრაფია
ხალხური მუსიკა
ხელოვნება
პატრიარქი
არქეოლოგია
ლეგენდები
სამოგზაუროდ
უსაფრთხოების კონცეპცია  
  ჯამრთელობა
რეცეპტები/სამზარეულო
სასარგებლო ლინკი
მედიცინა
ოროსკოპი
დიეტები
დაავადებები

 

 

აქტივობა ფეისბუქში

 

 

1 1
1 1

მცენარეები  Share

 

მ ც ე ნ ა რ ე ე ბ ი ს  ს ა ფ ა რ ი


მდიდარი და მრავალფეროვანია საქართველოს მცენარეული საფარი. ეს აიხსნება საქართველოს ტერიტორიის ფიზიკურ-გეოგრაფიული, მათ შორის კლიმატური პირობების მრავალგვარობითა და სხვადასხვა გენეზისის ფიტოლანდშაფტებისშესაყარზე მისი მდებარეობით. აქ შედარებით მცირე ტერიტორიაზე განვითარებულია მრავალფეროვანი მცენარეული ფორმაციები - აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი რაიონების მთისწინეთის ნახევრად უდაბნოებიდან და კოლხეთის ამავე სარტყლის ტენიანი, თითქმის სუბტროპიკული კლიმატის დაბურული ტყეებიდან დაწყებული, მაღალი მთების მკაცრი კლიმატის თავისებური მცენარეულობით დამთავრებული. რელიეფის დანაწევრებამ და ქედების რთულმა კონფიგურაციამ საქართველოში განაპირობა ეკოსისტემების გეოგრაფიული და ეკოლოგიური იზოლაცია. ამით აიხსნება ადგილობრივი ენდემიზმის მაღალი დონე (კავკასიონის, კოლხეთის, იბერიის, წინა აზიის ენდემები და სხვ.).
საქართველოში იზრდება 5000-მდე სახეობის ველური და გაველურებული ფარულ- და შიშველთესლოვანი და 8300-მდე სპოროვანი მცენარე (დაახლოებით 75 სახეობის გვიმრანაირი, 600 სახეობის ხავსი, 600 სახეობის მღიერი, 5000 სახეობის სოკო, 2000-მდე სახეობის წყალმცენარე).
საქართველოში ფლორის ჩამოყალიბების ისტორია მეტად რთულია. ძალიან ღარიბია მონაცემები პალეოგენში საქართველოს ადგილას არსებული იაფეტიდის და ტეთისის სხვა კულტურების მცენარეობის შესახებ. ამ კულტურების ეოცენური ფლორა ძლიერ განსხვავდებოდა თანამედროვე ფლორისაგან. ამჟამად მას ალბათ ყველაზე მეტად ჰგავს ინდურ-ავსტრალიური ტროპიკული ფლორა თავისი მარადმწვანე ხეებით, ხისმაგვარი გვიმრებით, პალმებით და სხვ. რელიეფისა და მცენარეული საფარის ცვლილება ბოლო ათეული მილიონი წლის განმავლობაში ძალიან რთულად მიმდინარეობდა.
ჰავის თანდათანობითმა, ტალღისებურმა გაცივებამ გამოიწვია ტროპიკული (თანამედროვე გაგებით) ჰავის ფლორის სახეობების მოსპობა. პლიოცენში მთისწინეთის და მთის ქვედა სარტყლებში გავრცელებული იყო უმთავრესად სუბტროპიკული ტყეები, რომელთა პირველ იარუსში ჭარბობდა ფოთოლმცვივანი სახეობები. უფრო მაღლა განვიტარებული იყო ზომიერი ჰავის ტყეები, სადაც ბევრი ამ ადგილებში ამჟამად მოზარდი სახეობის მცენარეც იზრდებოდა. პლიოცენის დასაწყისშივე ხმელეთის იმ ნაწილში, რომელიც ახლა დასავლეთ საქართველოს და შავი ზღვის სანაპიროს მომიჯნავე ტერიტორიას უჭირავს, წარმოიშვა უფრო ძველი მეზოფილური ტყის ფლორის რელიქტთა კოლხური რეფუგიუმი (თავშესაფარი). ამ რეფუგიუმის წარმოშობას ხელი შეუწყო ქედების იმგვარმა განლაგებამ, რომელიც უზრუნველყოფდა კოლხეთის ტერიტორიაზე შედარებით თბილი და ტენიანი ჰავის შენარჩუნებას. კოლხურ რეფუგიუმს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა რელიქტური სახეობების შენარჩუნებისათვის პლიოცენსა და განსაკუთრებით მეოთხეულ პერიოდში, მათ შორის დიდი გამყინვარების პერიოდში. აქ თავშესაფარი ჰპოვა ძველმა სახეობებმა, რომლებიც ასიათასობით და მილიონობით წლის წინათ ამოწყდნენ დასავლეთ ევრაზიის დანარჩენ ტერიტორიაზე. კოლხეთში ჩვენს დრომდე მოაღწიეს ისეთმა სახეობებმა, როგორიცაა მედვედევის არყი, პონტოური მუხა, იმერული ხეჭრელი, კოლხური სურო, ლაფანი, მოცვი, წყავი, შქერი და ბევრი სხვა. მათთან სისტემატიკურად და ეკოლოგიურად ახლომდგომი მცენარეები ამჟამად იზრდებიან უმთავრესად აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აპალაჩის მთებში და ნაწილობრივ ატლანტიკაში, აზორის კუნძულებზე. ასეთია, მაგალითად, ეპიგვას გვარი. ამჟამად ამ გვარის მხოლოდ 3 სახეობაა ცნობილი, რომელთაგან ერთი იზრდება იაპონიაში, მეორე - ჩრდილო ამერიკაში, მესამე - აჭარასა და ლაზეთში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე (განსაკუთრებით კოლხეთში) შემორჩა ძველი (გამყინვარებამდელი) ფლორის ბევრი რელიქტი, მისი მცენარეული სამყარო მეოთხეულ პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამოწყდა სითბოს მოყვარული სახეობების უმეტესობა: მცენარეულ საფარში მკვეთრად გაიზარდა შედარებით სიცივეგამძლე მცენარეების როლი; მთებში ქვემოთ დაიწია ვერტიკალურმა სარტყლებმა,. საქართველოსა და მისი მომიჯნავე ქვეყნების ტერიტორიაზე გაძლიერდა ფლორის ბორალური ელემენტების შემოჭრა. მეზობელი ფლორისტული, უმთავრესად აღმოსავლეთხმელეთშუაზღვიური და წინააზიური ცენტრების გავლენის გარდა საქართველოს ფლორის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ავტოქტონურმა პროცესებმა, რომელთაც განაპირობეს ბევრი ენდემური, მათ შორის ვიწროენდემური სახეობების წარმოშობა.
ადამიანის გაჩენამ ახალი არსებითი ცვლილებები შეიტანა საქართველოს მცენარეულ საფარში. ძლიერ შემცირდა ტყეებისა და სემიარიდული მთისწინების მცენარეულობის ფართობი; გაჩნდა ნატყევარი მდელოები, კულტურულ მცენარეთა ნათესები და ნარგავები; ფლორა გამდიდრდა, ერთის მხრივ, კულტურულ მცენარეთა ინტროდუცირებული სახეობებით, მეორეს მხრივ, - ადვენტური (სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი მცენარეებით (სარეველებით).
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს კლიმატის არსებითმა განსხვავებამ განაპირობა მათი მცენარეული საფარის სხვადასხვაგვარობა, რაც ვერტიკალური სარტყლურობის სტრუქტურაშიც ვლინდება. დასავლეთ საქართველოში საერთოდ არ არის სემიარიდული და არიდული მცენარეულობის უტყეო სარტყელი: ტყეებით დაფარულია ვაკეები და მთისწინეთის ფერდობები ზღვის ნაპირიდანვე. აღმოსავლეთ საქართველოსთან შედარებით აქ ნაკლებადაა გამოხატული სუბნივალური მცენარეულობის ლანდშაფტები. ამიტომ დასავლეთ საქართველოში მხოლოდ 4 ძირითადი სარტყელია: ტყის (ზღვის დონიდან 1900 მეტრამდე), სუბალპური (1900-2500 მ), ალპური (2500-3100 მ) და ნივალური (>3100 მ).
აღმოსავლეთ საქართველოში ვერტიკალური სარტყლურობა უფრო რთულია. აქ 6 ძირითადი სარტყელია. ნახევრად უდაბნოების, მშრალი ველებისა და არიდული მეჩხერი (ნათელი) ტყეების (150-600 მ), ტყის (600-1900 მ), სუბალპური (1900-2500 მ), ალპური (2500-3000 მ), სუბნივალური (3000-3500 მ) და ნივალური (>3500 მ), სამხრეთ საქართველოს მთიანეთის ტყის და სუბალპურ სარტყლებში ალაგ-ალაგ განვითარებულია აგრეთვე სემიარიდული ეკოსისტემების უტყეო ფორმაციები, რომლებშიც ჭარბობს მთის ველების მცენარეულობა.
აღმოსავლეთ საქართველოში დაბლობებსა და მთისწინეთში ტყეები განვითარებულია მხოლოდ მტკვრის, ივრის, ალაზნის, ქციის ქვემო წელის გასწვრივ. მათშ ჭარბობს მუხა (Quercus pedunculiflora), ტირიფის სახეობები, ზოგან თუთა, თელა, ქაცვი და სხვ. ალაზნის დაბლობის ტყეებისათვის დამახასიათებელია აგრეთვე ლაფანი. ეს ტყეები მდიდარია ლიანებით (ეკალღიჭი, ღვედკეცი, კატაბარდა, ჯიქა და სხვ.). განათებულ ადგილებში უხვად იზრდება მაყვალი.
აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობები (ელდარის და სხვ.) უჭირავთ ნახევრად უდაბნოებს, რომლებშიც ალაგ-ალაგ, ჩართულია ბიცობიანი უდაბნოს ფრაგმენტები.
რამდენადმე მაღლა, ნაკლებად მშრალი კლიმატის პირობებში, განვითარებულია მშრალი ველების სამხრეთული ვარიანტები, უმთავრესად უროიანები: უფრო იშვიათია აბზინდიან-ვაციწვერიანი და წივანიან-ვაციწვერიანი ველები. აქ დამახასიათებელია აგრეთვე არიდული ნათელი ტყეები, რომლებშიც ხშირად ჭარბობს საკმლის ხე და ღვიები, ზოგან აკაკი, ქართული ნეკერჩხალი, ბერყენა, ბროწეული და სხვ. ნათელი ტყეები ამჟამად გაჩანაგებულია. მათი ნაშთები დაცულია ვაშლოვანის ნაკრძალში და შირაქის რამდენიმე ხევ-ხმელში (ლეკისწყალი, ბუღათმოედანი).
მშრალი ველებისა და ნათელი ტყეების სარტყელში გავრცელებულია ჯაგეკლიანები - ბუჩქნარები, რომლებიც შექმნილია ძირითადად ძეძვისაგან, ზოგან შავჯაგასაგან, კოწახურისაგან, გრაკლასაგან და სხვ. ისინი უმეტესად არიდული და სემიარიდული ტყეების ანთროპოგენური დერივატებია.
აღმოსავლეთ საქართველოს ტყეები მრავალნაირია. ისინი იცვლებიან ვერტიკალური პროფილის, რელიეფის პირობებისა და ეკოტოპის ტენიანობის შესაბამისად. ტყის სარტყლის ქვედა ნაწილში ჭარბობს მუხნარი, რომლის მეორე იარუსში იზრდება ჯაგრცხილა, ზოგან აგრეთვე ზღმარტლი, კუნელი, ტყემალი, თამელი, ასკილი, გრაკლა, თრიმლი, კურდღლისცოცხა და სხვ. ალაზნის მარცხენანაპირეთის უფრო ტენიან პირობებში გავრცელებულია აგრტვე წაბლი, რცხილა, ბოკვი (Acer velitinum), ურთხელი და სხვ. ხეობებში ქვეტყეში იზრდება ჯონჯოლი, უცვეთელა, თხილი და სხვ. ხეებზე შემოხვეულია ჩვეულებრივი და პასტუხოვის სურო.
ზემოთ ეს ტყეები იცვლება მუხნარ-რცხილნარით, რცხილნარით, რცხილნარ-წაბლნარით, ტყის სარტყლის შუა და ზედა ნაწილებში (განსაკუთრებით ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე) გაბატონებულია მონოდომისტური, მაღალი წარმადობის ტყეები, რომლებიც შექმნილია აღმოსავლური წიფლისაგან (Fagus orientalis), ზოგან წიფელს ერევა თელა, ცაცხვი, ნეკერალი, იფანი და სხვ. სამხრეთი ექსპოზიციის ფერდობებზე, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მაღლა, ვითარდება მუხისგან (Quercus marcanthera) შექმნილი ტყეები. აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში, წიფლნართან ერთად, ტყის შუა და ზედა ნაწილებში, ფართოდაა გავრცელებული ნაძვნარი, რომელსაც ზოგან (უმთავრესად უფრო განათებულ ფერდობებზე) ენაცვლება ფიჭვნარი. ბორჯომის სამხრეთ-დასავლეთით მთებში იგი კიდევაც დომინირებს. ფიჭვნარი ჭარბობს თუშეთშიც.
აღმოსავლეთ საქართველოს ტყის სარტყლის ბუნებრივი მცენარეულობა ძალიან დაზარალდა ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ზეგავლენით. განსაკუთრებით ძლიერი ანთროპოგენური გავლენა განიცადა ტყის სარტყლის ქვედა საფეხურების მცენარეულობამ: ამჟამად თითქმის მთელი ტერიტორია უჭირავს ბაღ-ვენახებს, სახნავ-სათესებს და სათიბ-საძოვრებს.
დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაჭაობებულ დაბლობზე, ზღვის დონიდანვე იწყება მურყნარები და ლაფნარები. ნაკლებად ტენიან ადგილებში გავრცელებულია მუხნარები, რცხილნარები, წაბლნარები. ეს ტყეები მდიდარია ლიანებით, უმთავრესად ეკალღიჭით.
აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, იზრდება ბიჭვინთის ფიჭვი. ბიჭვინთის კონცხის უნიკალური ფიჭვნარი დაცულია როგორც ბუნების ძვირფასი ძეგლი. იქვე გვხვდება ხმელთაშუაზღვისპირეთის ფლორის სხვა წამომადგენლებიც, მათ შორის საქართველოში იშვიათი მცენარეები: Arbutus andrachne, Erica arborea, Pancratium maritimum და სხვა.
კოლხეთის მთისწინეთის ლანდშაფტებიც ძლიერ შეცვლილია ადამიანის ზემოქმედებით; ველური მცენარეულობა აქ თითქმის არ შემორჩა. განსაკუთრებით უკანასკნელ ათწლეულებში კოლხეთის დაბლობზე (ზოგიერთი ჭაობიანი ნაკვეთის გამოკლებით) და მთისწინებზე დიდ ფართობებზე მოჰყავთ ინტროდუცირებული სუბტროპიკული ხეხილი და ტექნიკური კულტურები (ჩაი, ციტრუსები, ტუნგი, დაფნა, ეთერზეთოვანი და სხვა მცენარეები). დეკორატიული მიზნით აშენებენ ევკალიპტს, პალმას, ოლეანდრს და სხვ.
ტყის სარტყლის ქვედა ნაწილში (500-600 მ) აუთვისებელი ფერდობები უჭირავს მუხნარს, რომელსაც ქმნის ქართული და კოლხური მუხა (Quercus iberica და Quercus hartwissiana), წაბლნარსა და რცხილნარს; უფრო მაღლა - ძირითადად წიფლნარს, ხოლო 1000 მეტრიდან - წიფლნარ-მუქწიწვოვან ტყეებს, რომლებშიც ჭარბობს ნაძვი (Picea orientalis) და სოჭი (Abies nordmanniana). ხელუხლებელი წიფლნარები და მუქწიწვოვანი ტყეები ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ნაკრძალებში და ძნელად მისადგომ ადგილებში.
დასავლეთ საქართველოს ტყეებისათვის ძლიერ დამახასიათებელია რელიქტური გართხმული ბუჩქების, მათ შორის მარადმწვანეების (შქერი, წყავი, ბაძგი და სხვ.) ხშირი ქვეტყე. ზოგიერთ რაიონში (განსაკუთრებით აფხაზეთსა და სამეგრელოს ქვიან მთებში) კიდევ გვხვდება ბზა, რომელიც იზრდება უმთავრესად ხეობების ტყეთა მეორე იარუსში. როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ტყიან მთებში ხშირად გვხვდება ისეთი ძვირფასი ხემცენარეები, როგორიცაა უთხოვარი, დათვისთხილა, უხრავი. ბაწარის ხეობაში, ალაზნის ზემო დინებაში, შემორჩენილია კარგად შენახული უთხოვრიანები. აქ შეხვდებით 30 მეტრზე მაღალ და 1.5 მეტრის სისქის უთხოვარს.
ტყეს საქართველოს ტერიტორიის 38.6% უკავია. ტყით დაფარულია 2.69 ჰექტარი, აქედან 95%-ზე მეტი ნიადაგდამცველი და წყალმარეგულირებელი ტყეებია, სადაც ტყის ჩვეულებრივი ექსპლუატაცია დაუშვებელია. 461 ათასი ჰექტარი ძალზე გამეჩხერებული და დეგრადირებულია. 1.027 მილიონი ჰექტარი წიფლის ტყეა, 0.41 მილიონი ჰექტარი წიწვოვანი ( ნაძვი, სოჭი, ფიჭვი), დანარჩენი ტერიტორია სხვა ფოთლოვნებს უჭირავს.
საქართველოს მაღალმთიანეთში კარგადაა გამოხატული სუბალპური, ალპური, სუბნივალური და ნივალური სარტყლები. განსაკუთრებით მდიდარია სახეობებით სუბალპური სარტყლის მცენარეული საფარი. აქ სიმაღლის მატების კვალდაკვალ მცირდება ხეებისა და ბუჩქების რაოდენობა. სუბალპური სარტყლის ქვედა საზღვარი 1800-2000 მეტრია. ამ სიმაღლიდან ტყე თანდათანობით უთმობს პოზიციებს მეჩხერ ,,პარკულ� კორომებს (არყები, მაღალმთის ბოყვი, ცირცელი), ტანბრეცილ ტყეებს, მაღალბალახეულ ფორმაციებს და მდელოებს. ტყის ხემცენარეთაგან სუბალპურ სარტყელს აღწევს წიფელი, სოჭი, ნაძვი, ფიჭვი, აღმოსავლური მუხა და სხვ. სუბალპური სარტყლის ქვედა საზღვარი გადის დაახლოებით ხემცენარეების გავრცელების კლიმატურ მიჯნაზე. ადგილობრივი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების მიხედვით ეს მიჯნა მერყეობს 2350-დან 2650 მეტრამდე. ადამიანის სამეურნეო ზეგავლენის შედეგად სუბალპურ სარტყელში ტყის მცენარეულობა ბევრგან ამჟამად თითქმის მოსპობილია. აღმოსავლეთ საქართველოში სუბალპური მუხნარები გავრცელებულია უფრო ნათელ და მშრალ ფერდობებზე. ბალახოვანი საფარი ამ ტყეებში მდელოსნაირია; მისთვის დამახასიათებელია აგრეთვე სახებები, რომლებიც ტყის პირებზე იზრდება. იქ, სადაც ტყის მცენარეულობა განადგურებულია, განვითარებულია სუბალპური მდელოები.
საქართველოს სუბალპური სარტყლისათვის ძლიერ დამახასიათებელია მაღალმთის ტანბრეცილი ტყეები, უმთავრესად არყნარები და ცირცელნარ-არყნარები. უფრო ნაკლებად არის გავრცელებული (ძირითადად დასავლეთ საქართველოში) ტანბრეცილი წიფლნარები. სუბალპურ ტყეებს თავისებური იერი აქვთ. ხეები გადახრილია ფერდობის მიმართულებით. ზამთრობით თოვლის დაწოლის შედეგად ისინი მიწას განერთხმიან და ასე იზამთრებენ. იმ ადგილას, სადაც ღერო ნიადაგს ეხება, ვითარდება ფესვები. ეს ხელს უწყობს ხემცენარეების ვეგეტატიურ გამრავლებას. მეჩხერი ტყეებისაგან განსხვავებით, ტანბრეცილი ტყეები აღწევს ტყის მცენარეულობის გავრცელების უკიდურეს საზღვრებს. ამავე დროს ალაგ-ალაგ (განსაკუთრებით თოვლის ზვავების მოძრაობის გზებზე) დაბლა ეშვება და ტყის სარტყელში იჭრება. დასავლეთ საქართველოს მთებში გავრცელებულია რელიქტური, ენდემური ხეებით და ბუჩქებით (მედვედევის არყი, პონტოური მუხა, იმერული ხეჭრელი და სხვ.) შექმნილი სუბალპური ნახევრად გართხმული, მეჩხერი ტყეები.
მაღალმთის გართხმულ ბუჩქნარებს საქართველოში ქმნიდ დეკა და ღვიის ზოგიერთი სახეობა. დეკიანებს სუბალპურ სარტყელში (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში) დიდი ფართობები უჭირავს ძირითადად 2100-2200 მეტრს ზევით, ზოგან ალპურ სარტყელშიც ადის. დეკიანები გავრცელებულია ჩრდილოეთ ფერდობებზე, ღვიიანები - კარგად განათებულ სამხრეთ ფერდობებზე.
მაღალბალახეულობა ვითარდება უმთავრესად სუბალპური სარტყლის ქვედა ნაწილში, შედარებით ნაკლებად დაქანებულ დერდობებზე, ნოყიერ, ტენიან ნიადაგებზე. ხშირად ის ხევებითა და ხრამებით ტყის სარტყელშიც ჩამოდის. ზოგჯერ მაღალბალახეულობა ვითარდება გაჩეხილი და გამეჩხერებული ტყის ადგილას. მაღალბალახეულობა ძირითადად ქმნის ქოლგოსანთა (განსაკუტრებით დიყი, დუცი) ან რთულყვავილოვანთა (თავყვითელა, დათვისმხალა, მზიურა და სხვ.), ან კიდევ ბაიასებრთა (დეზურა, ტილჭირი) სახეიბები. მაღალბალახეულობაში ბევრია ენედემური სახეობები. საქობლის ნაბინავრებზე წარმოიქმნება მეორეული მაღალბალახეულობა, მის შექმნაში მონაწილეობს ლაშქარა, ჩვეულებრივი ღოლო, ჭინჭარი, ქოლგოსანთა ზოგიერთი სახეობა და სხვ.
სუბალპური მდელოები გავრცელებულია როგორც მაღალმთის გამეჩხერებულ ტყეებში, ისე ტყის ზედა საზღვართან. არსებობს ძირითადად პარკოსან-მარცვლოვან-ნაირბალახოვანი (ნამიკრეფია, შვრიელა, სამყურა, მარმუჭის სახეობები და სხვ.) და ფართოფოთლოვან-ნაირბალახოვანი (უძოვარა, ფრანტა, ბაიას სახეობები და სხ.) მდელოები. პირველი ტიპის მდელოები ვითარდება შედარებით მშრალ ადგილებში, მეორე და მესამე კი - ტენიან ადგილებში. ამავე სარტყელში ალპური სარტყლიდან იჭრება ძიგვიანები და ჭრელწივანიანები. სუბალპური მდელოები ხშირად წარმოიქმნებიან ნატყევარებზე.
სამხრეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში სუბალპურ სარტყელში განვითარებულია მთის ველები და მთის ქსეროფიტული მცენარეულობა.
ალპური სარტყლისათვის, რომელიც საქართველოში 2400-2650 მეტრიდან 3000-3100 მეტრამდეა, დამახასიათებელია ბალახოვანი მცენარეულობა. უფრო ხშირად მკვრივკორდიანი მარცვლოვანებისაგან შექმნილი თანასაზოგადოებები: ძიგვიანები - ნაკლებად დაქანებულ ფერდობებზე და გავაკებულ ადგილებში, ჭრელწივახიანები - სამხრეთის ციცაბო მშრალ ფერდობებზე, კობრეზიანები და ისლიანები - ქედების თხემებზე, საიდანაც ქარი თოვლს ხვეტავს, გართხმულწივანიანები - ქედების თხემებზე და ჩრდილოეთის ექსპოზიციის ფერდობებზე.
ფართოდაა გავრცელებული აგრეთვე ნაირბალახოვანი მდელოს ფორმაციები, რომლებსაც ქმნის ქართული ნემსიწვერა, მთის ბარისპირა, მზიურა (Inula orientalis). კავკასიონის დასავლეთი ნაწილისათვის დამახასიათებელია ვორონოვია (კირქვიანებზე) და შიშველღერიანი ნემსიწვერა (ჩრდილო-დასავლეთ ფერდობებზე).
ალპური სარტყლის ზედა ზოლში, სწორ რელიეფზე, ძველ მყინვარულ ცირკებზე, განვითარებულია ალპური ხალები - დაბალი მცენარეული თანასაზოგადოებები, რომლებსაც ქმნის მარმუჭები, მაჩიტები, ფესვმაგარები და სხვ.
გართხმული ბუჩქნარები - დეკიანები, იშვიათად მოცვიანები, კეწერიანები, ტირიფიანები - ალპურ სარტყელში გავრცელებულია ჩრდილოეთ და დასავლეთ ფერდობებზე. ზამთარში გაყინვისაგან იცავს მათ თოვლის საფარი იცავს. სამხრეთ ფერდობებზე, სადაც თოვლი დიდხანს არ ჩერდება, ვითარდება ღვიანები.
სუბალპური და ალპური მდელოები გამოყებენულია სათიბად და საძოვრად.
სუბნივალური სარტყელი აღმოსავლეთ და ცენტრალურ კავკასიონზე მდებარეობს 2900-23100 მეტრიდან მუდმივი თოვლის ხაზამდე. დასავლეთ კავკასიონზე თოვლის ხაზი ძალიან დაბლაა დაწეული და აქ სუბნივალური სარტყელი თითქმის არ არის გამოხატული. სამხრეთ საქართველოს მთიანეთში სუბნივალური სარტყელი არსებობს დ მხოლოდ ზოგიერთ ყველაზე მაღალ ქედსა და მწვერვალზე. ამ სარტყლისათვის დამახასიათებელია ღორღიანი ეკოტოპები პრიმიტიული ნიადაგებით, მეჩხერი მცენარეულობა, ძლიერ სპეციალიზებული სასიცოცხლო ფორმები (გართხმული, ძლიერ შებუსვილი, ნახევრად სუკულენტურფოთლებიანი, ბალიშისმაგვარი მცენარეები). აქ იზრდება ბევრი ენდემური სახეობა, მაგალითად, Sympyoloma graveolens, Pseudovesicaria digitata და სხვ.
ნივალური სარტყელი იწყება 3500-3700 მეტრიდან. ამ სარტყლის მცენარეული სამყარო ძალიან ღარიბია. თოვლისა და ყინულისაგან თავისუფალ ადგილებში იზრდება ხავსები, მღიერები და თითო-ოროლა ყვავილოვანი მცენარე.
კლდე-ნაშალთა მცენარეულობა საქართველოში გვხვდება ყველა სარტყელში, მთისწინეთიდან დაწყებული, ნივალური სარტყლით დამთავრებული. ქვედა სარტყლებში კლდე-ნაშალის მცენარეულობას შედარებით მცირე ფართობი უჭირავს, აქ იგი ხშირად ვითარდება ეროზიის შედეგად. ალპურ, სუბნივალურ და ნივალურ სარტყლებში კლდე-ნაშალთა მცენარეულობა უმეტესად პირველადია და ფართოდ არის. გავრცელებული.

 

 

წ ყ ლ ი ს  დ ა  ჭ ა ო ბ ი ს  მ ც ე ნ ა რ ე უ ლ ო ბ ა

 

საქართველოში განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული კოლხეთის დაბლობზე. არც ისე დიდი ხნის წინათ აქ ვრცელი ფართობი ეჭირა დაჭაობებულ მურყნარებს, აგრეთვე ისლიან-თეთრხავსიან (სფაგნუმიან) ჭაობებს. ამჯამად მურყნარები ძირითადად გაჩეხილია, ჭაობები ამოშრობილია. ტბის ნაპირები და

თხელი წყლები კოლხეთში დაფარულია ლერწმის, ლაქაშის და სხვა რაყებით. მდგარ და მდოვრე წყლებში, გარდა წყალმცენარეებისა, იზრდება დუმფარა, წყლის პური, წყლის ვაზი, წყლის კაკალი, წყლის ბაია; ჭაობებში - ისლის, ჭილის სახეობები, წყლის ზამბახი და სხვ. აქ გვხვდება მეტად საინტერესო რელიქტური მცენარე Osmunda regalis.აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებში, წყალსატევების დაჭაობებულ ნაპირებზე გავრცელებულია ლერწმისა და ლაქაშის რაყები. ნახევრად უდაბნოების ზონაში ტენიან ადგილებში იზრდება მარილის ამტანი მცენარეები.
მთებში წყლისა და ჭაობის მცენარეულობას შედარებით ნაკლები ფართობი უკავია; აქ იგი გავრცელებულია უმთავრესად ტაფობებში და ლავურ პლატოებზე, განსაკუთრებით სამხრეთ საქართველოს ვულკანურ პლატოზე. სიმაღლის მატებასთან ერთად წყლისა და ჭაობის მცენარეულობა თანდათანობით ღარიბდება: ალაგ-ალაგ გვხვდება ისლიანი და თეთრხავსიან-ისლიანი ჭაობის მცირე ფართობები.
წყაროსეული ჭაობები გვხვდება მთის კალთებზე - უმთავრესად სუბალპურ სარტყელში და ალპური სარტყლის ქვედა ნაწილში. ამ ჭაობებში, გარდა სხვადასხვანაირი ხავსისა, ისლისა, ჭილისა და ჭაობისათვის დამახასიათებელი სხვა მცენარეებისა, იზრდება მახრჩობელა, დიდბათა, ფურისულა (Primula auriculata, Cardamine uliginosa და სხვ.).

 

მანძილი თბილისიდან

Online წიგნები

ქართული ფილმები

ციხესიმაგრეები

დაცული ტერიტორიები

ცნობილი ქართველები

პოეზია

ფოლკლორი

საეკლესიო კალენდარი

მოგზაურთა ნარკვევი

თანამგზავრული რუქა

ქართული სუფრა

ოკუპაციის მუზეუმი

ტოპოგრაფია

ჩვენი დიალექტები

მულტფილმები

ქართველი მეფეები

პატრიოტული კლიპები

ქართული წიგნები

ვიქეიფოთ ერთად

კონცერტები

ჩანახატები

ქართლის ცხოვრება

ქართული ძეგლები

მარშრუტები

ეროვნული საგანძური

გენეოლოგია

 

 

ჩვენი გვერდი მხარდაჭერილია შემდეგი ბროუზერებით:

 

 

ჩვენი საიტის საყურებლად გადმოწეროთ

Macromedia Flash

3 3

 

  ვალუტის კურსი

 

  ამინდი

 

 

როდესაც სიყვარულის ძალა გადააჭარბებს ძალასადმი სიყვარულს - მსოფლიოში მშვიდობა დაიბატონებს

Skype Me™! დაგვირეკე

გადავარჩინოთ საქართველო

რადიო IRS

სასიყვარულო ფორუმი

დირექტორია

ქართული ინტერნეტი

მე მიყვარს თბილისი

ბმულები

დოკუმენტური ფილმები

ქართული  დოკუმენტალისტიკა

რეკლამა