მთავარ გვერდზე დაბრუნება   Share

 

 

კოლაუ ნადირაძე - 25 თებერვალი

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

ლადო ასათიანი - ცხრა ძმა ხერხეულიძე

ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?!
საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები,
რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?!
მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭიხვინებს,
ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე!
იმისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა,
აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ!
ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების
თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების?
მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ,
ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს,
ფოლადის ბეგთარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ:
ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ!
ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა,
იწვა სისხლისგან დაცლილი... კურთხეულ იყოს მარაბდა!
ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია? —
დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით…
მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?!

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

ლადო ასათიანი - ჩემი სამშობლო

ტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი,
ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის,
ტკბილია, როგორც ველებზე ჯეჯილის მწვანე ფაფარი,
ტკბილია, როგორც ძილისპირს ძველი ქართული ზღაპარი.
ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადმოხდილი ღვინისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადგამომცხვარ პურისა,
ტკბილია, როგორც ნუგეში ბედისგან დაღუპულისა.
ტკბილია, როგორც ბეღელი, ამოვსებული თავამდი,
ტკბილია, როგორც სიმღერა და შეძახილი თამადის:
— ჩემი სამშობლო, ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული, მხარე მეორე სად არი?
ჩემი სამშობლო ქვეყანა რა ლამაზია, რა კარგი,
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი, ნაირფერებით ნაქარგი!
ტკბილია, როგორც რუსთველი, ტკბილია, როგორც აკაკი,
ხალხი, შრომაში გართული, ამღერებული ფანდური,
იადონების გალობა და იავნანა ქართული.
როგორც კრიალა მთის წყარო, ცადმიჭედილი ნაძვები
და იის წყალით ფერილი ლაჟვარდის ლიბრი ღაწვები,
ტკბილია, როგორც ხალხისთვის თავდადებული ლომგული,
ტკბილია, როგორც ურმული, ტკბილია, როგორც ჩონგური.
საამო არის, ვით რთველი, მწიფე მტევნების ნაჟური,
დილისკენ ხოხბის ყივილი, სიმღერა გარიჟრაჟული,
იალაღებზე ღრუბლებად მიმოფანტული ნახირი
და გაზაფხულის პირზედა ტყიდან გუგულის ძახილი.
ტკბილია, როგორც წიქვილში მთვარიან ღამის გათევა,
ტკბილია, როგორც აპრილში ტყემლების შემონათება.
ტკბილია, როგორც მტევანი, ვაზზე ასხმული შავადა,
და სიყვარული უებრო, მოსული თავისთავადა.
ხალხია ენამზიანი, გმირი და არამკვეხარა, —
დიდია ჩემი სამშობლო, ტკბილია ჩემი ქვეყანა.
ჩემი სამშობლო, ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი?

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

ვაჟა-ფშაველა - არწივი

არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა,
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა.
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა!

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

ლადო ასათიანი - საქართველოში

საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.
თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით: სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.
საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!
ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

ლადო ასათიანი - კრწანისის ყაყაჩოები

სამასი არაგველის ხსოვნას

ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?!
იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბდღიალა?!
ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

ვაჟა-ფშაველა - ხმა სამარიდამ

ხმალი გალესე, ძმობილო,
მტერი გადმოდგა მთაზედა:
აგვიოხრებენ ქვეყანას,
დაგვეცემიან თავზედა.
გალესე, ისე გალესე,
პირს იკიდებდეს თმაზედა.
მადლია, კიდევ ეღირსოს
გორდას მტრის სისხლი ფხაზედა!
აგერ მოდიან წყეულნი
მწყობრად, უშიშრად გზაზედა.
საცაა, თოფი იჭექებს,
კვამლი შაჯდება კვამლზედა...
აგვიოხრებენ ქვეყანას,
დას ატირებენ ძმაზედა!..
გალესე, კარგად გალესე,
არ ილეოდეს ძვალზედა.
უფლის კურთხევა ანთია
სამშობლოს მცველის ფარზედა...
თამარ-დედოფლის ნაკოცნი
ბეჭდად უსვია ხმალზედა.
მხნედ იყავ, ძმაო, ნუ ჰკრთები,
ნეტავ ყოყმანობ რაზედა?
ერთხელ სჯობია სიკვდილი
შავს ყოფნას ქვეყანაზედა!

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

ვაჟა-ფშაველა - ჩივილი ხმლისა

დაჰჟანგებულხარ, გორდაო,
დაგობებია ქარქაში,
სადა გყავს შენი პატრონი,
დაგაწყებინოს კაშკაში?
_ სადღა მყავს, ძმაო, პატრონი:
შამქორს გავწირე მკვდარია,
ორმოცგან სჭირდა ნახმლევი,
სდიოდა სისხლის ღვარია.
ომში წინ წასვლა უყვარდა,
ხელთ დაბღუჯვილი ფარია;
არას დასდევდა სიკვდილსა,
ოღომც არ შარცხვეს ჯარია,
მეფის თამარის გვირგვინი,
ქართველთ სამეფო გვარია.
ეხლა უშნოდ ვარ... დამკიდეს
ლაჩართ კედელზე უქმადა;
ვისღა სცალიან ჩემთვისა,
ქვეყანა იქცა დუქნადა.
გადამაგდებენ გირაოდ...
და გზირ-ნაცვლების ხელითა
ქვეყანა მხედავს მდებარეს
“არშინის”, “ჩოთქის” გვერდითა.
შვიდასი წელი გამიხდა,
არ გავპოხილვარ დუმითა,
არ ვულესივარ ქართველსა
დაღიღინებით ჩუმითა.
მისი ხმა აღარ მსმენია:
“გასჭერ, გამიშვი წინაო,
თუ სახელს არ მაშოვნინებ,
როგორ დავბრუნდე შინაო!”

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

ვაჟა-ფშაველა - მხედართა ძველი სიმღერა

მიტომ გაგვზარდა დედამა,
მისთვის გვეტყოდა ნანასა _
ტანზე აბჯარი ავისხათ,
მუდამ ვლესავდეთ დანასა,
რომ შიშს ვუგდებდეთ გულშია
მეზობელს მეტიჩარასა.
არ ვაქელინოთ სამშობლო
მეტოქეს ათასგვარასა.
გამოვეთხოვეთ ნათესავთ,
ცოლ-შვილს და თავის ყანასა;
სიკვდილს სიცოცხლე აღვუთქვით
და პირი _ სისხლით ბანასა.
ცოცხალის თავით ვერ მივცემთ
მტერს თავის მიწის ღალასა.
გაჰზრდისღა კიდევ მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?!

სამშობლოსათვის სიცოცხლეს
ისე ვწვავთ, როგორც ჩალასა,
ვწყდებით გულდამშვიდებულნი
და თანაც ვმღერით ამასა:
“მშობელი მოკვდეს, რა უშავ,
შვილები რჩება მამასა,
კიდევ ექნება ფრთეები
ამ წუთისოფლის ჯარასა.
კარგის მამის შვილს, წესია,
მტერიც უფრთხება კვალადა:
ხვალ და ზეგ ვერვინ გაბედავს
შინ შემოგვეჭრას ძალადა.
ყველას ისა სძლევს, სიცოცხლეს
ვინაც არ აგდებს ჩალადა.
ცოცხლები არვის დავუთმობთ
მშობელი მიწის ღალასა.
სიკვდილს აღვუთქვით სიცოცხლე
და პირი _ სისხლით ბანასა.
აბა თუ გაჰზრდის მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა!

სამშობლოს არვის წავართმევთ,
ჩვენს ნურვინ შაგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით,
მკვდარსაც კი გაეცინება.
არ მივცემთ სხვასა სამშობლოს
ჩვენის ცოცხალის თავითა;
უკან ვერ დაგვახეინებთ
მისთვის ნაძღვნევის შხამითა.
მტრისაკენ მივიზიდებით,
რომ გავწყდეთ, როგორც ლომები.
ჩვენს ზურგს ვერ ჰნახავს მეტოქე.
რომ გვნახო, მოგეწონები!
შვილებს საზღაპროდ ექნება
ჩვენი ბრძოლა და ომები!
არ მივცემთ მტერსა სამშობლოს,
გულში დავიცემთ დანასა,
არ მივცემთ უცხო ტომისას
თავის მამულის ღალასა.
ესე ასწავლონ დედებმა,
შვილთ როს ეტყვიან ნანასა!
გაჰზრდისღა კიდევ მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?”

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

მირზა გელოვანი - ძმათა საფლავთან

ჩვენ შორის გაწყდა გზები თუ აზრი
და, როგორც სუნთქვა, თრთოლვით გათავდა,
და ყინვა, ფინურ დანაზე ბასრი,
ლენინგრადისკენ გზას გვიკეტავდა.
როდესაც რკინა ტყვიამ დაძენძა,
როცა ასწიეს ფრთები ანძებმა,
საძმო საფლავში იწექ ნაძვებთან,
არ ესწრებოდი ჩვენს გამარჯვებას.
ათგან ნახმლევი და ნატყვიარი
სწორებთან დუმდი - გიძმეს სწორებმა,
და მე მესმოდა ქარის შრიალი,
როგორც შენი ხმის განმეორება.

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

ვაჟა-ფშაველა - პაპიჩემის ანდერძი

შვილო, რად სტირი ნეტარა,
რა უბედობა გეწვია?
ჭირში ყოფნის დროს გაძლება
მუდამ ვაჟკაცის წესია!
ვაჟკაცს არ ჰშვენის ცრემლის ღვრა,
ქვითინი დიაცურადა.
მტერს ხმალი უნდა საფთხულად,
კვალზედ მიყოლა მგლურადა.
აგრემც ექმნები პაპაშენს
დღეგრძელიო და სრულიო,
ნუ დაისვენებ, ებრძოლე
მტერს, მინამ გიდგა სულიო.
შვილო, მეც ეგრე ვიყავი,
ეგ არის ჩვენი რჯულიო.

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

ვაჟა-ფშაველა - ომის წინ ჯარის სიმღერა

გული გავლესოთ გრძნობითა,
საცაა დაჰკრავს ნაღარა;
ერთი დავსძახოთ ქართულად,
ხვალ არ გვეცლება, აღარა;
ხვალ გვინდა ცემა მტრისადა,
ხმლის ქნევა, ფარის ფარება,
შავის, შავხალის ხანჯრისა
მტრისად გულ-ღვიძლში ტარება.
სისხლის სმა ღვინის მაგივრად,
ცხენთა ფიცხელთა მალება.
დაე, იტირონ დედათა
შვილთა ლაშქარში წასვლაზე:
ან ვისახელოთ, ან გავწყდეთ
ომში პირველად ჩასვლაზე.
იხილოს მიწამ მშობელმა:
გული გვაქვს პაპათეული,
სისხლი გვიფუის ძარღვებში,
სისხლი ლაშქრობას ჩვეული,
მკლავიც გვაქვს შამქორს ნაცადი,
არა ვართ გამორჩეული!

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

ხალხური - კიდევაც დაიზრდებიან

კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი;
ისე არ ამოწყდებიან -
ჯავრი შესჭამონ მტრისანი.
თქვენი ჯერია, ბიჭებო,
ხელი დაიდოთ ხმალზედა,
თორემ ყორნები ძღებიან
წინაპართ ნაომარზედა.
ვაჟკაცნი, მთაში ნაზარდნი,
ომშიაც კი ნახვენ ლხინსა,
მტერსა მტრულად დახვდებიან,
მოკეთეს მოსჭამენ ჭირსა.

კაი ყმა
ვაჟა ფშაველა

კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო,
ნათქვამი არა გვცხვენოდეს,
მსმენლის გულს აბორგოვებდეს,
არავის არა სწყენოდეს?
ვინა, ვინ არი კაი ყმა,
ვის ტანზე ხმალი ჰშვენოდეს?

მიდით, იქ მიდით, სადაცა
ხალხი ხალხზედა ჰღელავდეს,
მტერი ჩვენ გვცემდეს, ჩვენ - მტერსა,
ხმლები, ხანჯრები ელავდეს.
სისხლის ტბა მუხლებს სწვდებოდეს,
ცოცხლები მკვდრებსა სთელავდეს;
ფარების დადგეს ჯღრდეები,
თვალები თვალებს სწველავდეს;
მოციქულობდნენ ტყვიანი,
შუბები შუბებს სწვერავდეს.
ჭიაფრად მუზარადებსა
სისხლის წვიმაი ჰფერავდეს;
დაგელაობდეს სიკვდილი,
სუდარაებსა ჰკერავდეს.

ვინც მიეგებოს მტერს წინა,
წინ-წინ ვინც რისხვას ეტყოდეს,
სახე სისხლგადამდინარი
ტკივილს არ გამოიტყოდეს,
თავზარსა სცემდეს სიკვდილსა,
ზედ ქორებულად ფრინავდეს,
სიცხეში სიოდ დაჰბეროს,
დაათბოს, როცა ჰყინავდეს.
პირველად ომის დამწყები
ბრძოლის ველს ბოლოს სწირავდეს;
სხვანი იყოფდენ ნადავლსა,
ის ისევ მტრის წინ გრგვინავდეს;
მიძღვნილსა საუფროსოსა
ამხანაგებსვე სწირავდეს.
დარაჯად ედგას ლაშქარსა,
როს ის ღრმა ძილით ხვრინავდეს.
სწორს ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს,
ცდუნება არა სძირავდეს.

მტრის ჯავრის ედგას ლოგინი,
მტრის ჯავრი საბნად ჰფარავდეს.
იქ იდგას ხმალამოწვდილი,
საც ძალა აღმართს ჰკვალავდეს,
დაბეჩავებულს სიმართლეს
უსამართლობა სძალავდეს.
სხვისა იუბნოს სახელი,
თავის გარჯასა ჰმალავდეს.
მზედ იდგეს ხევსურეთისა,
უხვად შუქს ჩამოჰლალავდეს.
სჯობ, მოკვდეს მშიერ-ტიტველი,
კვდებოდეს, არა გმინავდეს;
თავის სამარხად, სუდრადა,
მარტო სახელსა სწირავდეს.

ვადღეგრძელებდეთ ცოცხალსა,
მკვდრისა ვსვათ შესანდობარი.
წყლული სცნას დედის კოცნადა,
თავის ლოგინად - სამარი,
საკაცე - თავის ლურჯადა,
ქვა-ლოდი - ნაბდად საფარი,
ქალისა, რძლისა ქვითინი
ეგონოს სიცილ-ხარხარი,
დენა ცრემლისა - ხორხოშა,
ღრუბელთა გადმონაყარი.

სულეთს შავიდეს ხმლიანი
ლაღი ლაღისა ცხენითა,
წინ მიუძღოდეს არწივი
ხმით მოყაშყაშე, ფრენითა.
ქება უყივლონ გმირებმა,
გადასრულებმა ჩვენითა.
ერეკლემ ხელი მაჰხვიოს,
დაისვას თავის გვერდითა,
გამაეგებოს თამარი
მცინარი, თავის ფეხითა.
გახარებული უფალი
კარგს ყმას ჯვარს სწერდეს ზენითა.
ანგელოზები ხარობდენ,
ალ-ქაჯნი იყვნენ წყენითა.

აი, ვინაა კაი ყმა,
მოსაგონარი ქებითა!
არა თქვენ, სადიაცენო,
რო ძროხებივით სძღებითა;
ღამე მაძღრები დასწვებით,
დილით მშივრები სდგებითა;
თავის ჯამს ჩასცქერთ, საქვეყნოდ
არც როს არ გამასდგებითა.
თავისად სცოცხლობთ, მცონარედ,
ლეში ალაღოთ, ჰკვებდითა;
გაიგებთ კარგის გარჯასა,
გწყინსთ და შურითა ხდებითა;
უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს,
უქმად საფლავში სწვებითა.
დაჰკარგავთ სააქაოსა,
ვერც საიქიოს სწვდებითა.
არ იცით, დასჩნდით რისადა,
ან რისათვისა ჰკვდებითა!

 

ვაინახები

უფლის სარკმელზე მზემ მოხატა თეთრი კამეა...
იჩქერიაშიც, ალბათ, ახლა თეთრი ღამეა...
თეთრი ღამეა და არ სძინავთ ჩეჩენ არწივებს, _
რა დააძინებთ!
თოვს და ფითრდება პეიზაჟი _ ნავენახარი...
თოვს და მწვერვალებს დარაჯობენ ვაინახები..
და თუ ამაღამ გროზნოს ცაზე მეხი იელვებს,
რა მოასვენებთ ბებერ ლომებს _ კავკასიელებს!..
ეჰ, სად არიან უძლეველი, ურჩი მხედრები?!.
ო, რომ შემეძლოს, საქართველოს ავამხედრებდი!..
ო, რომ შემეძლოს, ჯარს შევყრიდი ივრის ჭალაში,
რაა სიცოცხლე, თუ არ მტერთან ჟინით თამაში?!
რაა სიკვდილი, როცა გული რისხვით ივსება?!
რაა სიცოცხლე, თუ აგვართვა მტერმა ღირსება?!
მე რომ შემეძლოს, საქართველოს გავაცოცხლებდი,
იბერიული სიმამაცით გავაოცებდი...
დავარისხებდი დედოზარებს, ქართლთან, კახეთთან, _
და ჩოლოყაშვილს გავყვებოდი ვაინახებთან!..
შევულეწავდი, შევუნგრევდი გულმკერდს ავსულებს,
დავიფარავდი მზეთუნახავ ჩეჩენ ასულებს...
ყინულის ლოდებს მოვაბნევდი ვარდს და იელებს,
სულს შთავბერავდი ჩემს გათოშილ კავკასიელებს!..
და ნახანჯლარი მრისხანებით ავიმღვრეოდი,
თეთრ მწვერვალებზე მზის სხივებად დავიღვრებოდი...
ალესილ ხმალზე ვაცეკვებდი შურისმგებელებს
და ბინძურ ზრახვებს ავურევდი იუდეველებს!..
თავაწყვეტილი შევმუსრავდი მონღოლ-კალმიკებს
და რუს გენერლებს ჩავაცმევდი კაბა-ვალინკებს
და მათ გალინკებს გავგზავნიდი ცივ რასიაში,
რომ არასოდეს არ დაბრუნდნენ კავკასიაში!..
მერე, პანკისში, ქისტის ჭერქვეშ შევისვენებდი,
საქართველოდან რუსის ჩექმას გავასვენებდი,
დავისვენებდი!..
თოვს უსაშველოდ... მზემ მოხატა თეთრი კამეა...
თეთრი ღამეა... უსაშველოდ თეთრი ღამეა...
იჩქერიაში, ალბათ, ათოვთ ჩეჩენ არწივებს, _
რა დამაძინებს!..

ღიმილის ბიჭი ვიყავი,
ბეჭზედ არწივი მეხატა,
ცხრამეტი წლისა შევსრულდი,
ოცი არ გადამეხადა,
სამშობლოს დროშა მეჭირა,
მტერს ვეცემოდი მეხადა!

ვისაც უნდოდა, ქართველი
რომ გამხდარიყო ხიზანი,
დავკარი, ვიყავ მართალი,
ვით ჩემი ტყვიის მიზანი...

ნუ დაიდარდებ, დედაო,
მწარე სიკვდილის სევდასა.
დღეო, გადიდდი, გადიდდი,
შვილი ეყრება დედასა!

არ დაიდარდო, დედაო,
რაც მე სიკვდილით გაწყინე;
მე შენი ძუძუს ნათელი
საქვეყნოდ გამოვაბრწყინე.

მე გაგიხუნე ლეჩაქი,
მაგრამ დაგხურე შუქური,
სამშობლოსათვის დავთხიე
სისხლ-ცვარი სიჭაბუკური.

მე არ დამკარგავს სამშობლო,
სულ ვეხსომები ლევანი,
სანამდის საქართველოში
იწურებოდეს მტევანი...

ცხრა ძმათ მეათედ მიმიღეს,
პირზე მაყარეს ვარდები,
დაჭრილს, დამძრალს და გზადაღლილს
დამხურეს მუზარადები.

თუ გაუჭირდა სამშობლოს,
კვლავ ცეცხლით დავიდაგებით,
ჩვენ გამოვამტვრევთ საფლავებს,
ხმლით ქართლის მთებზე დავდგებით.

არ დაიდარდო, დედაო,
ნუ მიეცემი სევდასა.
დღეო, გადიდდი, გადიდდი,
შვილი ეყრება დედასა!

არ მეშინია

არ მეშინია შენი ბოღმის, შენი მუქარის,
და არ ვაპირებ ცად ატყორცნილ მთებში გახიზვნას,
მე თბილისიდან ჩემს კახეთში გამოვიქცევი,
რადგანაც, თურმე, აქ აპირებ კარვის დაცემას.
ცისფერ აივანს სწვდება სუნთქვა უცხო, უბირი,
და ძილგატეხილს კახეთის ცა მახურავს საბნად,
ვერ დამამარცხებ, ცივგომბორის მადგას გვირგვინი,
ალაზნის ველი, ოქროსფერი მაცვია კაბად.
ვერ დამაჩოქებ, ჩემში ცოიცხლობს გენი თამარის,
და არ მაშინებს უცხო ტომთა გეგმა მზაკვრული,
შებინდებისას გავაცოცხლე ბებერი სახლი,
ისევ ავლესე დაჟანგული ხმალი ქართული..
და თუ მოვკვდები, დაე, მოვკვდე ალაზნის ველზე
თუ სამშობლოსთვის ურჯულოთგან სიკვდილი მიწევს!-
მინდა კახეთის მცხუნვარე მზე მითბობდეს საფლავს,
და მამაჩემის სიახლოვეს, მთის წვერზე ვიწვე,
არ მეშინია შენი ღვარძლის, შენი მუქარის,
და არ ვაპირებ საქართველოს მთებში გაქცევას,
გათენებისას ვაზის მტევნებს გადავეწანი
და აქ ვაპირებ თბილისისთვის სისხლის დაქცევას.
1990წელი.

მე ჩემსას ვტირი
ახლა, როდესაც, ყველა ხიდი გაბზარულია,
მისახედია ძველი ზარზმა, ოშკი და სხალთა,
მითხარი, ჩემო, გული ასე რამ გაგიქვავა,
კაენის ხელი სამშობლოზე რად აღგიმართავს?

ახლა, როდესაც, ყველა გზები დაეკლილია,
გამძვინვარებულ მგელთა ხროვა გვილეწავს კარებს,
შენი სანთელი, ო, რა საწყლად ჩაღვენთილია,
ღალატის ფერად გითენდება - სნეული ღამე.

ახლა, როდესაც, ძირძველ მუხას გასჭირვებია,
და ცბიერება, ორგულობა ჩეხავს და ანგრევს,
შენი სამზეო, შენი ქოხი ჩაქცეულია,
და სიბნელეში გითვალთვალებს მთვარე.

მე ჩემსას ვტირი, სხვამ თავისი იწუხ-იგლოვოს,
მე ჩემი მტკივა, ჩემი მლეწავს, ჩემი მაწამებს,
მუჭა გაშალე, მინდა თვალი წამით შევავლო
რა საფასურად მიაყიდე სული ჯალათებს!
...........
მე ჩემსას ვტირი,
სხვამ თავისი იწუხ-იგლოვოს!........
1990 წ. თ. მღვდლიაშვილი.

მუხლებზე დგომით ჩვენ ვიწყებთ ლოცვას,
გადარჩენისთვის ვაპირებთ ბრძოლას,
აღარ მოვითმენთ ქართველის სიკვდილს,
რუსების თვალწინ დავიწყებთ სიცილს.

მტერს არ ვაჩვენოთ რომ შეგვარყია,
ვერ დაგვაჩოქებს ვერაფლის ფასად,
ჩვენი ძალა ხომ ერთობაშია,
ერთიანობით უფრო წინ წავალთ.

დაბრკოლებები ვის არ ქონია,
გაუმკლავდებით იცოდეთ ამას,
მიდით რუსებო თუ შეგვაჩერებთ,
ყველა ქართველი ვიყვირებთ ამას...

ჩვენ გაგვამწარეთ, ჩვენი დრო დადგა,
თქვენი ძალღონე წარსულს ჩაბარდა,
თქვენი სიმტკიცე შორს გადაგვარდა,
თქვენს წინააღმდეგ ქართველნი აღსდგა!!!!

არხოტო სამშობლო ჯიხვ არწივების ბინაოო
შენ მკერდსა შამაკლა შენს მკერდზე დამაძინაოო
შენ მკერდსა შამაკლა შენს მკერდზე დამაძინაოო

კაი ყმისაი ცოლობა ნუ გიხარია ქალაოო
მოკვდება ლაშქარში დარჩები ცარიალაოო
მოკვდება ლაშქარში დარჩები ცარიალაოო

მოკვდეს თუ მოკვდა ვაჟკაცი არხოტის გულისთვისაო
დედა ვაცხონე ვაჟისა ვინც თავი იქ შესწირაოო
დედა ვაცხონე ვაჟისა ვინც თავი იქ შესწირაოო

არხოტო სამშობლო ჯიხვ არწივების ბინაოო
შენ მკერდსა შამაკლა შენს მკერდზე დამაძინაოო

არხოტო-სამშობლოო

არხოტოო, სამშობლოო, ჯიხვ-არწივების ბინაოო
შენ მტერსა შამაკლაა, შენს მკერდზე დამაძინაოო
შენ მტერსაა შამაკლაა, შენს მკერდზე დამაძინაოო

კაი ყმისაი ცოლობაა, ნუ გიხარია ქალაოო
იგი მოკვდება ლაშქარშიი დარჩები ცარიალაოო
იგი მოკვდება ლაშქარშიი დარჩები ცარიალაოო

და თუ მოკვდება ვაჟკაციი, არხოტის გულისთვისაო
დედა ვაცხონე ვაჟისა ვინც თავი მას შესწირაოო
დედა ვაცხონე ვაჟისა ვინც თავი მას შესწირაოო

არხოტოო, სამშობლოო, ჯიხვ-არწივების ბინაოო
შენ მტერსა შამაკლაა, შენს მკერდზე დამაძინაოო
შენ მტერსა შამაკლაა, შენს მკერდზე დამაძინაოო

აფხაზური კანატატა
შოთა ნიშნიანიძე

I

ჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთან,
ბადეს შლიდა… და მშვილდ-ისრით ტყეში ნადირს არბევდა.
ხვიჩას ზრდიდნენ აფხაზები ჩაუქად და რაინდად,
ბეჭზე ორბად შეუფრინეს „ურაიდა რაიდა“.
გადიფრინეს ყრმობის წლებმა
და აფხაზურ-მეგრულით
ცხრა ლამაზმა ცხენოსანმა გადმოტოპა ენგური.

II

რა პატარა ხარ! (ალბათ ცრემლს თუ აღემატები!)
და რამდენ, რამდენ სიმწარეს და სიხარულს იტევ.
მანდ, აფხაზეთში დაგვიგია კაკანათები,
აქ კი საფარში ვუჯექით ჩიტებს.
ძიძიშვილობდნენ წინაპარი სახლიკაცები
და მხარზე ეჯდათ ერთი ჭინკა და ანგელოსი.
ქორი, წიწილას აფხაზეთში თუ იტაცებდა,
ჰაუ, ჰაუო, გვიყვირია სამეგრელოში.
ჩვენს მონადირეს აჯავრებდნენ თქვენი ჩხიკვები,
ბევრჯერ ეგ თხებიც ჩვენს ქანჩახებს რქებით ეკიდა
და მორდუ აქეთ თუ როდესმე დააცხიკვებდა,
- ხვიჩას სიცოცხლე! - ეძახოდნენ აფხაზეთიდან.
ერთ ცას, ერთ ჰაერს, როგორც უნდა, როდი ვაფასებთ,
ერთი მამალი აღვიძებდა ოდიშ-აფხაზეთს.
ხვიჩა რომ მოკლეს ბრანდენბურგთან ორმოცდახუთში,
თურმე აბრსკილის ლექსს მღეროდა, ლექსს სათაყვანოს…
შავი ქაღალდი მამამძუძემ მოფშვნიტა მუჭით,
ძიძის კივილმა შეძრა მთელი სამურზაყანო.

III

ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო,
ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ.
მაგ ტკბილ კალთაში თავს ჩაგიდებ და გავყუჩდები,
ლოცვით, მადლობით, აღსარებით მითრთის ტუჩები.
ეგ დალალ-კავი, ეგ მანდილი მოიშილიფე,
არ დამემდურო, არ მიწყინო, შენი ჭირიმე,
თუ მორდუსავით ვერ მოგხედე, ვერ მოგიკითხე, -
მუდამ შენთან ვარ, შენკენ მიხმობს ფიქრი დღითიდღე,
შენს კალთას ასდის თაფლის სუნი, ირმის რძის სუნი,
ყრმობის ზღაპარო, მართლა ზღაპრულ სვე-ბედს გისურვებ.

IV

ოდიშში ვარ,
ქორწილში ვარ… ცხენს ვაჭენებ… ჰაიდა…
„ოდოიას“ გადმოუხტა „ურაიდა რაიდა“…
ჩანს ანტიკურ არფასავით აივნების რიკული,
ზედ სიმებად ლერწებია და სხივები ცისკრული.
წაიყვანეს თამარ-ქალი აფხაზეთში დიელო და…
მოწამეი ხარ, შენ საქართველო – ერო ფეხბედნიერო და…
ჩანს ოდებზე კოლხთა ღერბი, ღერბი სიმინდ-ჯიქურის
და აფხაზურ ცხენის ნალი ავგაროზად მიკრული.

ეს ლექსი პირველად ოთხმოციანი წლების დასაწყისში დაიბეჭდა, რედაქტორი ბებიაჩემი იყო და მაგის გულისთვის სამსახურიდან გააგდეს. და ეხლა ის ხალხი ვინც პატრიოტული ლექსის დაბეჭდვისათვის რედაქტორებს სამსახურებიდან ყრიდა პატრიოტიზმსა და მართლმადიდებლობაზე ლაპარაკობენ. გულისამრევია ეს ხალხი.

ეს ოფი რო არ გამოვიდეს:

სისხლის გუბეში მბორგავ სხეულზე
წვიმის წვეთები დაედინება,
ჩამორეცხილი სისხლის ნაკადი
სადღაც მიწაში ჩაედინება,
ტყვიის წვიმაში დანისლულ თვალებს
გადაეკვრება ოდესმე ბინდი,
ტყვიანაკრავი უსულო გვამი
დარჩება უკან საძმო საფლავში.
ვერ შეგვაჩერებს ჩვენ ტყვიის წვიმა
და ვერც სიკვდილი სატანის ხელით,
ფიცი მივეცით სამშობლოს მიწას
და მის კალთაზე დავიხოცებით,
თვალებს დავხუჭავთ კაცურად ყველა,
მაგრამ აფხაზეთს არავის მივცემთ,
დავიხოცებით ჩვენ ვაჟკაცურად,
რადგან მომავალს ერთობა მივცეთ.
ცინკის კუბოსთან როდესაც მოვა
თვალცრემლიანი მშობელი დედა,
ვთხოვ - მწარე ცრემლით ნუ დამიტირებს,
რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება...

ტექსტის ავტორი: მადონა ლანჩავა
კომპოზიტორი: მერაბ მამულაშვილი

შენ ხარ ქართველი,
და ეს ვალია,
შენი სამშობლო წარუვალია.
ეს შენი ენა სხვაზე ძველია,
შენ ხარ ქართველი,
და ეს ძნელია.
არ გვახსოვს როდის ვიწყეთ სიმღერა,
ზეცისკენ როდის აღვმართეთ მზერა,
არ გვახსოვს როდის ვიწყეთ შენება,
არ გვიწერია გადაშენება.
ცოტა ვართ როგორც სოფლის მარილი,
მრავალ ჭირნახულ გადატანილი,
უფლის კვართივით ერთი მთლიანი
რწმენა დავიცვათ ვართ ქრისტიანნი.
არ გვახსოვს როდის ვიწყეთ სიმღერა,
ზეცისკენ როდის აღვმართეთ მზერა,
არ გვახსოვს როდის ვიწყეთ შენება,
არ გვიწერია გადაშენება!!!

ირგვლივ მდუმარე აურზაურს ჩოხა ჩაუცვამს,
მოუსვენრობას სიწყნარეში დანას დაუსვამს,
ტკივილი მწარედ ააგორებს ლოყაზე ცრემლებს ,
და მონატრების მჭედელი კი მძლავრად სცემს გრდელმლებს.

მე ჩემი ბედი მივამსგავსე ბედსა ქართლისას,
უსამართლობას შეუმოსავს კაბა ქარვისა,
მტარვალს მტერს ურცხვად უქნევია ბასრი მახვილი,
ქარიშხალს მიაქვს საფლავიდან გმირთა ძახილი...

ვაჟკაცთა სისხლი თავლებიდან მე თითქოს მე მცვივა,
იმათი მწარე იარებიც თითქოს მე მტკივა,
აჩეხილები ვერ ჰპოვიან მათ სამარეს მშვიდს,
წინაპრებისგან თხოულობენ სასიკვდილო შვილდს...

როცა დედანი შავ ძაძებში ეძენებენ შვილებს,
როგორ გვეძინოს თბილ ლოგინში ნეტავ ჩვენ მშვიდებს?
შავი სიზმარი ჩემს ბიჭებთან მიმიყვანს ახლოს,
იქ ბრძოლის ველზე დაუნდობლად სიკვდილი სახლობს...

მინდა ახლოდან დავიტირო მარჯვენა მათი,
სანუგეშებლად გავიხსენო ღვთისმშობლის კვართი,
მინდა თითეულს მოვეფერო ცრემლის მდინარით,
და შევუდედო ჭრილობები სისხლად მდინარი...

ისევ მზის სხივი დილას მისას აკეთებს საქმეს,
გამეღვიძება ცოცხალს ისევ მოარულს სადმე,
ისევ სიჩუმე დაიბუდებს ირგვლივ წყეულად,
მწარე დარდი კი შეხორცდება ისევ სხეულად...

------------------------------------

რად მინდა ხმალი ბასრი ქარქაშში,
თუ მამულისგან შორს ვარ ლაჩრულად,
სხვის მტერს დავსდევდი წვიმაში-ქარში,
გული მიძგერდა მაინც ქართულად!

ჩემს სამშობლოში ურდონი მტრისა,
სისხლით რწყავს ჩემსა გამზრდელსა მიწას,
არ მეშინოდა ტრიალი ხმლისა,
თვალი დედისა მეტირა მტრისა!

რა ჭირად მინდა "შავი ისრები",
თუ ვერ ვიყენებ ჩემი მტრის წინა,
ვზივარ ,შორიდან ოფლში ვისვრები,
ასე უძლურად არ ვიყო მინდა...

დაცემულ ვაჟთა მარჯვენას ვტირი,
და ვეფერები ცრემლებით,დარდით,
ოხვრა გულისა ტირის ვით სტვირი,
რაში მარგია მუხლები მარდი ...

ქართული ერი და ქართული ჯარი,
დრო დადგა მტრებზე ვიყაროთ ჯავრი,
გულზე გვკიდია მფარველი ჯვარი,
ჩვენს გულში დღეს ქრის გმირობის ქარი!!!
საქართველოში დგანან გმირები,
გმირებს ეზდებათ გმირი შვილები,
არაფელს ამბობს თქვენი სიტყვები,
თქვენვე მოგხვდებათ თქვენი ტყვიები!!!
ადექი ერო!–დრო დადგა ბრძოლის,
თქვენ ყველას გესმით–ხმებია სროლის,
არ გვეშინია არცერთი ომის,
დათვს შეეშინდეს ქართული ლომის!!!
ერთად დადექით, იხარე ერო,
ერთიანდება დღეს საქართველო,
ყველა ჩვენს მტერთან ჩვენ დავდოთ ლელო,
თუნდ მიწა–წყალი სისხლით ვასველოთ...

ნუ გაიგლიჯე გული მამულო,
ცოტა ხანს კიდევ გაძელ!..
არ დაადუმო შენი ლილე და..
მოვალ, აგინთებ კანდელს.
შენო ცოტნე ვარ, შენი თამარი,
მოვალ დავითად, საბად..
დიდი ხანია რომ გენატრება მოვალ, -
იმ, პირველ კაცად!..
შენი გუთნის და შენი აკვანის,
შენი ქართული ოდის, _
შენი თბილისის მადლი რომ იცის _
სწორედ ის ბიჭი მოდის!!!

მხედართა ძველი სიმღერა
(ვაჟა ფშაველა)

მიტომ გაგვზარდა დედამა,
მისთვის გვეტყოდა ნანასა -
ტანზე აბჯარი ავისხათ,
მუდამ ვლესავდეთ დანასა,
რომ შიშს ვუგდებდეთ გულშია
მეზობელს მეტიჩარასა.
არ ვაქელინოთ სამშობლო
მეტოქეს ათასგვარასა.
გამოვეთხოვეთ ნათესავთ,
ცოლ-შვილს და თავის ყანასა;
სიკვდილს სიცოცხლე აღვუთქვით
და პირი - სისხლით ბანასა.
ცოცხალის თავით ვერ მივცემთ
მტერს თავის მიწის ღალასა.
გაჰზრდისღა კიდევ მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?!

სამშობლოსათვის სიცოცხლეს
ისე ვწვავთ, როგორც ჩალასა,
ვწყდებით გულდამშვიდებულნი
და თანაც ვმღერით ამასა:
“მშობელი მოკვდეს, რა უშავ,
შვილები რჩება მამასა,
კიდევ ექნება ფრთეები
ამ წუთისოფლის ჯარასა.
კარგის მამის შვილს, წესია,
მტერიც უფრთხება კვალადა:
ხვალ და ზეგ ვერვინ გაბედავს
შინ შემოგვეჭრას ძალადა.
ყველას ისა სძლევს, სიცოცხლეს
ვინაც არ აგდებს ჩალადა.
ცოცხლები არვის დავუთმობთ
მშობელი მიწის ღალასა.
სიკვდილს აღვუთქვით სიცოცხლე
და პირი - სისხლით ბანასა.
აბა თუ გაჰზრდის მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა!

სამშობლოს არვის წავართმევთ,
ჩვენს ნურვინ შაგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით,
მკვდარსაც კი გაეცინება.
არ მივცემთ სხვასა სამშობლოს
ჩვენის ცოცხალის თავითა;
უკან ვერ დაგვახეინებთ
მისთვის ნაძღვნევის შხამითა.
მტრისაკენ მივიზიდებით,
რომ გავწყდეთ, როგორც ლომები.
ჩვენს ზურგს ვერ ჰნახავს მეტოქე.
რომ გვნახო, მოგეწონები!
შვილებს საზღაპროდ ექნება
ჩვენი ბრძოლა და ომები!
არ მივცემთ მტერსა სამშობლოს,
გულში დავიცემთ დანასა,
არ მივცემთ უცხო ტომისას
თავის მამულის ღალასა.
ესე ასწავლონ დედებმა,
შვილთ როს ეტყვიან ნანასა!
გაჰზრდისღა კიდევ მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?”

ილია ჭავჭავაძე

 

 

ომის წინ ჯარის სიმღერა
(ვაჟა ფშაველა)

გული გავლესოთ გრძნობითა,
საცაა დაჰკრავს ნაღარა;
ერთი დავსძახოთ ქართულად,
ხვალ არ გვეცლება, აღარა;
ხვალ გვინდა ცემა მტრისადა,
ხმლის ქნევა, ფარის ფარება,
შავის, შავხალის ხანჯრისა
მტრისად გულ-ღვიძლში ტარება.
სისხლის სმა ღვინის მაგივრად,
ცხენთა ფიცხელთა მალება.
დაე, იტირონ დედათა
შვილთა ლაშქარში წასვლაზე:
ან ვისახელოთ, ან გავწყდეთ
ომში პირველად ჩასვლაზე.
იხილოს მიწამ მშობელმა:
გული გვაქვს პაპათეული,
სისხლი გვიფუის ძარღვებში,
სისხლი ლაშქრობას ჩვეული,
მკლავიც გვაქვს შამქორს ნაცადი,
არა ვართ გამორჩეული!

პაპიჩემის ანდერძი
(ვაჟა ფშაველა)

შვილო, რად სტირი ნეტარა,
რა უბედობა გეწვია?
ჭირში ყოფნის დროს გაძლება
მუდამ ვაჟკაცის წესია!
ვაჟკაცს არ ჰშვენის ცრემლის ღვრა,
ქვითინი დიაცურადა.
მტერს ხმალი უნდა საფთხულად,
კვალზედ მიყოლა მგლურადა.
აგრემც ექმნები პაპაშენს
დღეგრძელიო და სრულიო,
ნუ დაისვენებ, ებრძოლე
მტერს, მინამ გიდგა სულიო.
შვილო, მეც ეგრე ვიყავი,
ეგ არის ჩვენი რჯულიო.

,,შეცდომებს ალბათ გაგვიგებს ვინმე,
ვერ გაგვიგებენ დუმილს.
ქართლის ცრემლები თუ დავაღვენთეთ,
მომხდურს დარჩება ცხუმი;

რუსს მართალია, მიწის სიმცირით,
არ ეხუთება სული,
მაგრამ არ ახლავს გრძნობა სირცხვილის
სხვისი დაჩაგვრის სურვილს.

ურცხვად გვტაცებენ მიწას დავითის -
აფხაზეთსა და ცხინვალს.
მოგებულ ბრძოლებს ვეღარ დავითვლით,
თუ ვერ მივხვდებით - ვინ ვართ.

თუ არ გვჯერა, რომ ელის მაისი
მხარეს - დიდებით მოსილს.
თვითონ ითხრიან საფლავს ხალისით
აფხაზიცა და ოსიც.

დავიწყებიათ ჩვენი ამაგი,
დავიწყებიათ ვალიც...
უნდა ვიბრძოლოთ, თუ სიამაყის
კიდევ შემოგვრჩა კვალი.

შეცდომებს ალბათ გაგვიგებს ვინმე,
ვერ გაგვიგებენ დუმილს.
ქართლის ცრემლები თუ დავაღვენთეთ,
მომხდურს დარჩება ცხუმი.''

 

ტკივილი
ვართ და ჟამია მაინც არ ყოფნის,
სიცოცხლეს გასდევს სიკვდილის ფერი.
,,რა მოვიგეთო რუსთან გაყოფით?''
,,არც არაფერი''-
საუბრობს ახლა ორი ქართველი,
ქართველად ყოფნის აუგით, წყევლით.
ცხადია ახლა, ცხადი, ნათელი,
ერის დიდებას ამაოდ ველი.
თავისი სახე დაჰკარგა ხალხმა
და ვგრძნობ, რომ ახლა ისევ მარტო ვარ...
მაძღარი მონა სჯობია მართლა,
თუმცა არც ერთი და არც მეორე
ვიცი არც ხსნაა, არც ნუგეშია.
მიდი და ქუჩის ძაღლებს ეომე,
ანდა უყეფე ამდენ გოშიას.
სადაა ახლა გამოსავალი?
ისევ გავკივით: ,,გავჩნდით მონათო;;,
და ვისაც უძღვის ამაში ბრალი
სწორედ ის გვინდა ცოტნედ მოვნათლოთ.
აბა რა გითხრა, ჩემო ქვეყანავ,
აბა რა გითხრა, არა ვიცი რა,
მე ძველებურად კარგად ვეღარ ვარ,
და ერმაც ჯერ ვერ გამოიძირა.
ჟამია მართლა ძალიან მძიმე,
ვუახლოვდებით თითქოს წიწამურს.
ღმერთო, იმდენი შეგვაძლებინე,
თავისუფლების ფასი ვიწამოთ.

წარსულსა ხსოვნა უხდება
მკვდარ ძმას ტირილი დისაო,
ტყესა ხარ-ირმის ნაფრენი
და ხან ყმუილი მგლისაო.
ვაჟკაცსა ომში სიკვდილი
ხელში ნატეხი ხმლისაო
ომს ლხინი გამარჯვებულთა და დამარცხება მტრისაო.


ცრემლით დანთებულ თვალებში
გამეფებულა სევდა,
ომში წასული ვაჟკაცი
ვერ დაუბრუნდა კერას,
თავი შესწირეს სამშობლოს,
დაჭრილი ეძახდა დედას,
სისხლის გუბეში მბორგავის
ძახილი მესმის დღესაც...

მურმან ლებანიძე


ლხინში ავხირდები,
ჩრდილში გაგიდგები,
ჩემთვის ვაჩხაკუნებ
ფანდურს სანატრელო.

ჭირში დაგიტკბები,
ბევრს არ დაგპირდები,
ფეხზე დაგიდგები,
ჩემო საქართველო!

რაფიელ ერისთავი
სამშობლო ხევსურისა
სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი,
სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, - ჩემი სამშობლო ის არი.
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
მე მირჩევნია შავი კლდე, თოვლიან-ყინულიანი,
ორბი რომ ბუდობს, ჩაჩქარით გადმოჰქუხს ბროლიწყლიანი,
ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქვს მარილიანი...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
ბარად რომ ვიყო ლაღადა, სული მთისაკენ იხარის,
სალი კლდე ანდამატივით გულს სულ იქითკენ იხარის,
იქ მიშობს შავი სიკვდილი, ბარში სიცოცხლეც იმწარის!..
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
ბარად რომ მომცე დიდება, ქონება უთვალავია,
სასახლე ოქროს ტახტითა, ჯარი და ზღვაზე ნავია,
არა ვინდომო ეგენი, არ მოკვდეს ჩემი თავია...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,
ორივ ტკბილია, ძმობილო, მირჩევნის ორსავ თვალზედა,
როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა...
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!..
1881

გიორგი ლეონიძე
წიგნი „ქართლის ცხოვრება“
გაშალე... ყველა ფურცელი
არის ფოლადის ნაცარი,
დამსხვრეულ ხმალთა ჟღრიალი,
დევკაცთა ნამამაცარი.
გაშალე... ყველა ფურცელი
გულზე ნაწოლი ლოდია...
დოლბანდიანი ჯარები
სიკვდილის პირით მოდიან.
შავი დროშები ნისლივით
სამშობლოს დაეფინება,
ხმალს სისხლის ორთქლი აუვა
სიკვდილით დაიკბინება...
საფლავად გაემზადება
ციხე-გალავნის თხრილები, -
ქალი და ბავშვი აწყვია
კოშკიდან გადმოყრილები.
ისმის ტყვეების ჟღივილი
კვამლში ბღავიან ხარები...
ქერქებგახდილი ხეები,
დამწვარი ნასახლარები...
და რაც თმას ყალყზე აყენებს,
რაც მწარედ გვემახსოვრება, -
ქართლის მკვლელობის ძველ ამბებს
უწოდეს „ქართლის ცხოვრება“!
1928

ხანჯალს
აკაკი წერეთელი


შენი ჭირიმე, ხანჯალო,
რკინაო ხვარასნიაო,
შენ ერთად-ერთო იმედო
მტრისაგან გამოხსნისაო!..

გლესავ და გლესავ, ხანჯალო,
ამოგიფერავ გულსაო!
შენ უნდა ეძმო და ეყმო
უმართლოდ დაჩაგრულსაო!

ნესტარიცა ხარ, ბასრიც ხარ,
ორივე გვერდით მჭრელიო;
გპატრონობს გული ფოლადი
და გიპყრობს რკინის ხელიო.

მისი გამჩენის ჭირიმე,
ვინც რომ შენ გამოგჭედაო!
ჭირიმე, შენი ჭირიმე,
მტერს აუტირე დედაო!

ბევრი ნაღველი შეასვეს
მტრებმა ამ ჩემსა გულსაო,
შენ მიმკურნალე, მახვილო,
უმართლოდ დაჩაგრულსაო!

მიმოციქულე მტრის გულთან,
მიმიძღვენ ჩემი სალამი:
ის ვითომ საწერალია,
ჩაერჭვე, როგორც კალამი!

მისი წითელი მელნითა
შემაღებინე ჭაღარა,
- იმისი კვნესა იქნება
ჩემთვის დაფი და ნაღარა!

გლესავ და გლესავ, მახვილო,
ფოლადო, ჩემო რკინაო!
დროა, ამოდი ქარქაშით,
აღარ გვაქვს აწ მანდ ბინაო.

2008 აგვისტოში წელს დამეღუპა მეგობარი რეზერვისტი..
შალვა.. შალვას თბილისში დარჩა შეყვარებული ნუ საცოლე
შალვას ჯიბეში უპოვნეს წერილი შემდეგ ამ წერილის მიხედვით ჩემმა მეგობარმა პოეტმა ჰენრი დოლიძემ მიუძღვნა ლექსი

დაუსრულებელი წერილი
ანა სანგარში ვარ ახლა დაჭრილი და
ალბათ თხუთმეტ წუთში სისხლით დავიცლები
ცოტაც მოითმინე სულ სხვა აპრილიდან
ერთად გაიფრენენ შემზარავი წლები
ადრე იქნება თუ უფრო ცოტა გვიან
წლები გიწამლებენ დროის ვეზირები
ვკვდები შენზე ფიქრში, შიში რას მიქვია
როცა უკვდავებას მსხვერპლად ვეწირები.
ვიცი მოგადგება ცრემლის ნიაღვარი
სახეს ჩამოგიბანს მზიან ტუჩებს მოგბანს
ყველა გაჭირვებას მიწა მიაყარე
ყველა მონატრებას ბევრი უჩემობა
ჰო და რომ ჩაივლის ჩვენი აგვისტო და
ვნება მიწიერი წარსულს რაკი ძალავს
სულ სხვა ჩამოგიკრეფს ტოტებს ატმის რტოდან
და ჩემს სამარესთან მოსვლას აგიკრძალავს
ახლა მატეანე ჩემს ბედს ინაწილებს
სადღაც მიზანს ავცდი გზათა გამრუდებით
ტყვიამ მომაცილა ტყვია მიმაცილებს
ცრემლით მივდივარ და ცრემლად დავბრუნდები....

გენრი დოლიძის ლექსია ...
რის შემდეგ სიმღერა დაიწერა ამ ტექსტზე ...
თუ მოვხვდებით ერთად აუცილებლად მგასმენინებთ ....

მომენატრა...

-მომენატრა ირმის ჩლიქთა ხორუმი და
ბულბულების იავნანა ქართული,
ბათუმისკენ გამოვცურავ სოხუმიდან
საქართველოს სიყვარულში გართული.
მომენატრა, მომენატრა აფხაზეთი,
თუმცა ის მე ჯერ არც მინახავსს.
ალბათ როცა გადმოგვხედავს , ნახავს
ღმერთი,
ძმათა წყენა გულშუი არ შემინახავს!
მომენატრა ქამარ-ხანჯალ-ხმალ-აბჯარი,
ბრძოლის ველზე ამოსული ყაყაჩო,
გონებაში მომეპარა ფიქრთა ჯარი,
მომენატრა და კონაღამ დამახრჩო.
ერთი სიტყვით, მომენატრა საქართველო,
საქართველო მაღალი და ძლიერი,
ავდგეთ ფეხზე, გაბზარულლი გავამრთელოთ
და ქვეყანას დავუბრუნოთ იერი!
-მოგვენატრა ჩვენ ნამდვილი საქართველო,
ჩვენ ხზომ მისი ტრფობს ცეცხლში ვიწვებით,
ავდგებით ,რომ ავკაფოთ და გადავთელოთ
შური, ბოღმა, ეკლები და წიწვები...
შევევედროთ, შევევედროთ ბედის ამქარს,
სანამ ჩვენი არ ჩაქრება სანთელი,
მისი ცეცხლი მოუკიდოს სხვა ბეცვრს ახალს,
რომ მოვფინოთ კავკასიონს ნათელი...
ავაყვავოთ, ავაყვავოთ საქართველო,
მოვეფერიოთ სანამ გუილი თბილია,
დავეუფლოთ ყველა კორდს და ყველა მდელოს,
გავუფრტხილდეთ ამ სამყაროს ბრილიანტს!
-მომენატრა ირმის ჩლიქთა ხორუმი და
ბულბულების იავნანა ქართული,
ბათუმისკენ გამოვცურავ სოხუმიდან
გამარჯვების სიმღერებში გართული!

სიმონ ჩიქოვანი
ვინა სთქვა...

ვინა სთქვა, თითქოს პატარა იყოს
ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი,
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
ვინ მოიგონა სიმცირე მისი?!

აბა, შეადგით ერთმანეთს მთები,
მთები-შემკული სხივების სირმით,
ააშრიალეთ არწივის ფრთები,
კლდით გაიგონეთ ყვირილი ირმის.

ყოველ მაღლობზე ციხე და კოშკი
ნახეთ, აზომეთ ოსტატის მზერით,
ან მოაგროვეთ უხსოვარ დროში,
ჩვენში დაღვრილი ბუნების ფერი.

გაზომეთ ქარი თუ ქარიშხალი,
ჩამწყვდეული რომ ღმუოდა ხევით,
წყალი მქუხარი და საშიშარი
და ავარდნილი გუმბათი ზევით.

წინაპრის მიერ განვლილი სივრცე,
ჟამი – ძლეული გაფრენილ ცხენით,
და გორგასალის ნაბიჟი მტკიცე,
მთლად აღბეჭდილი ქართველის რწმენით.

შეახეთ ბრძოლით გაწვრთნილი ხელი
დარუბანდიდან მოტანილ კარებს,
და გაიხსნება სამშობლო ჩემი,
უსასრულობის შემცველი მხარე.

ვინა სთქვა, თითქო პატარა იყოს
ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი,
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
ვინ მოიგონა სიმცირე მისი?!

ბედნიერი ერი

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?
 

აკაკი წერეთელი - სიმღერა ძველთა

ქართველმა ხელი ხმალს ვიკარ,
მტერს როგორ შევუშინდები!
სიცოცხლეს მსხვერპლად შევსწირავ,
სულითაც დავეწინდები!

გარს გინდა გუნდი მეხვიოს,
მარტოსა მეჯარებოდეს,
თუ რომ გავიქცე „ფუ“ მითხრან!
დარჩენა მეჯავრებოდეს!

ჩემი ძველების ანდერძსა
ვერ გავტეხ დიაცურადა:
ან მოვკლავ, ან შევაკვდები
ქვეყნის მტერს ვაჟკაცურადა.

და ანდერძს გაუტეხელად
გადავცემ შვილისშვილებსა…
ერთის დგმის ღვაწლი მეორეს
ცხოვრებას უადვილებსა.

გულს ვერ გავიტეხ ქართველი,
ვერ დავაჩლუნგებ ძველს ხმალსა,
და ვერც დავჰკარგავ გულგრილად
წინაპართ გზასა და კვალსა!

ქართველმა ხელი ხმალს ვიკარ,
მტერს რაღად შევუშინდები!
სიცოცხლეს მსხვერპლად შევსწირავ,
და სულით დავეწინდები!..

აისური არხოტო

არხოტოო, სამშობლოო, ჯიხვ-არწივების ბინაოო
შენი მტერი მივაკალ, შენს მკერდზე მიეძინაო
შენი მტერი მივაკალ, შენს მკერდზე მიეძინაო

კაი ყმისაი ცოლობაა, ნუ გიხარია ქალაოო
იგი რომ წავა ლაშქარშიი დარჩები ცარიალაოო
იგი რომ წავა ლაშქარშიი დარჩები ცარიალაოო

და თუ იომებს ვაჟკაციი, არხოტის გულისთვისაო
დედა ვაცხონე ვაჟისა ვინც მტერი მიაწვინაო
დედა ვაცხონე ვაჟისა ვინც მტერი მიაწვინაო

არხოტოო, სამშობლოო, ჯიხვ-არწივების ბინაოო
შენი მტერი მივაკალ, შენს მკერდზე მიეძინაო
შენი მტერი მივაკალ, შენს მკერდზე მიეძინაო