საქართველოს პატრიოტული მეგაპორტალი

ერთისთვის ყველა და ყველასათვის ერთი - ჩვენ ვაშენებთ სახლს!  

 

 

თბილისი   მოსკოვი   პარიზი   ლონდონი   ნ.იორკი   პეკინი   ტოკიო

 

 

ჩვენს დაარსების დღიდან 5 ივნისი, 2003 წლის, გავიდა  დღე

  პრობლემები
 
ბაქო-ჯეიჰანი
მტკვარი-არაქსი
შავი ზღვა
გლობალური დათბობა
აუდაბნოება
ჯავახეთის ტყეები
სახიფათო ნარჩენები
სეისმოლოგია
ჩერნობილი
  ეკოლოგია
გარემო
ითელი წიგნი
მცენარები
რელიეფი
ფლორა და ფაუნა
ნიადაგები
ბიომრავალფეროვნება
ბუნებრივი რესურსები
ეკოსისტემა
ეკო-კალენდარი
  საქართველო
საბრძოლო ხელოვნება
კანონმდებლობა
არქიტექტურა
კულტურა
ქვეყნის შესახებ
ისტორია
კულტურული მემკვიდრეობა
გეოგრაფია
ხალხური მუსიკა
ხელოვნება
პატრიარქი
არქეოლოგია
ლეგენდები
სამოგზაუროდ
უსაფრთხოების კონცეპცია  
  ჯამრთელობა
რეცეპტები/სამზარეულო
სასარგებლო ლინკი
მედიცინა
ოროსკოპი
დიეტები
დაავადებები

 

 

აქტივობა ფეისბუქში

 

 

1 1
1 1

რეცეპტები - კულინარია  Share

 

 

ჩაქაპული

ჩახოხბილი

ელარჯი

ხინკალი

კუბდარი

ლობიანი

მწვადი

შქმერული

საცივი

იმერული ხაჭაპური

 

ჩაქაპული

 

შემადგენლობა
ბატკანი - 2 კგ
ხახვი - 1 თავი
ღვინო თეთრი - 500 მლ
კინძი - 4 კონა
ოხრახუში - 4 კონა
ტარხუნა - 6 კონა
წიწმატი - 2 კონა
შავი წიწაკა - გემოვნებით
ძმარი - 1 ს/კ
ტყემალი - 1 ჭიქა
მარილი - გემოვნებით
მწვანე ხახვი - 4 კონა
მომზადება
ჩაქაფული არის ქართული საგაზაფხულო კერძი. ჩაქაფულში არის მწვანილის მრავაფეროვანი სახეობა. ერთერთი მთავარი ტარხუნაა, რომელიც ძალიან უხდება ბატკნის ხორცს. კლასიკური ჩაქაფული კეთდება ბატკნის ხორცისგან.ასევე შეიძლება გავაკეთოთ ხბოს ხორცისგანაც. ჩაქაფულს ხშირად აკეთებენ გაზაფხულზე, ბუნებაში, ეკლესიური დღესასწაულების დროს.
მწვანილი კარგად გავრეცხოთ,
გადავარჩიოთ და დავჭრათ. ოხრახუში, კინძი და მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ.
თავი ხახვი დავჭრათ მრგვალად.
ტარხუნას მოვაცალოთ ღეროები, დავტოვოთ მხოლოდ ფოთლები.
ჩაქაფულისთვის საჭიროა ბატკნის უკანა ნაწილის ნაჭერი. ხორცი გავრეცხოთ და დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად.
ხორცს მოვაცალოთ ქონი, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და ჩავყაროთ ქვაბში. შევბრაწოთ სანამ ქონი არ გადნება. შებრაწული ქონის ნაჭრები ამოვიღოთ და გამდნარ ქონში ჩავყაროთ ხორცი. 15 წუთის შემდეგ ჩავყაროთ დაჭრილი 1 თავი ხახვი. ჩავშუშოთ სანამ სითხე არ აორთქლდება.
როგორც კი სითხე აორთქლდება, ქვაბში ჩავასხათ ღვინო და გავაგრძელოთ ხარშვა. თანდათან დავამატოთ მწვანილი, ჩავყაროთ ტყემალი და გავაგრძელოთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე.
ვხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ მწვანილი არ დარბილდება და გამუქდება. დავაყაროთ მარილი და ძმარი გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით!

ჩახოხბილი

შემადგენლობა
ქათამი - 1 ცალი
ხახვი - 6 თავი
პომიდორი - 700 გრ (ან 1 ჭიქა ტომატ-პიურე)
კარაქ - 50 გრ.
ქინძი - გემოვნებით
ოხრახუში - გემოვნებით
რეჰანი - გემოვნებით
ქონდარი - გემოვნებთ
კამა - გემოვნებით
წიწაკა - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
მომზადება
ქათამი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ,
დავჭრათ,
ჩავდოთ ქვაბში და მოვშუშოთ.
ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ კარაქში,
დავამატოთ ქათამს, მოვაყაროთ მარილი.
პომიდორი გავრეცხოთ, გავფცქვნათ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად და ისიც დავამატოთ ქათამს,

ვხარშოთ მზადყოფნამდე. ხარშვის ბოლოს კერძს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში,
რეჰანი, ქონდარი, კამა, წიწაკა.

ელარჯი

შემადგენლობა
სიმინდი - 1 ჭიქა (მსხვილად დაფქვილი)
სიმინდის ფქვილი - 4 ს/კ
სულგუნი - 600-700 გრ
წყალი - 4 ჭიქა
მომზადება
თუნუქის ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ მსხვილად დაფქვილი სიმინდი და როგორც კი ადუღდება დაუკლოთ ცეცხლს. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე სანამ კარგად არ მოიხარშება. შემდეგ დავამატოთ სიმინდის ფქვილი და ჩქარ-ჩქარა ავურიოთ, რომ არ მიიწვას.
გავაგრძელოთ ხარშვა და ვურიოთ სანამ კარგად არ გასქელდება, უმი ფქვილის გემო არ უნდა იგღძნობოდეს.
შემდეგ დავამატოთ ყველი, კარგად ავურიოთ, რომ განაწილდეს. ელარჯი ვხარშოთ სანამ ყველი კარგად არ გადნება.
გემრიელად მიირთვით!

იმერული ხაჭაპური

თასში მოვათავსოთ 500 გრამი პურის ფქვილი +2 ცალი კვერცხი (ცილაც და გულიც) +0,5 ლიტრი მაწონი (ნატურალური იოგურტი, აჭრილი რძე, არაჟანი, ან უბრალოდ რძე) + 1 ჩაის კოვზი სოდა +1 სუფრის კოვზი ძმარი + 200 გრამი გამდნარი კარაქი ან მარგარინი (ზეთიც შეიძლება) დანის წვერით მარილი. მოვზილოთ რბილი (არაჟნის სისქის) ცომი.
მოვამზადოთ ყველი:
დავფშვნათ 800 გრ. ყველი ( საუკეთესოა მოცარელასა და ფეტას ნარევი, მაგრამ პოლონეთის შემთხვევაში შეიძლება ser twarogowy tłusty, ან twaróg ასევე tłusty-იც არ�ქი ან მარგარინი). კარგად ავურიოთ.
დიდ დაფაზე c309;აყაროთ 200 გრამამდე ფქვილი და მომზადებული ცომი ამ ფქვილზე გადმოვიღოთ და კარგად სევაზილოთ ეს ფქვილი. ოდნავ გავაბრტყელოთ და მომზადებული ყველი ჩავდოთ შუაში.მოვუკრათ თავი და გადავიტანოთ ცხელ ცხიმწასმულ ტაფაზე. ახლა უკვე გავაბრტყელოთ მტელი ტაფის ზომაზე და შევდგათ კატგად გახურებულ ღუმელში. გამოვაცხოთ 200 - 220 გრადუს ტემპერატურაზე კარგად დაბრაწვამდე. გამოღებამდე 2-3 წუთით ადრე გადავუსვათ კარაქი.
ცხლადვე მიიტანეთ სუფრაზე.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ყველს წარმატებით სცვლიან ლობიოთი, კარტოფილით, ისპანახიოთა და სხვა ბოსტნეულით. ამ შემთხვევაში ცომი იგივეა, მხოლოდ შიგთავსი იკაზმება ხახვით, ნივრით, წიწაკითა და სხვადასხვა სუნელით.

კუბდარი

მასალა:
* 300 გრ. ოდნავ ამოყვანილი მაგარი ცომი
* 250 გრ. ნაკლებცხიმიანი ხბოს რბილი ხორცი
* 100 გრ. ხახვი
* 5 გრ. წიწაკა
* 15 გრ. სვანური მარილი
* ცოტაოდენი ძირა
მომზადების წესი:
დავჭრათ ხორცი წვრილ კუბიკებად. დავჭრათ ხახვი წვრილად და შევურიოთ ხორცს სვანურ მარილთან და ძირასთან ერთად (მარილი და წიწაკა გემოვნებით). გავაბრტყელოთ ცომი, მიღებული მასა მოვათავსოთ გაბრტყელებულ ცომში, მოვუკრათ თავი და ისევ გავაბრტყელოთ. გაბრტყელების შემდეგ ცომის თავი გავხსნათ. ეს იმიტომ, რომ ცომი არ გაიბეროს. შემდეგ მოვათავსოთ ღუმელში და გამოვაცხოთ.გემრიელად მიირთვით.

ლობიანი

შემადგენლობა
რძე - 0.5 ლ
წყალი - 0.5 ლ
საფუარი - 15 გრ
შაქარი - 1 ჩ/კ
მარილი - 1 ჩ/კ
ზეთი - 3 ს/კ
ფქვილი - 2 კგ
ლობიო - 1 კგ
შავი წიწაკა - გემოვნებით
ქონდარი - 2 ჩ/კ
მომზადება
ჩვენი ერთგული მომხმარებლის თხოვნით ვდებთ ლობიანის რეცეპტს.
ეს არის კლასიკური ლობიანის რეცეპტი
ცომის მომზადება:
საერთოდ ლობიანის ცომს აკეთებენ წყალზე, მაგრამ მე დაგიწერთ რეცეპტს რძის დამატებით. გამოდის უფრო გემრიელი.
შევურიოთ ერთმანეთს თბილი წყალი და თბილი რძე 1:1 (უნდა გამოვიდეს 1 ლიტრი) დავამატოთ 1 ჩ/კ საფუარი,შაქარი და მარილი, კარგად ავურიოთ.
დავაყაროთ ფქვილი, ავურიოთ და დავტოვოთ ცოტა ხნით, რომ ამოვიდეს. საკმაოდ ჩქარა ამოდის. როცა ცომი ამოვა დავამატოთ დანარჩენი ფქვილი, ჩავასხათ 2 ს/კ ზეთი და მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა გამოვიდეს ელასტიური. კიდევ ერთხელ დავტოვოთ ცომი, რომ ამოვიდეს.
სანამ ცომი ამოდის მოვამზადოთ გულსართი.
მოვხარშოთ ლობიო. როცა მოიხარშება ჩავყაროთ საცერში და გავავლოთ ცივი წყლის ქვეშ.
მოხარშული ლობიო გავატაროთ ხორცის მანქანაში, ან დავჭყლიტოთ. დავამატოთ მარილი, ქონდარი წიწაკა და ყველაფერი კარგად ავურიოთ.
ტაფაზე დავყაროთ დაჭრილი ღორის ქონი ან ბეკონი და შევბრაწოთ.
გამდნარი ქონი ჩავასხათ ლობიოში და კარგად ავურიოთ.
ცომი ამოვიღოთ და გავყოთ 12 ნაწილად. დავამრგვალოდ და დავტოვოთ ცოტა ხნით რომ ამოვიდეს.
ამის შემდეგ გავაბრტყელოთ,
ჩავდოთ გულსართი
და შევკრათ როგორც ხინკალი.
ლობიანის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 1 სანტიმეტრს.
შევწვათ ლობიანი ორივე მხრიდან გაცხელებულ ტაფაზე,
სასურველია არანაირი ცხიმი არ ვიხმაროთ. ცეცხლი უნდა იყოს დაბალი.
როცა შეიბრაწება ამოვიღოთ თეფშზე და ცავუსვათ კარაქი.
გემრიელად მიირთვით!

მწვადი

მწვადი ბეკონში ბეკონში შეხვეული მწვადი ბეკონიანი მწვადი
შემადგენლობა
ხბოს ხორცი - 1200 გრ
მარილი - 1 ჩ/კ
ბეკონი - 350 გრ
ხახვი - 2 ცალი
შავი წიწაკა - 1 ჩ/კ
მომზადება
ხორცი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად.
დავაყაროთ ხახვი , წიწაკა და დავასხათ ლიმონის წვენი. დავდგათ გრილ ადგილას მინიმუმ 12 საათით, რომ ხორცი კარგად დარბილდეს.
ბეკონი თხლად დავჭრათ. შევახვიოთ ბეკონის ნაჭრებში ხორცი. ჩამოვაცვათ შამფურზე და შევბრაწოთ ნაკვერჩხალზე.
გემრიელად მიირთვით!

საცივი

ინდაური ან ქათამი - 1 ცალი (2.5 კილო);
ხახვი - 3-4 თავი;
ნიგოზი - 400 გრ;
ნიორი - 6-8 კბილი;
კვერცხი - 1 ცალი (სურვილისამებრ');
ძმარი - 1 სადილის კოვზი (სიმაგრეს გააჩნია);
მარილი, წიწაკა - გემოვნებით;
საკმაზი - ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი - გემოვნებით (დამოკიდებულია მათ სიახლეზე და არომატულობაზე)
მიხაკის თესლი - 5 ცალი;
ინდაური ჯობია "დედალი" შეარჩიოთ, რადგან მამალს უფრო მაგარი და მუქი ხორცი აქვს. ინდაურის ნაცვლად შეიძლება ქათამი გამოიყენოთ; ასევე, შესაძლებელია ცალკე გულ-მკერდის ხორცი დაამატოთ;
ინვენტარი - დიდი ქვაბი, რამდენიმე ჯამი;
მომზადების დრო: 2-3 საათი; სასურველია მომზადდეს წინა დღით, რათა ხორცი და საკმაზი ერთ გემოზე "მოვიდეს".
მომზადების წესი
გარეცხეთ და გაასუფთავეთ ინდაური;
ინდაური ჩადევით ქვაბში, ჩაამატეთ დაფნის ფოთოლი, წიწაკა, მიხაკის თესლი. დაასხით წყალი, ისე რომ დაფაროს, შედგით მოსახარშად, პერიოდულად მოხადეთ ქაფი;
მოხარშვის შემდეგ ამოიღეთ ინდაური, მოაყარეთ მარილი და დადგით გასაცივებლად. შემდეგ აქენით ნაჭრებად. (მე ძვლებს სულ ვაცლი და მხოლოდ რბილობს ვტოვებ);
დაჭერით ხახვი წვრილად ან დააბლენდერეთ, ჩაყარეთ ქვაბში, ამ ქვაბშივე ჩაასხით ბულიონიდან მოხდილი ცხიმი და თუშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, ხშირად მოურიეთ, თუ საჭიროა, პერიოდულად ამატეთ ბულიონის წვენიც. დაახლოებით 1 საათია საჭირო, რომ ხახვი ჩარბილდეს და ერთიან მასად იქცეს;
გახეხეთ ნიგოზი წვრილად;
გაარჩიეთ და დანაყეთ ნიორი და წიწაკა (თუ უკვე დაფქული არ არის), მარილთან ერთად;
გადაიტანეთ ჯამში, აურიეთ სხვა სუნელები და გადაზილეთ;
ბულიონი დაახოებით 1.5 ლიტრის ოდენობით გაწურეთ და შედგით დაბალ ცეცხლზე, ჩაამატეთ ნიგოზი და სუნელები, პერიოდულად ურიეთ, საჭიროა გემოს გასინჯვაც, პერიოდულად, რათა რაც აკლია - მარილი, ხმელი ქინძი, ნიორი რომ შეამატოთ;
როცა ადუღებას დაიწყებს, შეურიეთ ძმართან ერთად კარგად გათქვეფილი კვერცხი, მუდმივად ურიეთ ამ დროს (კვერცხის დამატება არ არის აუცილებელი... თუმცა, თუ თხელი გამოგივიდათ წვენი, მაშინ შესქელებას შეუწყობს ხელს);
საბოლოოდ, კიდევ გასინჯეთ საცივის წვენი, თუ ყველაფერი თქვენს გემოვნებაზე აქვს, მარილი ცოტა მეტიც უნდა ქონდეს, რადგან ხორცი შეიწოვს - მაშინ გადმოდგით ცეცხლიდან;
ხორცის ჩამატების ორი მეთდია - . ერთი წვენიან ქვაბში ჩაუშვათ ხორციც და კიდევ 10 წუთი იხარშოს და შემდეგ გამორთეთ ცეცხლი; ან 2. წინასწარ გამზადებულ ღრმა თეფშებში გაანაწილეთ ხორცი და ზემოდან დაასხით წვენი (ანუ, ხორცი წვენთან ერთად არ იხარშება);
სუფრასთან მიიტანეთ ლამაზი, ღრმა ჯამებით; მე სილამაზისთვის წითელ დაფქულ წიწაკას, ან ყვითელ ყვავილს ვაყრი; თუმცა, ტრადიციულად ნიგვზის ზეთი შეგიძლიათ მოაწუწუთ.

შქმერული

ოკ ენდე თქვენ კიდე ერთი, გუშინ გავაკეთე და ახუიტელნია :D
ქათამი + არაჟანი = ლოვე
იღებთ ქათმის ძუძუებს (ერთი 4 ცალი), ჭრით კუბიკებად, მარილი-პილპილი და წვავთ ზეთსა და კარაქში. ოღონდ ისე არ ქნათ, რომ დაცურავდეს. ეს რომ შეიწვება :
იღებთ არაჟანს, ერთი დიდი ქილა დაახლოებით. იღებთ საშუალო ზომის ხახვს თავს და ჭრით პატარ-პატარა ნაჭრებად. ურევთ ამას არაჟანში. ამატებთ წითელ წიწაკას (დაფქულს იასნია), და ისევ ურევთ. მერე ამ არაჟანს გადაუსმევთ ქათამს და შედგავთ დუხოვკაში 20-25 წუთით. ნუ წურჭელი უნდა იყოს შესაბამისი, ქე რომ დუხოვკაში შეიძლებოდეს შედგმა.
ამის გარნირი:
დუხოვკაში შემწვარი კარტოფილი კარაქით და როზმარინით.
ამას რომ გაამზადებთ და შეჭამთ, მულტიორგაზმი გარანტირებული გაქვთ.

ხინკალი

შემადგენლობა
ღორის ხორცი - 1 კგ (ან ცხვრისხორცი)
ხახვი - 5 თავი
კვერცხი - 1 ცალი
მწვანილი - გემოვნებით
პილპილი - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
მომზადება
ღორის ან ცხვრის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად და გავატაროთ ხორცის მანქანაში. მანდვე გავატაროთ ხახვი. ხორცის ფარშს შევურიოთ: პილპილი, მარილი,ოხრახუში, ქინძი, ქონდარი. დავამატოთ თბილი წყალი (დაახლოებით 1 ჭიქა)
ცომი უნდა მოვზილოთ მაგარი. ნახევარ ლიტრ წყალში ჩავყაროთ მარილი, დავამატოთ კვერცხი და ფქვილი. კარგად მოვზილოთ, დავაბრტყელოთ.
ჭიქით გამოვჭრათ რგოლები და ისინიც გავაბრტყელოთ.
თითოეულ ცომზე დავაწყოთ 1 ს/კ ხორცი, შემოვუკეცოთ ნაპირები, რაც შეიძლება წვრილი ნაოჭებით.
ხინკლები ჩავყაროთ ადუღებულ მარილიან წყალში.
როცა ყველა ხინკალი ამოტივტივდება, ვადუღოთ კიდევ 5 წუთი. ამოვაწყოთ ხინკლები თეფშზე, ისე რომ არ დაიხას. მოვაყაროთ პილპილი.
გემრიელად მიირთვით!

 

მანძილი თბილისიდან

Online წიგნები

ქართული ფილმები

ციხესიმაგრეები

დაცული ტერიტორიები

ცნობილი ქართველები

პოეზია

ფოლკლორი

საეკლესიო კალენდარი

მოგზაურთა ნარკვევი

თანამგზავრული რუქა

ქართული სუფრა

ოკუპაციის მუზეუმი

ტოპოგრაფია

ჩვენი დიალექტები

მულტფილმები

ქართველი მეფეები

პატრიოტული კლიპები

ქართული წიგნები

ვიქეიფოთ ერთად

კონცერტები

ჩანახატები

ქართლის ცხოვრება

ქართული ძეგლები

მარშრუტები

ეროვნული საგანძური

გენეოლოგია

 

 

ჩვენი გვერდი მხარდაჭერილია შემდეგი ბროუზერებით:

 

 

ჩვენი საიტის საყურებლად გადმოწეროთ

Macromedia Flash

3 3

 

  ვალუტის კურსი

 

  ამინდი

 

 

როდესაც სიყვარულის ძალა გადააჭარბებს ძალასადმი სიყვარულს - მსოფლიოში მშვიდობა დაიბატონებს

Skype Me™! დაგვირეკე

გადავარჩინოთ საქართველო

რადიო IRS

სასიყვარულო ფორუმი

დირექტორია

ქართული ინტერნეტი

მე მიყვარს თბილისი

ბმულები

დოკუმენტური ფილმები

ქართული  დოკუმენტალისტიკა

რეკლამა