|
რელიეფი Share
საქართველო გამოირჩევა რთული რელიეფით, რასაც განაპირობებს პირველ
რიგში მისი გეოტექნიკური მდებარეობა.
ოროგრაფია
საქართველოს ძირითადი, ანუ პირველი თანრიგის, ოროგრაფიული ერთეულები
მსხვილი ალპური მორფოსტრუქტურიანი ნაწილებია. ეს ერთეულებია: 1.
კავკასიონის მთიანეთი, 2. კავკასიონის მთიანეთშორისი ბარი, 3. მცირე
კავკასიონის მთიანეთი, 4. სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთი. საქართველოს საზღვრებში შედის კავკასიონის შუა ნაწილი (უმთავრესად
სამხრეთი კალთა), ამიერკავკასიის მთიანეთშორისი ბარის, მცირე
კავკასიონისა და ამიერკავკასიის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილები.
ჰიფსომეტრიული ნიშნულები რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნულიდან (შავი ზღვის
ნაპირი) 5068 მ-მდე (მწვერვალი შხარა) ცვალებადობს. სიმაღლეთა სხვაობა
კავკასიონის მწვერვალებსა და უახლოეს (სწორხაზობრივად 9-16 კმ
დაშორებულ) დასახლებულ პუნქტებს შორის ზოგან 3000 მ სჭარბობს (მწვერვალი
დომბაი-ულგენი - სოფ. აჟარა, შხარა - სოფ. უშგული, ბურჭულა - ჭიორა,
მყინვარწვერი - დაბა ყაზბეგი, ხოლო დარიალში, 9 კმ მანძილზე 3500 მ
აღწევს (მყინვარწვერი - სოფ. გველეთი). ანტიკავკასიონზე, რომელიც
მოიცავს მცრე კავკასიონსა და ამიერკავკასიის ზეგანს, 1600 მ (მწვერვალი
დიდი აბული - ახალქალაქი). საქართველოს ზედაპირის საშუალო აბსოლუტური
სიმაღლეა 1508 მ (აღმოსავლეთ საქართველოში 1691 მ, დასავლეთ
საქართველოში - 1314 მ)
საქართველოს მთიანეთშორისი
ბარი
საქართველოს
მთიანეთშორისი ბარი ლიხის ქედით 2 მთავარ ოროგრაფიულ ნაწილად იყოფა -
კოლხეთის ბარად და ივერიის ბარად. ორივე ნაწილი ძირითადად
ვაკე-ბორცვიან რელიეფს უკავია, მაგრამ ზოგიერთი უბანი დაბალი და
საშუალმთიანია. მათი საერთო დახრილობა ურთიერთსაწინააღმდეგოა - პირველი
დახრილია დასავლეთისაკენ (შავი ზღვისაკენ), მეორე კი აღმოსავლეთისაკენ
(მტკვარ-არაქსის დაბლობისა და კასპიის ზღვისაკენ.
კოლხეთის ბარში შედის კოლხეთის დაბლობი ვაკე და მასზე ჩრდილოეთიდან და
სამხრეთიდან მიკრული გორაკ-ბორცვიანი ზოლები მათი შემაერთებელი
იმერეთის მაღლობით. კოლხეთის დაბლობი ვაკე ზღვის დონიდან 0-200 მ
სიმაღლეზეა და წარმოადგენს თითქმის თარაზულ სიბრტყეს. ორივე
გორაკ-ბორცვიანი ზოლში აბსოლუტური სიმაღლეა ძირითადად 200-500 მ, თუმცა
ცალკეულ რეგიონებში (მაგ., ოკრიბაში 1000-1200 მ აღწევს. იმერეთის
მაღლობი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მაღლდება 400 მ-დან 1300-1500
მ-მდე (გედსამანისა და ლიხის ქედები). ივერიის ბარი შედგება ერთმანეთისაგან განცალკევებული 3 ვაკისაგან (შიდა
ქართლის, ქვემო ქართლის და ალაზნის ანუ შიგნით კახეთის ვაკეები), მათ
ირგვლივ შემოკრული გორაკ-ბორცვიანი ზოლებისა და ივრის ზეგნისაგან.
ვაკეები მოქცეულია 200-800 მ ჰიფსომეტრიულ შუალედში. გორაკ-ბორცვიან
რეგიონებში, რომლებიც კავკასიონისა და ნაწილობრივ მცირე კავკასიონის
მთისწინეთში შედიან, სიმაღლე 500-1500 მ ფარგლებში მერყეობს და მხოლოდ
გომბორის ქედზე აღწევს თითქმის 2000 მეტრს. ივრის ზეგნის ბორცვიანი და
დაბალმთიანი სერების თხემები 1100-1200 მეტრია, ხოლო ვაკეები - 400-800
მეტრის სიმაღისაა. ივერიის ოლქის და მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოს
უდაბლესი პუნქტი (ზღვის დონიდან 90 მ) აზერბაიჯანის საზღვარზეა,
მინგეჩაურის წყალსაცავის ჩრდილო სანაპიროზე, ივრის შესართავის
აღმოსავლეთით.
მცირე
კავკასიონი
მცირე
კავკასიონი გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე კავკასიონი. მისი უმაღლესი
მწვერვალები (მეფისწყარო, ხევა, ყარაყაია ანუ შავიკლდე, ყანლისმთა) არ
აღემატება 2850-3000 მეტრს. კავკასიონისაგან განსხვავებით, ამ მთათა
სისტემას მთავარი წყალგამყოფი არა აქვს, ვინაიდან გადაკვეთილია
მტკვრისა და ქცია-ხრამის ხეობებით. მცირე კავკასიონს საქართველოს
ფარგლებში შეადგენენ განედურად გაწოლილი შავშეთის, მესხეთის (აჭარა-იმერეთის),
თრიალეთისა და ლოქის ქედები, სუბმერიდიანული არსიანის ქედი, შუა ხრამის
მთათა კვანძი და ახალციხის ანუ სამების ქვაბული.
სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთი რესპუბლიკის
დანარჩენი ნაწილებისაგან იმით განსხვავდება, რომ აქ დიდ აბსოლუტურ
სიმაღლეზე (ზღვის დონიდან 1300-2200 მ) ვრცელი ვაკეებია. ვაკეებთან
ერთად ამ ნაწილში ქედებიცაა, მაგრამ მათი შეფარდებითი სიმაღლე და
რელიეფის სიმკვეთრე ბევრად ჩამოუვარდება კავკასიონისას. სამხრეთ
საქართველოს ვულკანური მთიანეთის უმაღლესი მწვერვალი დიდი აბული 3305 მ
სიმაღლისაა. ვაკეებს შორის მნიშვნელოვანია ახალქალაქის ანუ ჯავახეთის,
წალკის, გომარეთის, დმანისისა და ქვემო ქართლის პლატოები, ქედებს შორის
- ერუშეთის, ნიალისყურის, სამსარის და ჯავახეთის ქედები, რომელთა
მწვერვალები 2950-3300 მეტრს აღწევენ.სამხრეთ საქართველოს ვულკანური
მთიანეთი რესპუბლიკის დანარჩენი ნაწილებისაგან იმით განსხვავდება, რომ
აქ დიდ აბსოლუტურ სიმაღლეზე (ზღვის დონიდან 1300-2200 მ) ვრცელი
ვაკეებია. ვაკეებთან ერთად ამ ნაწილში ქედებიცაა, მაგრამ მათი
შეფარდებითი სიმაღლე და რელიეფის სიმკვეთრე ბევრად ჩამოუვარდება
კავკასიონისას. სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთის უმაღლესი
მწვერვალი დიდი აბული 3305 მ სიმაღლისაა. ვაკეებს შორის მნიშვნელოვანია
ახალქალაქის ანუ ჯავახეთის, წალკის, გომარეთის, დმანისისა და ქვემო
ქართლის პლატოები, ქედებს შორის - ერუშეთის, ნიალისყურის, სამსარის და
ჯავახეთის ქედები, რომელთა მწვერვალები 2950-3300 მეტრს
რელიეფის
ტიპები
საქართველოში
არის ტექტოგენური, ვულკანური, პეტროგენული, გრავიტაციული,
ფსევდოვულკანური, ეროზიული, ეროზიულ-დენუდაციური, მყინვარული,
ძველმყინვარული, პერიგლაციალური, კარსტული, წყალაკუმულაციური,
ანთროპოგენური და სხვა წარმოშობის რელიეფი. ტექტოგენური რელიეფი
საყოველთაოდ არის გავრცელებული და წარმოდგენილია მსხვილი და საშუალო
ფორმებით. ტექტოგენეზის ვერტიკალური მდგენელი განსაზღვრავს ქვეყნის
სხვადასხვა ზონისა და რეგიონის ჰიფსომეტრიულ განვითარებას - მთისა და
და ბარის არსებობას, დანაწევრების სიღრმეს, ფერდობთა დახრილობას.
დანაოჭება და რღვევა განაპირობებენ მაკრო- და მეზორელიეფის დადებითი და
უარყოფითი ფორმების (ქედებისა და ხეობების) უმრავლესობის მიმართულებას.
ტეტქოგენეზთანაა დაკავშირებული დედამიწის ზედაპირის ფორმები:
ლინეამენტები, საფეხურები, გუმბათური მასივები და სხვ. ყველა ეს ფორმა
უხვადაა საქართველოში. ვულკანური ფორმები გამოსახულია ერუფციული
კონუსებითა და მათი მწკრივებით, ლავური პლატოებითა და ღვარებით,
აგრეთვე სპეციფიკური მიკრორელიეფური წარმონაქმნებით (,,ბუმბერაზთა
ქვაფენილები, ,,ლავური ორღანები). ეს ფორმები ყველაზე უფრო ვრცლად
სამხრეთ საქართველოშია (მესხეთ-ჯავახეთი, ქვემო ქართლი), უფრო ნაკლები
მასშტაბით კი - კავკასიონზე (ყაზბეგ-ველის რაიონი) და მცირე
კავკასიონზე (თორის რაიონი). ბევრი ვულკანური ნაგებობა გარდაქმნილია
ტექტონიკური, ეროზიული, მყინვარული პროცესებით და ქმნის შერეული
გენეზისის (ვულკანურ-ტექტონიკურ, ვულკანურ-ეროზიულ და სხვ.) ფორმებს -
ლავურ ანტიკლინურ სერებს, ლავირ სინკლინურ ხეობებსა და ქვაბულებს, ტყუპ
მდინარეთა ხეობების წყვილებს, ინვერსიულ ფორმებს და ა. შ. პეტროგენული
რელიეფი ვითარდება ლითოლოგიურად ნაირგვარ წყებებზე შერჩევითი
დენუდაციის ზემოქმედებით. საქართველოში ასეთი ფორმები ფართოდაა
გავრცელებული. ყველაზე ხშირად ისინი უკავშირდება ვულკანოგენურ-დანალექ
ფორმაციებს (მაგალითად, ბაიოსის პორფირიტულ წყებას, ეოცენის ანდეზიტურ
წყებებს და სხვ.), თუმცა ყალიბდებიან ისეთ დანალექ წყებებშიც, რომლებიც
შედგება განსხვავებული დენულაციური სიმედგრის მქონე შრეებისაგან (მაგალითად,
ქვიშაქვებისა და თიხების მორიგეობით ნაგები შრეები). ერთგვაროვან
სუბსტრატზე რელიეფი უფრო ნაზია. გრავიტაციული ფორმები წყვეტილადაა
გავრცელებული საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში. დაკავშირებულია
მეწყრებთან და კლდე-ზვავებთან. მეწყრული მოვლენების მთავარი რეგიონებია
რაჭა-ლეჩხუმი, ზემო მტკვრის ხეობა (მესხეთში), ახალი ათონის მიდამოები
და სხვ. კლდე-ზვავების შედეგად გაჩენილია შეგუბებული ტბები: რიწა,
ამტველი, ქვედი. ფსევდოვულკანური ფორმები - ტალახიანი ვულკანები მხოლოდ
კახეთში გვხვდება (ახტალა, მეორე ახტალა, ქილაკუპრა, ზიარი, ფხოველი).
მდინარის წყლის მიერ გამომუშავებული ეროზიული რელიეფი თითქმის
საყოველთაოდ არის გავრცელებული. ეროზიული ფორმების სრული უქონლობა
მხოლოდ ისეთ სივრცეებს ახასიათებს, სადაც ამჟამად აკუმულაცია
მიმდინარეობს (კოლხეთის დაბლობის შუა, დაჭაობებული ნაწილი).
კავკასიონის მაღალ ნაწილებში და ანტიკავკასიონის უმაღლეს მასივებში
ისინი გარდაქმნილია ყინულის მექანიკური მოქმედებით და ნაწილობრივ
ამოვსებულია მყინვარებითა და ფირნის მინდვრებით, ხოლო კირქვულ
სუბსტრატზე მათ კარსტული დრენაჟის შედეგად წყლის ნაკადი დაუკარგავთ და
,,მკვდარი ხეობების სახით გვევლინებიან. ასეთი რელიქტური ეროზიული
ხეობები, კარსტული მხარეების გარდა, სხვა რეგიონებშიცაა მდინარეული
მოტაცებებისა და ჰავის გამშრალების შედეგად. ეროზიულ-დენუდაციური
მოსწორებული ზედაპირები საქართველოში ბევრგანაა შემორჩენილი.
წარმოქმნილია ოროგენიულთშორისულ ეპოქებში პლანაციის იმ პროცესებით,
რომლებიც მიმდინარეობდა მდინარეთა ხეობების ფსკერის გასწვრივ და მთების
ძირში. ყველაზე უკეთესად ეს ზედაპირები გამოსახულია მცირე კავკასიონზე.
მოსწორებულ ზედაპირებს რესპუბლიკის სხვა ძირითად ოროგრაფიულ
რეგიონებშიც ვხვდებით, მაგრამ აქ ისინი ფრაგმენტულადაა წარმოდგენილი.
კავკასიონზე მათ შემონახვას ხელს უშლიდა ნგრევის პროცესების
ინტენსივობა; სამხრეთ საქართველოში მოსწორებული ზედაპირების უმეტესი
ნაწილი დაფარულია ლავით. უძველესი (გვიანდელი მეზოზოური) ზედაპირია
ძირულის მასივის პენეპლენი. პლანაციური ზედაპირების უმრავლესობის ასაკი
მიოცენურიდან ქვედაპლეისტოცენურამდე ცვალებადობს. მყინვარული რელიეფი
ამჟამად კავკასიონის მაღალმთიანეთშია. მყინვარები მიეკუთვნება ხეობურ,
ცირკულ ტიპებს. მათ შორის უდიდესია: ლებზირი, წანერი, ტვიბერი, ადიში (სვანეთში),
კირტიშო, ზოფხიტო, ბოყო (რაჭაში), დევდარაკი, სუათისი (ხევში) და სხვ.
ყველაზე დაბლა (ზღვის დონიდან 1800-2000 მეტრამდე) მყინვარები სვანეთში
ეშვებიან. ძველი გამყინვარების ფორმები გავრცელებულია საქართველოს
კავკასიონის მთელ სიგრძეზე და ანტიკავკასიონის უმაღლეს მთებზე.
პლეისტოცენის მყინვარულ ეპოქებში თოვლის მიჯნა ახლანდელთან შედარებით
700-900 მეტრზე დაბლა იყო და მყინვართა ბოლოებიც ამჟამინდელზე უფრო
დაბლა ჩამოდიოდა (დასავლეთ და ცენტრალური კავკასიონის დიდი მყინვარების
ხეობებში 1000-1400 მეტრამდე). ძველი გამყინვარების ფორმები
წარმოდგენილი ტროგებით (ვარცლისებრი ხეობებით), ცირკებით, კარებით,
მორენებით, ,,ვერძის შუბლებით, მყინვარული ნაკაწრებით, ერატიკული
ლოდებით. მყინვართა მიერ გარდაქმნილი რელიეფი ბევრგან ისეთ ქედებზეც
გვხვდება, სადაც ამჟამად მყინვარები სრულიად არ არის (გერმუხის,
სამსარისა და სხვა ქედები). პერიგლაციალური ქედები საქართველოში
ამჟამად 1900-2000 მეტრზე მაღლა ვითარდება, ხოლო პლეისტოცენის
მყინვარულ ეპოქებში და ხანმოკლე მკვეთრი აცივებების დროს დაბალ
ზონებისთვისაც იყო დამახასიათებელი. წარმოდგენილია მზრალობითი
ბორცვებით (ტუფურებით), მრავალკუთხედებიანი გრუნტებით, ლოდნარებით.
გვხვდება როგორც აქტიური, ისე რელიქტური ფორმები. კარსტული რელიეფი
განვითარებულია უმთავრესად დასავლეთ საქართველოში - კავკასიონის
სამხრეთი კალთის პერიფერიულ ზოლში და მასზე მიკრულ კოლხეთის ჩრდილოეთ (მთისწინეთის)
გორაკ-ბორცვიან ზოლში (აფხაზეთის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმისა და
ჩრდილო და აღმოსავლეთ იმერეთის ფარგლებში). საქართველოში კარსტი
ვლინდება აგრეთვე ცალკეულ რეგიონებში (თრუსოს ხეობა). დამახასიათებელი
ფორმებია პოლიები და ქვაბულები, ძაბრები, ჭები, შახტები, უფსკრულები,
მღვიმეები, შრატები. უმნიშვნელოვანესი კარსტული ღრმულებია შაორის,
ახალსოფლის, თურჩუს პოლიები, ქვიბიას ქვაბული. მღვიმეთა შორის
საყურადღებოა ახალი ათონი (სსრკ-ის ერთ-ერთი ყველაზე ტევადი,
კეთილმოწყობილი მღვიმე), ცუცხვათი (მრავალსართულიანი, ქვის ხანის
შესანიშნავი ძეგლებით). კორცხელი (უდიდესია ქვიშაქვების მღვიმეებში),
თოვლიანი უფსკრული (მსოფლოში ერთ-ერთი უღრმესია), აბრსკილი და სხვა.
წყალაკუმულაციური რელიეფი წამოდგენილია ალუვიური (მდინარეული) და
ტბიური ტიპებით. პირველ მათგანს ვრცელი ფართობი მხოლოდ
მთიანეთშორისეთში უჭირავს (კოლხეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და
ალაზნის ალუვიური ვაკეები). მთიან მხარეებში ამ ტიპის რელიეფი უფრო
იშვიათია. აქ იგი დაკავშირებულია დედამიწის ქერქის უბნების შეფარდებითი
დაძირვის მოვლენასთან (ფსხუს, ცაგერის, ორბელის, რაჭის, ჯავის,
თიანეთის, ახალციხის ქვაბულთა ფსკერი). მთების ძირში ჩამოყალიბებულია
გამოზიდვის კონუსები, რომლებიც ყველაზე გრანდიოზულად წარმოდგენილია
კახეთის კავკასიონისა და სამხრეთ საქართველოს ზეგანზე (ბარალეთის,
ბეშთაშენისა და სხვა ვაკეები) და ივრის ზეგანზე (დიდი შირაქი, ტარიბანა
და სხვ.). ანთროპოგენური ფორმები საქართველოში, როგორც ძველი კულტურის
მქონე ქვეყანაში, უხვად და ნარგვარადაა გამოხატული. მათ მიეკუთვნება
ძველი მიწათმოქმედი ტერასები (მესხეთში, ხევში და სხვ.), ხელოვნური
გამოქვაბულები (უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოში), ყორსანები. ისინი
შექმნილია სხვადასხვა ეპოქებში - ბრინჯაოს ხანიდან შუა საუკუნეებამდე.
ბლომადაა უფრო გვიანდელი წარმონაქმნებიც - საგზაო თხრილები და
მიწაყრილები, მაღაროები, მათს თავზე გაჩენილი ჩანანგრევები,
ჩანაზნექები და ა. შ.
გეომორფოლოგიური
დაყოფა
საქართველოს
ტერიტორიის გეომორფოლოგიური დარაიონების პრობლემა ბევრ მკვლევარს
აინტერესებდა (ი. შჩუკინი, ა. ჯავახიშვილი, ა. რეინგარდი, ბ. დობრინინი,
ს. კუზნეცოვი, ლ. მარუაშვილი). აქ ვიძლევით საქართველოს ტერიტორიის
გეომორფოლოგიური დაყოფის გამარტივებულ სქემას. მორფოგრაფიული და
მორფოგენეტური ნიშნების მიხედვით საქართველო შეიძლება დანაწილდეს 4
ძირითად ოლქად, რომლებიც ემთხვევა პირველი თანრიგის ოროგრაფიულ
ერთეულებს: 1. კავკასიონის მაღალმთიანი ნაოჭა ოლქი ლითოლოგიურად
შეპირობებული რელიეფის ტიპების ზოლისებრი გავრცელებით, ეგზოგენური
ფორმების ვერტიკალური ზონალურობით, მყინვარებით, ძველი გამყინვარების
რელიეფის ფართო განვითარებით, კარსტული და ვულკანური რეგიონებით. მასში
გამოიყოფა: ა. მთიანეთის უმაღლესი ნაწილების ჭიუხ-მყინვარული რელიეფი
თანამედროვე თოვლ-ყინულითა და შიშველი, ციცაბო, გამოფიტული კლდოვანი
თხემებით. მისი ძირითადი მთლიანი არეალი გაჭიმულია კავკასიონის ღერძულ
ზოლში მამისონისა და მარუხის უღელტეხილებს შორის (270 კმ სიგრძეზე), ე.
ი. მოიცავს ცენტრალური კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილს და დასავლეთ
კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილს. ამ მყინვარული ზოლის სიგანე
სვანეთ-ბალყარეთში 30 კმ აღწევს. ნაკლები ფართობი უჭირავს ამ ტიპის
რელიეფს სვანეთის, ხოხის, პირიქითის ქედებზე, აგრეთვე კოდორის, ეგრისის
და ზოგიერთი სხვა ქედის ცალკეულ მასივებზე. ჭიუხ-მყინვარული რელიეფი
განვითარებულია სხვადასხვა სუბსტრატზე, რის მიხედვითაც შეიძლება
განვასხვავოთ მისი 2 მთავარი ქვეტიპი: კრისტალურ ქანებზე - გრანიტები,
გნაისები, დიაბაზები, პორფირიტები და დანალექ ქანებზე - თიხა-ფიქლები,
ქვიშაქვები და სხვ. პირველი ქვეტიპი გამოირჩევა მეტი აბსოლუტური
სიმაღლით, მეტი სიციცაბით, მწვერვალთა მიუდგომლობით; ბ) კავკასიონის
უმეტესი ნაწილი უკავია მაღალ და საშუალმთიან რელიეფს გაბატონებული
ეროზიული ფორმებით. ხეობათა ზემო ნაწილში შემორჩენილია ძველი
გამყინვარების რელიეფი. ეროზიული რელიეფი ცვალებადობს სუბსტრატის
შედგენილობის მიხედვით. ლითოლოგიურად ნაირგვარ წყებებში იგი მკვეთრია,
კლდოვანი, რთული. აქა-იქ შემორჩენილია მოსწორებულ ზედაპირთა
ფრაგმენტები. რეგიონი იყოფა მაღალმთიან (ღერძულ) და საშუალმთიან (პერიფერიულ)
ნაწილებად, რომელთა შორის მეორეს უკეთ შეუნარჩუნებია ძველი ეროზიული
საფეხურები; გ. დასავლეთ და ცენტრალური კავკასიონის პერიფერიული ზოლის
ამ ნაწილში, სადაც გავრცელებულია მეზოზოური კირქვების სქელი წყებები,
განვითარებულია კარსტული რელიეფი. კოლხეთის მაღალი კარსტი მდინარეთა
ხეობებით დანაწილებულია მთელ რიგ მასივებად. უდიდესი მასივებია:
გაგრისა, ბზიფისა, ოხაჩქუესი, ყვირისა, მიგარიისა, ახისა, ხვამლისა,
რაჭისა; დ. ცენტრალური და აღმოსავლეთი კავკასიონისმიჯნაზე მდებარეობს
ყაზბეგ-ყელის ვულკანური რეგიონი, სადაც ეროზიულსა და ძველი
გამყინვარების რელიეფზე დაშენებულია ათეულობით ვულკანური კონუსი (მყინვარწვერი,
ქაბარჯინა, ხორისარი, დიდი და პატარა მეფისკალო, ყელი, ფიდარხოხი,
წითელიხატი). ამ ვულკანებიდან ქვემოთ - მდინარეების თერგის, არაგვის,
დიდი ლიახვის ხეობებში ჩამოსულია ლავური ღვარები. ქსნისა და არაგვის
სათავვებში 2600-3300 მ სიმაღლეზე გადაშლილია ტბებით მდიდარი ყელის
ვულკანური ზეგანი, რომელზეც უხვადაა პერიგლაციალური ფორმები (ტუფურები,
მრავალკუთხედები, კარკალი). 2.საქართველოს მთიანეთშორისი ტექტონიკური
დეპრესია ალუვიური ვაკეებით, მთისწინა ბორცვიანი, დაბალ- და ნაწილობრივ
საშუალმთიანი რელიეფით, დაბალი კარსტის რეგიონით, ლოკალური მოსწორებული
ზედაპირებით. იყოფა 5 ძირითად რთულ რეგიონად: ა) კოლხეთის რეგიონი
საკმაოდ ვრცელი ალუვიური ვაკით, ბორცვნარ-გორაკებიანი კიდეებით,
წითელმიწა გამოფიტვის ქერქით, დაბალი კარსტით. განსაკუთრებული
სუბრეგიონებია ურთა-აბედათის ბრაქიანტიკლინური სერების რკალი და ზემო
იმერეთის პლატო ძველი, ნაწილობრივ დამარხული პენეპლეზირებული ზედაპირით;
ბ. შიდა ქართლის რეგიონს შეადგენს ტირიფონ-მუხრანისა და მტკვრის
ალუვიური ვაკეები, კვერნაქის მონოკლინური სერი, კავკასიონისა და მცირე
კავკასიონის გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთი; გ. ქვემო ქართლის რეგიონი
იყოფა მარნეულ-გარდაბნის ალუვიურ ვაკედ, იაღლუჯის სინკლინურ სერად,
თრიალეთისა და ლოქის ქედების და შუა ხრამის კვანძის მთისწინეთებად; დ.
ივრის ზეგანი მდ. ივრით გასწვრივი მიმართულებით იყოფა 2 (იორ-მტკვრისა
და იორ-ალაზნის) ნაწილად. გაბატონებულია ზეწრული დანაოჭებით
წარმოქმნილი სტრუქტურული რელიეფი - ანტიკლინური და მონოკლინური სერები,
სინკლინური ტაფობები. არის ბედლენდური უბნები და ტალახიანი ვულკანები;
3. ალაზნის ვაკე წარმოადგენს დიდ და რთულ ლინვამენტს, რომელიც ორი
მხრიდან შემოფარგლულია რღვევებით და ამოვსებულია ალუვიონით. ზედაპირი
გართულებულია სქელი გამოზიდვის კონუსებით. გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთი
აქ სუსტადაა გამოსახული.3. მცირე კავკასიონის საშუალმთიანი ნაოჭა ოლქი
ლითოლოგიურად კარგად გამოსახული მოსწორებული ზედაპირით, წყვეტილად
გავრცელებული ძველი გამყინვარების ფორმებით, ვულკანური რეგიონით და
სინკლინური ქვაბულით. მასში შედის: ა. შავშეთ-თრიალეთ-ლოქის
მთა-ხეობიანი ეროზიული რეგიონი, რომელიც მოიცავს საქართველოს მცირე
კავკასიონის უმეტეს ნაწილს. ხასიათდება საშუალმთიანი რელიეფით,
ნეოგენური ნაწილობრივ მოსწორებული ფორმებით. კლდოვანი, მკვეთრი რელიეფი
დაკავშირებულია ეოცენის ვულკანოგენურ წყებებთან. შავშეთისა და მესხეთის,
უფრო ნაკლებად კი თრიალეთის ქედების ჩრდილოეთ კალთებზე შემორჩენილია
ძველი მყინვარების მოქმედების კვალი (კარები, ცირკები); ბ. თორის
ვულკანური რეგიონი განსხვავდება ოლქის დანარჩენი ნაწილებისაგან
ახალგაზრდა ვულკანური ნაგებობებით - დაბაძველისა და ბაკურიანის
პლატოებით; მდინარეთა ხეობებში ჩაწოლილი გუჯარეთისა და ბაკურიანის
ლავური ღვარებით; მუხერის, წითელი დაბაძველისა და სარგავის ვულკანური
კონუსებით; გ. ახალციხის სინკლინური ქვაბული წარმოადგენს შეფარდებითი
დაძირვის რეგიონს. რელიეფი ვაკისებრი და ბორცვიან-ტერასულია.
შემორჩენილია ნაშთები პლიოცენური ლავური განფენისა, რომელიც ფარავდა
მთელ რეგიონს, რომელზეც ძველი გამყინვარების კვალს უთითებენ.
პ ო
რ ტ
ა ლ
ი
|
ფილმები ბუნებაზე |
ეროვნული საგანძური |
მანძილი თბილისიდან |
თბილისი IV
საუკუნე |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ელეკტრონული წიგნები |
ქართული ფილმები |
დაცული ტერიტორიები |
ძველი თბილისი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ვირტუალური ტური |
მსოფლიო დრო |
საქართველოს
ციხეები |
ცნობილი ქართველები |
|
|
|
|
|
|
ჩანახატები |
პოეზია |
ფოლკლორი |
გალერეა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
კულტურული რუქა |
Online
რუქები |
ქართული სუფრა |
ვარდების რევოლუცია |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ოკუპაციის მუზეუმი |
ტოპო რუქები |
ქართული დიალექტები |
ქართული მეგზური |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
რაიონული კოდები |
ქართული ფონტები |
საქართველოს
მეფეები |
პატრიოტული კლიპები |
|
|
|
|
|

ჩვენი საიტის საყურებლად გადმოწეროთ

|