საქართველოს პატრიოტული მეგაპორტალი

ერთისთვის ყველა და ყველასათვის ერთი - ჩვენ ვაშენებთ სახლს!

 

თბილისი   მოსკოვი   პარიზი   ლონდონი   ნ.იორკი   პეკინი   ტოკიო

 

 

ჩვენს დაარსების დღიდან 5 ივნისი, 2003 წლის, გავიდა  დღე

  პრობლემები
 
ბაქო-ჯეიჰანი
მტკვარი-არაქსი
შავი ზღვა
გლობალური დათბობა
აუდაბნოება
ჯავახეთის ტყეები
სახიფათო ნარჩენები
ჰაერის დაბინძურება
სეისმოლოგია
ჩერნობილი
  ეკოლოგია
გარემო
ითელი წიგნი
მცენარები
რელიეფი
ფლორა და ფაუნა
ნიადაგები
ბიომრავალფეროვნება
ბუნებრივი რესურსები
ეკოსისტემა
ეკო-კალენდარი
  საქართველო
საბრძოლო ხელოვნება
კანონმდებლობა
არქიტექტურა
კულტურა
ქვეყნის შესახებ
ისტორია
კულტურული მემკვიდრეობა
გეოგრაფია
ხალხური მუსიკა
ხელოვნება
პატრიარქი
არქეოლოგია
ლეგენდები
სამოგზაუროდ
უსაფრთხოების კონცეპცია  
  ჯამრთელობა
რეცეპტები/სამზარეულო
სასარგებლო ლინკი
მედიცინა
ოროსკოპი
დიეტები
დაავადებები

 

 

აქტივობა ფეისბუქში

 

 

1 1
1 1

ხალხური მუსიკა  Share

მელოდი

ხან.

მოც.

ფანდური, ბასფანდური, სალამური, ჭუნირი

1. "წყემსის ფიქრებ" 2:23 2.25
2. "მერული მგზავრებ" 2:03 1.93
3. "აცეკვა" 1:15 1.47
4. "თუშური" მელოდია - კვინტეტი "ურმული" 3:10 2.98

დოლი, დაირა, გარმონი

5. "დავლური" 5:03 3.56
6. "არიკაობ" 3:33 2.92
7. "ოხეურ" საცეკვაო 2:41 2.21

დუდუკი, დოლი, ჭუნირი

8. საცეკვაო "საზი" - კვინტეტი "ურმული" 4:17 3.02
9. "საცეკვაო" 3:17 2.30

გუდასტვირი, ჭიბონი, დაირა, ჭუნირი, კონტრაბასი

10. "ჭარულ საცეკვაო" 3:27 4.05
11. "სადღეგრძელო" 2:13 2.60

ფანდური, ბასფანდური, ჩონგური, დოლი

12. ცეკვა "ართულ" 1:43 1.21

13. "საცეკვაო"

1:53

1.77

საკრავები

ხალხური ფანდური
ხალხური ფანდური
ხალხური და კლასიკური ფანდური
ხალხური და კლასიკური ფანდური
იმერული ფანდური ჩანგი იმერული ფანდური

კლასიკური ფანდური
კლასიკური ფანდური

კლასიკური ფანდური
კლასიკური ფანდური
მთის ფანდური
მთის
ფანდური
რაჭული ფანდური ჩანგი რაჭული ფანდური კახური ფანდური
კახური

თუშური ფანდური
თუშური

თუშური ფანდური თუშური ფანდური

 თუშური ფანდური

ჩანგი
თუშური ფანდური

თუშური ფანდური
თუშური ფანდური

 

ხევსურული ფანდური
ხევსურული ფანდური

ხევსურული ფანდური
ხევსურული ფანდური

ძველი (მთის) ფანდური "ფარშევანგი" ძველი (მთის) ფანდური

სვანური ჩანგი

 სვანური

სვანური ჩანგი სვანური

საკონცერტო ჩანგი ფანდური ფანდური  საკონცერტო

სვანური ჩანგი სვანური ჩანგი

ჩანგი "ფარშევანგი"

ჩანგი

ოთხმიანი საკონცერტო ფანდური
ოთხმიანი საკონცერტო ფანდური

სამხმიანი საკონცერტო ფანდური სამხმიანი საკონცერტო ფანდური

დოლი დოლი

მეგრული ჩონგური მეგრული ჩონგური

ჩონგური ჩონგური

ჩონგური ჩონგური

დოლი დოლი

ჩონგური და ფანდური ჩონგური და ფანდური

ჩონგური   ბას-ფანდური ფანდური ჩონგური   ბას-ფანდური ფანდური

ძველი ჩონგური ძველი ჩონგური

დიპლიპიტო დიპლიპიტო

ჭუნირი  ჭუნირი

ჭუნირი (უკანა ხედი) ჭუნირი

ჭუნირი ჭუნირი

დიპლიპიტო დიპლიპიტო

აფხაზური აფხარცა აფხაზური აფხარცა

კონტრაბასი კონტრაბასი

კონტრაბასი (უკანა ხედი) კონტრაბასი (უკანა ხედი)

დიპლიპიტო
დიპლიპიტო

ჩანგი "ირემი" ჩანგი "ირემი"

დიპლიპიტო
დიპლიპიტო

დიპლიპიტო
დიპლიპიტო

დაირა
დაირა

დაირა
დაირა

ჟღარუნებიანი დაირა
ჟღარუნებიანი დაირა

წინწილა
წინწილა

ბუკი ბუკი

ენიანი სალამური ენიანი სალამური

სალამური სალამური

უენო სალამური
უენო სალამური

ძვლის უენო სალამური ძვლის უენო სალამური

ლარჭემ სოინარი ლარჭემ სოინარი

ჭიბონი ჭიბონი

ჭიბონი ჭიბონი

გუდასტვირი (XIX ს.)  გუდასტვირი (XIX ს.)

გუდასტვირი გუდასტვირი

გუდასტვირი გუდასტვირი

გუდასტვირის სტვირი გუდასტვირის სტვირი

ჭიბონის სტვირები ჭიბონის სტვირები

უგუდო სტვირი უგუდო სტვირი

დუდუკი დუდუკი

დუდუკი დუდუკი

ზურნა ზურნა

პილილი პილილი

პილილი პილილი

გარმონი გარმონი

წიკო-წიკო წიკო-წიკო

წიკო-წიკო წიკო-წიკო

წიკო-წიკო წიკო-წიკო

წიკო-წიკო წიკო-წიკო

ბუზიკა ბუზიკა

 

 

 

მუსიკის ისტორია
ქართული ხალხური მუსიკა სათავეს უძველეს დროში იღებს. იგი თავიდანვე დაკავშირებული იყო ჩვენს წინაპართა ყოფასთან. მასში, როგორ სარკეში, არეკლილია ქართველი ერის უმდიდრესი ისტორია, სულიერი მისწრაფებანი, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და გმირული შემართება. ხალხური მუსიკა ოდითგანვე ერის სულიერ საზრდოს წარმოადგენდა და ქართველი კაცის ყოველ სამეურნეო თუ ყოფით საქმიანობას უკავშირდებოდა. მღეროდნენ ომის, შრომის, ავადმყოფობის, მხიარულების, მწუხარების დროს. სიმღერა სწორედ ის ძალა იყო, რომელიც გაჭირვებაში მხნეობასა და სიმტკიცეს მატებდა. ამიტომაც უფრთხილდებოდა ქართველი კაცი თავის მრავალსაუკუნოვან მუსიკალურ ენას.
უძველესი ცნობები ქართული ხალხური მუსიკის შესახებ არქეოლოგიურ მასალებსა და ძველბერძნულ წყაროებში მოიპოვება. აღმოჩენილია სხვადასხვაგვარი საკრავი, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე დაუმზადებიათ: სალამურები, ჩანგი, [ლირა (საკრავი)|[ლირა]]…
უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდან მრავალხმიანობა ახასიათებდათ. მრავალხმიანობა, ანუ პოლიფონიურობა, კი უნიკალურ მოვლენად ითვლება და მსოფლიოს ხალხთა შორის ერთეულები თუ დაიტრაბახებენ ასეთი სიმდიდრით. ქართული მრავალხმიანობა მათ შორისაც სრულიად განსაკუთრებულია, განსხვავებული და მრავალეფროვანი. საქართველოს ყველა კუთხეს თავისებური მუსიკალური დიალექტი აქვს, ასეთი დიალექტები 15-მდე აღწევს.
ქართული ხალხური სიმღერები ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნიან ჩვენს წინაპართა ადათებსა და ცხოვრების წესზე. ამდენად, ქართულ ხალხურ სიმღერას ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. საქართველოში დღემდეა შემორჩენილი უძველესი სარწმუნოების კვალი, რომელშიც ქართველთა მითოლოგიური წარმოდგენებია ასახული. ქართულ სოფელში დღესაც შეიძლება მოისმინოთ უძველესი შელოცვები, ამინდის ღვთაების საგალობლები, მზის სადიდებელი ჰიმნი, სამკურნალო სავედრებელნი და სხვა. მათი შესწავლა საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ, როგორ მღეროდნენ ჩვენი წინაპრები 2-3 ათასი წლის წინ.
აღსანიშნავია, რომ უძველესი სიმღერები მრავალხმიანია და გუნდურად სრულდება, რაც ქართული ხალხური მუსიკის ყველაზე უფრო დამახასიათებელი და გამორჩეული მხარეა.
საუკუნეების მანძილზე ქართული ხალხური სიმღერა იხვეწებოდა და მდიდრდებოდა. „ჩაკრულოს“, „ლილეს“, „ჰასანბეგურას“, „მრავალჟამიერის“, „იავნანას“ და კიდევ მრავალ უბრწყინვალეს სიმღერათა სამშობლო - საქართველო „მსოფლიო ხალხური მუსიკის სატახტო ქვეყნად იქცა“*, ხოლო ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიო შედევრად აღიარეს.
ქართველ ხალხს სამართლიანად შეუძლია იამაყოს წინაპართა მიერ შექმნილი უძველესი და უმდიდრესი მუსიკალური კულტურით, რომლის მოვლა-პატრონობაც ახალგაზრდა თაობის ვალია.
არსებობს ხალხური მუსიკის სხვა და სხვა ხმები : გამყინავი,მოძახილი,ბანი, და სხვა.
 

გამყინავი
გამყივანი, გუნდის მომღერალ მამაკაცთა მაღალი, მჭახე, განსაკუთრებული ტემბრის ძლიერი ხმა გურულ და აჭარულ სიმღერებში. ხშირად გაიგივებულია წვრილთან. ზოგჯერ უახლოვდება კრიმანჭულს. იყენებენ სიმღერების გარკვეულ ჯგუფში (”ნადური”, “ჰადილა”, “კალოს ხელხვავი”…). გამყივანის სასიმღერო ტექსტი შინაარსმოკლებული სიტყვების (რიმტირი, ტირირიმ, ვარირა, ჰოვდილა …), ზოგჯერ კი ცავკეული მარცვლებისაგან (რი, რა, რუ, დილ, ია, უა…) შედგება.
 

მოძახილი
მოძახილი, ქართული ხალხური სამხმიანი სიმღერის ერთ-ერთი ზემო ხმა, რომელიც მთქმელს მოსძახის. „შოთა მღერის, მეფე თეიმურაზ, არჩილ მოსძახის ძმურება“ (დავით გურამიშვილი). მოძახილი შეიძლება იყოს როგორც მეორე, ასევე პირველი ხმაც (იმის მიხედვით, თუ რომელია მთქმელი).
 

ბანი
ბანი, თავდაპირველად მუსიკალური ნაწარმოების შებანების, აკომპანემენტის გამომხატველი ქართული სამუსიკო ტერმინი. “დავით უცემდა ორღანოთა შებანებულითა” (ძველი აღთქმა). სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონით - “ბანი - ხმის შეწყობა. ბანი ეწოდების რა გალობასა გინა სიმღერასა სხვა ხმა შეუწყოს”. ამჟამად ბანი ეწოდება 1. მრავალხმიან საგუნდო ნაწარმოებში ყველაზე დაბალ ხმას; 2. აკორდის ქვედა ბგერას; 3. მამაკაცის დაბალი რეგისტრის ხმას.
ქართულ ხალხურ მუსიკაში არსებობს ბანის შემდეგი სახეობანი: მაღალი ბანი, დაბალი ბანი, შემდეგი, ბოხი, დვრინი (დვინი), დუმბო.
ხალხური სიმღერა ქართველი ხალხის სიამაყის ერთ-ერთი უმთავრესი საგანია. შესაძლოა, იგი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილია მსოფლიო კულტურის საგანძურში.
ქართველებს შორის დღესაც პოპულარულია ხალხური სიმღერა - არა მარტო სცენაზე და სტუდიაში, არამედ - ყოფაშიც - სუფრაზე, მგზავრობისას, შრომისას, ზეიმის და თვით გლოვის დროსაც.


ქართულ სიმღერას პირველ რიგში მრავალხმიანობა გამოარჩევს. თვით ერთ სიმღერაშიც კი ხშირად კალეიდოსკოპურად ენაცვლება მრავალხმიანობის ერთი ფორმა მეორეს. მაგრამ ქართული სიმღერა ყოველთვის ორგანიზაციის მაღალ დონეს ინარჩუნებს.
დღესაც, ქართული სიმღერა დიდი უმეტესობით სამხმიანია. ზედა ორ ხმას, თითო სოლისტი მღერის, ქვედას - ბანს კი უფრო ხშირად - რამდენიმე კაცი. თუმცა გურიაში, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, სადაც სასიმღერო მრავალხმიანობა უკიდურეს კონტრაპუნქტულ სირთულეს აღწევს, ხშირად ბანსაც ერთი კაცი მღერის, რომელიც თამამად უერთდება ზედა ორი ხმის თავბრუდამხვევ იმპროვიზაციას. გურულ-აჭარულ შრომის სიმღერებში (“ნადურებში”) გვხვდება ოთხხმიანობაც. ქართულ მრავალხმიანობაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ფიგურაციული ხასიათის მელოდია – იოდლი “კრიმანჭული” და “გამყივანი” - სპეციფიკური ხმები. ამ ხმებს განსაკუთრებული კოლორიტი შეაქვთ გურულ-აჭარულ სიმღერებში.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთნაირად როდი მღერიან. ქართლ-კახურ გუნდური ბანის თანხლების გრძელ სუფრულ სიმღერებს, სადაც სოლისტები ერთმანეთს მუსიკალურ ორნამენტიკაში ეჯიბრებიან, ენაცვლება მეგრული გულშიჩამწვდომი ლირიკული მელოდია; არქაულ სვანურ რიტუალურ აკორდიკას - სხარტი გურული `ხმათა ფარიკაობა~; ენთუზიაზმით აღსავსე იმერულ სიმღერას - თუში მწყემსის სევდიანი ჰანგი; აჭარულ მასშტაბურ ოთხხმიან შრომის სიმღერას - ხევსურის მიერ ფანდურზე დამღერებული გმირის მოგონება...
საქართველოში სიმღერის პოპულარობაზე ისიც მოწმობს, რომ აქ საკრავიერი მუსიკა ძირითადად სიმღერის თანხლებად გამოიყენება. თუმცა საკრავზე ვირტუოზული დაკვრის მაგალითებიც მოგვეპოვება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ მხრივ ოთხსიმიანი ჩამოსაკრავი ჩონგური, ორხმიანი ჩასაბერი გუდასტვირი -საჰაერო რეზერვუარით, სალამური (ფლეიტა) და სხვა.
ქართული ხალხური მუსიკისადმი სამეცნიერო ინტერესი ჯერ კიდევ XVII საუკუნის ქართველმა ენციკლოპედისტმა სულხან-საბა ორბელიანმა გამოიჩინა, რომელმაც ქართული სამუსიკო ტერმინების უმდიდრესი კრებული დაგვიტოვა. განსაკუთრებით გაცხოველდა ქართული მუსიკის ნიმუშთა შესწავლა-შეკრება XIX საუკუნეში. იქმნება ქართული სიმღერის პირველი ორგანიზებული გუნდები. აქედან მოყოლებული დღემდე მრავალი მომღერალისა და ლოტბარის სახელი ოქრომკედით ამოიქარგა ქართული სიმღერის ისტორიაში. ასეთები იყვნენ: კახელი კავსაძეები, ვანო მჭედლიშვილი და დები თარხნიშვილები, გურულები - სამუელ ჩავლეიშვილი, ვარლამ სიმონიშვილი, ვლადიმერ ბერძენიშვილი, ძმები ერქომაიშვილები, მეგრელები: ძუკუ ლოლუა, ნოკო ხურცია, რემა შელეგია, კირილე პაჭკორია, სვანები: ილია ფალიანი, პლატონ დადვანი, ჯოკია მეშველიანი და სხვანი...
ქართული ხალხური სიმღერით დღესაც არა მარტო ქართული, არამედ მრავალი უცხოური საშემსრულებლო კო¬ლექ¬ტი¬ვიცაა დაინტერესებული.

მუსიკა ერთ-ერთი საშუალებაა გავიგოთ ადამიანის შინაგანი ბუნება. ამ ხელოვნების ისტორიას შეიძლება ვუწოდოთ ხმოვანი სურათი, რომელზედაც აღიბეჭდნენ ღელვანი, ვნებანი და განწყობილებანი, რომლებიც განიცადა ადამიანმა თავისი არსებობის მთელი დროის განმავლობაში. ხმიერი და საკრავიერი მუსიკის განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. ხმიერი მუსიკა სტიმულს აძლევს საკრავიერის განვითარებას, მაგრამ საკრავიერიც თავის მხრივ გარკვეულ გავლენას ახდენს ხმიერ მუსიკაზე. ხალხური მუსიკა და ხალხური საკრავები, შემონახული უძველეს დროიდან, სწორედ რომ წარმოადგენენ უძვირფასეს საბუთს, რომელიც ისტორიული განვითარების პროცესში, გვიჩვენებს ხალხის ამა თუ იმ ცივილიზაციის დონეს და გზებს, რომლებიც განვლო ხალხმა თავისი კულტურული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ამიტომ ხალხური სამუსიკო საკრავების შესწავლას ფრიად ღრმა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ქართველებისთვის!
ქართველმა ხალხმა, რომლის კულტურაც ჯერ კიდევ წინაისტორიულ ხანაში ჩაისახა და საუკუნეების მანძილზე მსოფლიოს უძველეს კულტურებთან ურთიერთობაში ვითარდებოდა, შექმნა მდიდარი მხატვრული მემკვიდრეობა, რომელიც გმირულად დაიცვა მრავალრიცხოვანი მტრების გამუდმებული თავდასხმების პირობებში. ეს გარემოება მით უფრო აღსანიშნავია, რომ ყოველი ხალხის ღირსება ფასდება არა მარტო ცალკეულ მოღვაწეთა სახელებით, არამედ მატერიალური და სულიერი კულტურის იმ თვალსაჩინო ძეგლებითაც, რომლებიც ხალხმა საუკუნეების მანძილზე შემოინახა. დიდი კულტურული მონაპოვარი ხშირად ისტორიულ ქარტეხილებს ეწირება მსხვერპლად და მისი კვალის აღსადგენად საჭირო ხდება შემოქმედებითი ძიება მეცნიერების ისეთი დარგების გამოყენების საფუძველზე, როგორიც არის არქეოლოგია, ანტროპოლოგია, ეთნოგრაფია და სხვა. მრავალი ათეული წლების მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა მოპოვებული მასალის საფუძველზე ძველი ქართული კულტურის საერთო სახის აღდგენის საშუალება მოგვცეს. წინამდებარე ნაშრომი აღნიშნული საკითხისადმი მიძღვნილი მცირედი ხარკია და მიზნად ისახავს ფართო მკითხველს გააცნოს ძველი ქართული მუსიკალური საკრავები. ჩვენ ძირითადად დავეყრდნობით ძველ ქართულ მწერლობასა და არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ მასალებს, რომელნიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ქართული საკრავების განვითარების გზები, თითოეული მათგანის ადგილი ქართველი ხალხის მუსიკალურ ყოფაში.
საუკუნეთა განმავლობაში ქართველი ხალხი, ეროვნულ სიმღერებთან ერთად, ქმნიდა და ავითარებდა ეროვნულ სამუსიკო საკრავებს, რომლებსაც იყენებდა როგორც ლხინში, ისე გასაჭირის ჟამს. მუსიკა ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების განუყოფელი და თანაარსი მოვლენა იყო. ცხადია, ამან განაპირობა სხვადასხვა სახის მუსიკალური საკრავების განვითარება და მათი გამოყენების მაღალი კულტურა. დროთა განმავლობაში მუსიკალური აზროვნების შესაბამისად საკრავები დახვეწაგანვითარებას განიცდიდნენ. მოძველებულნი კი გზას უთმობდნენ ახალსა და უფრო სრულყოფილ საკრავებს. ცალკეულ შემთხვევაში ამ საკრავთა ზოგიერთი ნაწილი საერთოდ გადიოდა ხმარებიდან. ამჟამად, მოგვეპოვება ქართული საკრავების ბევრი ისეთი სახელწოდება, რომლის ნამდვილი მნიშვნელობა ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინაიდან სახელწოდების ქვეშ მოქცეული რეალური საგანი დიდი ხანია გასულია ყოფიდან. ის ერთგვარი ბუნდოვანება, რომელიც ქართული საკრავების აღმნიშვნელ ტერმინებსა და თვით საკრავებს შორის არსებობს, ერთობ აძნელებს ძველი ქართული საკრავების კვლევა-ძიების საკითხს. ამ მხრივ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ საკრავების მთელი რიგი, რომელიც ნახსენებია ქართულ წერილობით წყაროებში, წინასწარ გარკვევასა და დადგენას მოითხოვს. ჩვენ არ გაგვაჩნია მათ შესახებ უშუალო და პირდაპირი ცნობები, რომლის მიხედვითაც შეიძლება ჭეშმარიტების აღდგენა. ზოგჯერ ისინი ფრესკებზე მინიატურებსა და სხვა ნივთიერ ძეგლებზეა აღბეჭდილი. უფრო ხშირად კი ამ ბედნიერ შემთხვევითობასაც მოკლებული ვართ და ამა თუ იმ საკრავის მხოლოდ სახელწოდებაღა გვაქვს შემონახული.

 

საგალობლები

 

ქართული სასულიერო მუსიკა ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ უძველეს კულტურულ შრეს განეკუთვნება. I საუკუნეში დასავლეთ სქართველოში ქრისტიანობა იქადაგეს ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა. IV საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტიანობა იქადაგა მოციქულთსწორმა წმიდა ნინო კაპადოკიელმა. 337 წლიდან ქრიატიანობა საქართველოს სახელმწიფო რელიგიაა. IV საუკუნეში შეიქმნა მცხეთის (ძველი დედაქალაქი) კათოლიკოსატი. 488 წელს საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო. დოკუმენტური მასალა ადასტურებს, რომ VI საუკუნის ბოლოს მცხეთის კათოლიკოსატის 35 ეპარქიაში ღვთისმსახურება ქართულად აღესრულებოდა.

ქართული სასულიერო მუსიკის ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მდებარე მონასტრებში არსებულ საგანმანათლებლო კერებს. V-VIII საუკუნეებში პალესტინაში და სინას მთაზე ოცამდე ქართული სავანე ყოფილა. მათ შორის გამოირჩეოდა საბა
ათონის ივერთა მონასტერი

განწმენდილის ლავრა. საბას ლავრის დაცემის შემდეგ IX-X საუკუნეებში საგანმანათლებლო მუშაობა გრძელდება ისეთ ცნობილ მონასტრებში, როგორიცაა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში, წმიდა ეკატერინეს მონასტერი სინას მთაზე, ივირონი ათონის მთაზე, პეტრიწონი ბულგარეთში, სადაც ბერძნულიდან ითარგმნებოდა და და იმავდროულად იქმნებოდა ორიგინალური ქართული ლიტურგიკული და ჰიმნოგრაფიული ძეგლები. ქართული ხელნაწერები ასახავენ ბიზანტიური და ქართული სასულიერო პოეზიისა და მუსიკის ტრადიციას მოყოლებული VI საუკუნიდან და შეიცავენ ადრებიზანტიური ღვთისმსახურების ამსახველ იშვიათ მასალას.

ბუნებრივია, რომ ქართული სასულიერო მუსიკა თავდაპირველად ბიზანტიურ ტრადიციებს ეყრდნობოდა და ქართულ საეკლესიო გალობას პირდაპირი კავშირი ჰქონდა ბიზანტიურ სამგალობლო პრაქტიკასთან. საწყის ეტაპზე ფსალმუნური ელემენტი იყო წამყვანი, რაც კარგად ჩანს უძველესი იადგარის (ტროპოლოგიონის) ადრინდელ ნუსხებშიც. ჰიმნოგრაფია საქართველოში არაუგვიანეს VII საუკუნისა იწყება. რვა ხმის სისტემის დაკანონების შედეგად მუსიკოსი-ჰიმნოგრაფები, რომელთაც მეხელები ეწოდებოდათ, ბერძნულიდან თარგმნიან ჰიმნოგრაფიულ კანონებს და კანონიკურ ჰანგს ადებენ ტექსტს. ღვთისმსახურების ქართული პრაქტიკის სიძველეზე მიუთითებს ის გარემოება, რომ კანონს აქ გალობანი ეწოდება, ვინაიდან მისი საფუძველია ბიბლიური გალობანი. ბერძნულისაგან განსხვავებით ქართულ პრაქტიკაში თითოეული გალობა (ოდა) სახელდებულია უძველესი ბიბლიური ჰიმნების საწყისი სიტყვებით.

ქრისტიანულ გალობას საქართველოში დახვდა წარმართული მრავალხმიანი განვითარებული ვოკალური მუსიკა, რომლის ნიმუშებმა დღემდე მოაღწია. ცხადია, რომ ერის ცნობიერებაში არსებულმა მუსიკალურმა ტრადიციებმა – მრავალხმიანობამ, კილოურმა სისტემამ, პოლიფონიური ფორმებით აზროვნების პრინციპმა თანდათან შეაღწია ბერძნული ჰანგის მატარებელ საგალობელში. განსაკუთრებით ეს პროცესი უნდა გააქტიურებულიყო რიტმული პოეზიის ნიმუშების ბერძნულიდან თარგმნის პროცესში, ბერძნული (ტონური) და ქართული (სილაბური) ენების განსხვავებული სტრუქტურების გამო, რამაც ძლისპირის ჰანგის გაქართულება მოითხოვა. მკვლევარები თვლიან, რომ ქრისტიანობის მიღებასთან ერთად ღვთისმსახურების ქართულ პრაქტიკაში დამკვიდრებული ერთხმიანი ბერძნული გალობა არაუგვიანეს X საუკუნისა შეიცვალა ქართული გალობით. ამის დასტურია პირველ ყოვლისა ნევმირებული იადგარები (Xს.), სადაც სამუსიკო ნიშნების დამოუკიდებელი სისტემაა გამოყენებული და აგრეთვე უკანასკნელ დროს გიორგი მთაწმიდლის პარაკლიტონში (XIს.) აღმოჩენილი ანდერძ-მინაწერი, სადაც იგი პირდაპირ მიუთითებს ძლისპირზე ქართული ავაჯის დადების შესახებ.

უძველეს ქართულ ჰიმნოგრაფიულ ძეგლებში დაცულია საგალობელთა სახელწოდებები (მათ შორის: დასდებელი, წარდგომა, იბაკო, უფალო ღაღადვყავი, ოხითა, სტიქარონი) და ქართული მუსიკალურ-ლიტურგიკული ტერმინები, რომლებიც პირველად ქართულ ლექციონარში ფიქსირდებიან (VIIს.) და დღესაც იხმარებიან ღვთისმსახურებაში. მათ შორის: მიმოგდებით გალობა (ანტიფონური გალობა), წართქმა (რეჩიტატივი) და სხვა. ჰიმნოგრაფიული კრებულის ერთ-ერთ ადრინდელ ნაირსახეობად ღვთისმსახურების ქართულ პრაქტიკაში ჩანს იადგარი (დღემდე მოღწეულია VIII-X საუკუნეების ნუსხების სახით), რომელშიც ერთიანდებოდა სხვადასხვა ლიტურგიკული დანიშნულების ჰიმნები – მათ შორის მარხუან-ზატიკის, ოქტოიხოსის, პარაკლიტონის. შვიდეულის დღეებისათვის განკუთვნილ ჰიმნოგრაფიულ კრებულს ქართულ პრაქტიკაში პარაკლიტონი ეწოდება. მისი შემადგენელი ნაწილებია ხმანი (შვიდეულის საგალობლები 4 ძირითად ხმაზე) და გუერდნი (შვიდეულის საგალობლები 4 დამხმარე ხმაზე). დიდმარხვის საგალობელთა წიგნს ეწოდება მარხუანი, აღვსების პერიოდისას კი ზატიკი. VIII საუკუნის ძეგლებში დასტურდება საგალობლის შესრულების დღეისათვის არსებული ყველა ძირითადი ფორმა: რესპონსორული გალობა (ფსალმუნთა კითხვის დროს), ხმის მიმოგდებით (ანტიფონური) გალობა და გარდამოთქმა (რეჩიტატიული გალობა). ქართულმა ეკლესიამ ზოგადქრისტიანული ღვთისმსახურების პრაქტიკიდან საგალობელთა ტრადიციული ჟანრები მიიღო, მაგრამ ამასთან ერთად, შექმნა და საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა ქართული სახელწოდებები, რომლებიც აზუსტებენ ამა თუ იმ საგალობლის ფუნქციას და მის ადგილს მსახურებაში (ოხითა, დასდებელი, ძლისპირი და სხვ.)
მიქაელ მოდრეკილის ხელნაწერი


X საუკუნის საგალობლების კრებულებში პირველად ჩნდება ნევმური ნოტაცია, რომლის სემიოგრაფია და ტექსტზე განთავსება განსხვავდება თანადროული პალეობიზანტიური ნევმური სისტემისაგან და ქართული ნევმური დამწერლობის აუთენტურობაზე მიუთითებს. ნევმების ეს სისტემა (ისევე, როგორც პალეობიზანტიური) გაშიფრული არ არის და ამიტომ ძნელია საგალობელთა ჰანგის რაგვარობის დადგენა. თუმცა, აშკარა სხვაობა თანადროულ, ლიტურგიკული ფუნქციის მხრივ ადექვატურ ბერძნულ და ქართულ ნევმირებულ ძეგლებს შორის გვაფიქრებინებს, რომ ამ დროის ქართული საგალობელი დამოუკიდებელ კილოზეა აგებული. გარდა ამისა, ქართული საგალობელი მრავალხმიანია, ბერძნული კი ერთხმიანი. ვინაიდან მრავალხმიანობა ქართველი ერის ცნობიერების განუყოფელი ნაწილია, მისი სამუსიკო აზროვნების ძირითადი ფორმაა, ამიტომ სავსებით ბუნებრივია, დროთა განმავლობაში იგი გამიჯნოდა ერთხმიან ბერძნულ გალობას და თავისათვის ორგანული მრავალხმიანი გალობა დაემკვიდრებინა ღვთისმსახურებაში. G

განსაკუთრებულ აღმავლობას ორიგინალური ქართული ჰიმნოგრაფია X-XII საუკუნეში ტაო-კლარჯეთსა და ათონზე მოღვაწე ჰიმნოგრაფთა შემოქმედებაში აღწევს. სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება მიქაელ მოდრეკილის ცნობილი ნევმირებული იადგარი, სადაც თავმოყრილია მის მიერ შეკრებილი უცხო და ქართველი ავტორების საგალობლები. XI საუკუნით თარიღდება გიორგი მთაწმიდელის უნიკალური “თთუენი ათორმეტნივე სრულად ღმრთივბრწყინვალედ”, რომლის მსგავსი კრებული სრულყოფილების მხრივ ბერძნულ პრაქტიკაშიც არ ყოფილა.

ნევმური დამწერლობა გვხვდება XVIII საუკუნის ხელნაწერებში და შენარჩუნებულია XX ს. დასაწყისამდე. ქართული გალობის ფიქსირების კიდევ ერთ სისტემას წარმოადგენს ჭრელი, სადაც საგალობლის ჰანგი ვერბალურადაა განმარტებული. ჭრელის სისტემა პირველად ერთ უზარმაზარ კრებულად გაერთიანებულ, ყველა მსახურებისათვის განკუთვნილ საგალობელთა კრებულში, ე.წ. გულანში ჩნდება XVII საუკუნეში და მომდევნო ორ საუკუნეშიც ინარჩუნებს არსებობას. დამწერლობის მესამე ტიპი, რომელიც ღვთისმსახურების ქართულ პრაქტიკაშია დაფიქსირებული, ეკფონეტიკური ნიშნების სისტემაა. საქართველოში დაცულია უძველესი ბერძნული ტაბულის (ჩოდ. Lეიმონ 38) თანადროული ეკფონეტიკური ნიშნების ტაბულები გელათის სახარებასა (XIIს.) და შიო მღვიმის ტიპიკონში (XIIIს.)

იმის გამო, რომ ქართველ წმინდანთა დასიდან ბერძნულ ეკლესიაში მხოლოდ რამდენიმე იქნა შეტანილი, ქართულმა ეკლესიამ თვითონ მოახდინა წმინდანთა კანონიზაცია. ამან კი ბიძგი მისცა წმინდანებისადმი მიძღვნილი ჰიმნების შექმნას. წმინდანთა შესხმის საგალობელთა კრებულს ქართულ პრაქტიკაში მინასიპი ეწოდება.

განვითარების გზაზე ქართულ სასულიერო მუსიკას ბევრი სირთულე შეხვდა. პირველ ყოვლისა ეს იყო გაუთავებელი ომები მუსლიმურ გარემოცვაში მყოფი ქრისტიანული ქვეყნისა თავისი რწმენისა და ტრადიციების გადასარჩენად. არც ქრისტიანულ რუსეთთან შეერთებამ (1801 წელს) გამოიღო სასურველი შედეგი, ვინაიდან გაუქმდა მრავალსაუკუნოვანი ავტოკეფალია (1811 წელს) და დაიწყო გართული გალობის დევნა. ქართულ ენაზე და ქართულ კილოზე გალობა თითქმის მთლიანად აიკრძალა საქართველოს ეკლესიებში. ღუსეთში მომხდარი რევოლუციის შედეგად 1917 წელს აღდგა სახელმწიფოებრიობა და ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, მაგრამ ახალმა იდეოლოგიამ ბრძოლა გამოუცხადა ეკლესიას, რამაც საგრძნობლად შეაფერხა ქართული გალობის შემდგომი განვითარება. მხოლოდ “პერესტროიკის” დროს დაწყებულმა პროცესებმა, შემდეგ კი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენამ პირობები შექმნა იმისათვის, რომ ქართული გალობა დაბრუნებოდა თავის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს.

ქართული გალობის განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენს მისი მრავალხმიანი ბუნება. ქართული საგალობელი მხოლოდ და მხოლოდ სამხმიანია. გალობის შემადგენელი ხმების სახელწოდებები – მზახრ, ჟირ და ბამ პირველად დაფიქსირებულია XI საუკუინის ძეგლში (ავტორი იოანე პეტრიწი). მრავალხმიანობა სასულიერო მუსიკაში ქართული ხალხური მუსიკალური ტრადიციიდან მომდინარეობს და რთულ პოლიფონიურ ფორმებში ვლინდება. საუკუნეთა განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბდა სხვადასხვა სამგალობლო სკოლები, რომელთაც შექმნეს თავისი ტრადიციები, თავისებური კილო გალობისა. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ რვა ხმის სისტემაში, ერთი ხმის ფარგლებში საგალობელთა ცალკეულ ჟანრებს საკუთარი კანონიკური ჰანგი გააჩნიათ. კანონიკური მელოდია ყოველთვის ზედა ხმაშია მოცემული დანარჩენი ხმები შემბანებლები, ანუ შემხმობარები არიან ძირითადი კანონიკური ჰანგისა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უაღრესად ძლიერია ზეპირი გადაცემის ტრადიცია (სწორედ ამის წყალობით მოაღწია დღემდე წარმართობის დროინდელმა ქართულმა სიმღერებმა), ისტორიულმა გარემოებებმა მოითხოვა ქართული გალობის ხუთხაზიან სისტემაზე გადატანა. XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო საგალობლების ინტენსიური ჩაწერა, რამაც დაკარგვას გადაარჩინა ასობით უნიკალური ნიმუში. ეს საგალობლები ამჟამად საქართველოს სახელმწიფო ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული.

 

 

 

 ფილმები ბუნებაზე

ეროვნული საგანძური

მანძილი თბილისიდან

თბილისი IV საუკუნე

       

ელეკტრონული წიგნები

ქართული ფილმები

დაცული ტერიტორიები

ძველი თბილისი

       

ვირტუალური ტური

მსოფლიო დრო

საქართველოს ციხეები

ცნობილი ქართველები

ჩანახატები

პოეზია 

ოლკლორი

გალერეა

       

კულტურული რუქა

Online რუქები

ქართული სუფრა

ვარდების რევოლუცია

       

ოკუპაციის მუზეუმი

ტოპო რუქები

ქართული დიალექტები

ქართული მეგზური

       

რაიონული კოდები

ქართული ფონტები

საქართველოს მეფეები

პატრიოტული კლიპები

 

ჩვენი გვერდი მხარდაჭერილია შემდეგი ბროუზერებით:

 

 

ჩვენი საიტის საყურებლად გადმოწეროთ

Macromedia Flash

3 3

  ვალუტის კურსი

 

  ამინდი

 

 

როდესაც სიყვარულის ძალა გადააჭარბებს ძალასადმი სიყვარულს - მსოფლიოში მშვიდობა დაიბატონებს

Skype Me™! დაგვირეკე

გადავარჩინოთ საქართველო

რადიო IRS

სასიყვარულო ფორუმი

მე მიყვარს თბილისი

ბმულები

დოკუმენტური ფილმები

ქართული  დოკუმენტალისტიკა

რეკლამა