|
სეისმიური
მონიტორინგი Share
საქართველოს სეისმური
საშიშორების რუქები
მიწისძვრა მსხვერპლის რაოდენობითა და დამანგრეველი
მოქმედებით აღემატება ყველა სხვა ბუნებრივ კატასტროფას. მიწისძვრის
თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ მსხვერპლისა და ზარალის შემცირება
შეიძლება სეისმური საშიშროების ობიექტური შეფასების, სეისმომედეგი
მშენებლობის სწორი ნორმებისა და სეისმური დაცვის სხვა სპეციალური
ღონისძიებების საფუძველზე. სეისმური დაცვის პოლიტიკის საფუძველი
სეისმური საშიშროების სწორი და ობიექტური შეფასებაა. სეისმური
საშიშროების (სეისმური დარაიონების) რუკა გვიჩვენებს სეისმური
საშიშროების ზოგად სურათს ქვეყნის მთელი ტერიტორიისათვის.
სეისმური საშიშორების რუკებზე გამოყოფილია ზონები სადაც მიწისძვრის
განსხვავებული ეფექტია მოსალოდნელი. თავად მიწისძვრის მიერ დედამიწის
ზედაპირზე გამოწვეული ეფექტი შეიძლება სხვადასხვა პარამეტრებით
შეფასდეს, მათგან ყველაზე გავრცელებული არის ე.წ. მაკროსეისმური
ინტენსივობა ანუ როგორც მას უფრო ხშირად მოიხსენიებენ - ~ბალები~.
თუმცა სამეცნიერო და საინჟინრო თვალსაზრისით უფრო ინფორმატიული
პარამეტრია მიწისძვრით გამოწვეული ნიადაგის რხევის მაქსიმალური
ჰორიზონტული აჩქარება, რომელიც თავისუფალი ვარდნის აჩქარების g-ს
ერთეულებში იზომება და PGA აბრევეატურით (Peak Ground Acceleration)
აღინიშნება.
თანამერდოვე ალბათური სეისმური საშიშროების რუკები იგება გარკვეული
მოლოდინის პერიოდისთვის (ჩვენს შემთხვევაში 50 წელი) და სხვადასხვა
ალბათობებისთვის. მაგალითად 8 ბალიანი ზონა 2 % ალბათობის რუკაზე
ნიშნავს, რომ 50 წლის განმავლობაში მინიმუმ 2 % ალბათობით აქ
მოსალოდნელია დაფიქსირდეს 8 ბალიანი ინტენსივობის რხევები. აქვე
შევნიშნოთ, რომ ამ რხევების გამომწვევი მიწისძვრის ეპიცენტრი სულაც
არაა სავალდებულო ამავე ზონაში ფიქსირდებოდეს. სწორედ 2 % ალბათობის
სეისმური საშიშროების რუკაა მიჩნეული ნორმატიულ დოკუმენტად
საქართველოში, რომელიც საფუძველზეც ხდება შენობების სეისმომედეგობის
გათვლა.
სეისმური საშიშროების რუკის შედგენის ძირითადი პრინციპები
სეისმური საშიშროების რუკის შედგენის შემდეგი ძირითადი პრინციპები
დაედო საფუძვლად:
ა) რუკა უნდა იყოს პროგნოზული ანუ ასახავდეს არა მარტო იმ ზონებს სადაც
დაიკვირვებოდა მიწისძვრის ძლიერი ეფექტი, არამედ ასევე პოტენციურად
საშიშ ზონებსაც.
ბ) რუკა უნდა იყოს გაწონასწორებული, ე. ი. არ უნდა მოხდეს სეისმური
საშიშროების დაუსაბუთებელი მომატება და იმავდროულად არ უნდა იქნას
გამოტოვებული პოტენციურად საშიში ზონები.
სეისმური საშიშროების რუკის აგება ემყარება პრინციპს: “მიწისძვრის
კერის ზონებიდან - დედამიწის ზედაპირზე სეისმური ეფექტისაკენ”, ანუ
თავდაპირველად განისაზღვრება და შეისწავლება მიწისძვრათა პოტენციური
კერები, მათი პარამეტრები, ხოლო შემდეგ გამოითვლება ამ მიწისძვრების
შესაძლო ეფექტების ჯამური ალბათობა დედამიწის ზედაპირის სხვადახსვა
წერტილში.
დარაიონების რუკის ასაგებად გამოყენებულ იქნა სეისმური საშიშროების
ალბათური შეფასების (სსშა) მეთოდი. სსაშ მეთოდით განისაზღვრება
ალბათობა იმისა, რომ გარკვეულ წერტილში სეისმური ეფექტის
(მაკროსეისმური ინტენსივობა, PGA, PGV, SA და სხვა) დონე გადაჭარბებული
იქნება დროის ფიქსირებული პერიოდის განმავლობაში.
სსაშ მეთოდი უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში ფართოდ გამოიყენება
სეისმური საშიშროების შეფასებისას. ამ მეთოდის ძირითადი უპირატესობა
სეისმური საშიშროების შეფასების სხვა მეთოდებთან შედარებით ისაა, რომ
იგი საშუალებას იძლევა უფრო სარწმუნოდ იქნას გათვალისწინებული ყველა
შესაძლო მიწისძვრის ეფექტი, მიწისძვრათა განმეორებადობის სიხშირე და
ცდომილებანი, რომელიც თან ახლავს მიწისძვრის სიდიდის, მდებარეობის და
განმეორებადობის სიხშირის პროგნოზირებას (McGuier, 1995, Bazzurro and
Cornell, 1999)
საქართველოს ტერიტორიის სეისმური საშიშროების ალბათური შეფასებისათვის
გამოყენებულ იქნა პროგრამა SEISRISK III (Bender and Perkins, 1987)
პირობითად სსაშ მეთოდში ოთხ ეტაპს (პუნქტს) გამოყოფენ (Reiter 1990,
Kramer 1996)
სასარგებლო რჩევები

რა არის სინამდვილეში მიწისძვრა ?
მიწისძვრა დედამიწაში დაგროვებული ენერგიის უცაბედი გამოთავისუფლებაა.
ის ერთ–ერთი ყველაზე საშიში და შემაძრწუნებელი ბუნებრივი მოვლენაა.
ჩვენ შეიძლება გვეგონოს, რომ მიწა რომელზეც ვდგავართ მკვრივია და
მტკიცე, თუმცა მიწისძვრას მომენტალურად შეუძლია ამ ილუზიის დამსხვრევა.
როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს? დედამიწის რხევის შემთხვევაში
მაქსიმალურად შეამცირეთ მოძრაობა, პატარ–პატარა ნაბიჯებით გადაინაცვლედ
დაცულ ადგილას და იყავით შენობაში, სანამ არ დარწმუნდებით, რომ
მიწისძვრით გამოწვეული რხევა დასრულდა. თუ მიწისძვრის დროს თქვენ
იმყოფებით შენობის შიგნით, დაწექით იატაკზე მაგიდის ან სხვა რომელიმე
ავეჯის ქვეშ და მაგრად მოეჭიდეთ, სანამ რხევა შეწყდება. იმ შემთხვავაში
თუ ახლომახლო არ არის არც მაგიდა და არც მერხი, დაიფარეთ თავი და სახე
მკლავებით და მიწაზე დაწექით შენობის შიდა კუთხეში. თავი შორს დაიჭირეთ
ფანჯრისგან, გასასვლელი კარისგან, ყველაფრისგან, რაც შეიძლება
ჩამოვარდეს. კარების შესასვლელი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენეთ
თავშესაფრად, თუ ის თქვენთან ყველაზე ახლოსაა, შენობა არ არის ძალიან
ძველი და თქვენც დარწმუნებული ხართ იმაში, რომ მის ქვეშ თავს დაცულად
იგრძნობთ. თუ მიწის რხევის დროს თქვენ იმყოფებით ქუჩაში, მოერიდეთ
შენობებთან სიახლოვეს. სტატისტიკამ აჩვენა, რომ მიწისძვრის დროს ხალხი
უმეტესწილად იმიტომ იღუპება, რომ შენობიდან გამორბის და მისი
ჩამოქცევის შემთხვავაში ნამტვრევების ქვეშ ექცევა.
თუ მიწის რხევას შეიგრძნობთ მანქანაში ან სხვა რაიმე ტრანსპორტში
დარჩით შიგ და თავი აარიდეთ შენობების, ხიდებისა და ხეების ქვეშ
გაჩერებას. მანქანიდან არ გადმოხვიდეთ. მეტად უსაფრთხოა თუ შიგ
დარჩებით, რადგან მანქანასაც შეუძლია თქვენთვის გარკვეული მფარველობის
გაწევა.
პ ო
რ ტ
ა ლ
ი
|
ფილმები ბუნებაზე |
ეროვნული საგანძური |
მანძილი თბილისიდან |
თბილისი IV
საუკუნე |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ელეკტრონული წიგნები |
ქართული ფილმები |
დაცული ტერიტორიები |
ძველი თბილისი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ვირტუალური ტური |
მსოფლიო დრო |
საქართველოს
ციხეები |
ცნობილი ქართველები |
|
|
|
|
|
|
ჩანახატები |
პოეზია |
ფოლკლორი |
გალერეა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
კულტურული რუქა |
Online
რუქები |
ქართული სუფრა |
ვარდების რევოლუცია |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ოკუპაციის მუზეუმი |
ტოპო რუქები |
ქართული დიალექტები |
ქართული მეგზური |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
რაიონული კოდები |
ქართული ფონტები |
საქართველოს
მეფეები |
პატრიოტული კლიპები |
|
|
|
|
|

ჩვენი საიტის საყურებლად გადმოწეროთ

|